ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ოთუზ–ბირი და იარაღი

with 14 comments

ქართულ ენაში ძალიან დიდი ხანია დამკვიდრდა ეს სიტყვები. თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის, რა შესაძლო კავშირი შეიძლება იყოს მათ შორის. ყოველ სიტყვას თავისი ისტორია აქვს და ხშირად ისე მოხდება ხოლმე, რომ სიტყვის წარმოშობის სათავეების საძებრად წასული უბრალოდ დაინტერესებული ადამიანი მისთვის უჩვეულო და მოულოდნელ რაიმეს აღმოაჩენს ხოლმე. ასე დამემართა მეც ალმა–ატაში რომ ვიყავი. იქ “თურქსელის” წარმომადგენლები იყვნენ და ერთხელ რესტორანში შუა ქეიფში მათ ასეთი შეკითხვა დავუსვი: ქართულში გვაქვს სიტყვა ოთუზ–ბირი და “ძალიან ძვირის” მნიშვნელობით აქა–იქ იხმარება მეთქი და ვიცი, რომ თურქულად ოთუზ–ბირ “31”–ია და ხომ ვერ ამიხსნით რა კავშირია მათ შორის მეთქი. ამის გამგონე თურქებმა მაგიდასთან ფხუკუნი ატეხეს და მომიგეს, ახლა ქალები სხედან და მერე გეტყვითო (ინტრიგა!). საბოლოო ჯამში გვერდზე გამიხმეს და მითხრეს ოთუზ–ბირ თურქულ ჟარგონზე მასტურბაციასა და ონანიზმს ნიშნავსო. მერე კავშირი მეთქი? – რაზედაც გონებამახვილმა თურქმა ინგლისურად მომიგო – “მასტურბაცია, როგორც სერვისი ძალიან ძვირი ღირსო…” :)))

მეორე ისტორიაც თურქებს უკავშირდებათ, უფრო სწორად თურქულ ენას. ერთხელ ერთმა ჩემმა თანამშრომელმა მითხრა, მოდი მტრის ენის შესწავლა დავიწყოთო (ნუ, თურქებთან ვმუშაობ, რა ვქნა?! :), ხოდა ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა ვისწავლოთ და აბა ნახე მამაკაცის სასქესო ორგანო ყველაზე “პახაბნი” ფორმით თურქულად როგორ ჟღერსო. მივგუგლ–მოვგუგლე და აღმოვაჩინე რომ ქართულ სამ–ასოიან კომბინაციას თურქულში “Yarak” შეესებამაბა, ანუ იგივე სიტყვა რაც ჩვენი “იარაღი”. ეს რომ გავიგე ჩემთვის ჩავფიქრდი და მივხვდი, რომ თურმე დიდი თურქობის საჩუქარი დღესაც ამშვენებს ჩვენს ენას სიტყვა “იარაღის” სახით. ოდესღაც, 1080 წელს, თუ კარგად მახსოვს ამ დროს იყო დიდი თურქობა, არ გვაკმარეს რა მათი იარაღით  ჩვენი გაჟუჟვა, უფრო მეტიც ჩვენს ენაში დაგვიტოვეს სუვენირი და დღემდე ჰყვებიან სტამბულიდან დაბრუნებული ქართველები ამბავს თუ როგორ შევიდნენ იარაღის მაღაზიაში და ერთ–ერთ მათგანს რომ წამოუძახია, “შეხედე რამდენი იარაღიაო” და მერე ისეთი უხერხული სიტუაცია შექმნილა, სწრაფადვე გამოსულან მაღაზიიდან.

ერთი სიტყვით ასე იყო თუ ისე, ჩვენს ენას “ამშვენებს” თურქული სიტყვები, თან ისე რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენმა უმრავლესობამ არც კი იცის, თუ რა წარმომავლობისა არიან ისინი და რა შესაძლო კავშირი შეიძლება ჰქონდეთ მათ, ასე რომ ახლა ალბათ გასაგებია, თუ რა კავშირია ოთუზ–ბირსა და იარაღს შორის?! :)

Advertisements

Written by linguistuss

October 6, 2008 at 1:02 am

14 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ხო მარა ვახო რად უნდა იმას, რომ იატაკზე არ გვძინავს :)

    November

    October 10, 2008 at 2:32 am

  2. 14 წლის ვიყავი, როდესაც სკოლელებთან ერთად თურქეთში ყოფნისას ერთ-ერთ ინტერნეტ კაფეს შევაფარე თავი ქაუნთერის სათამაშოდ, როგორც ხვდებით სიტყვათა შეთანხმება “იარაღი გამოცვალე” ხშირად იყო გამოყენებული, ალბათ მიხვდით როგორი რეაქცია იქნებოდა დამსწრე საზოგადოებაში. რაც შეეხება კი ოტუზ ბირს გარდა იმისა, რომ მისი მნიშვნელობა მასტურბაციაა, მეორეს მხრივ ეს სიტყვა უბრალოდ 31-ს ნიშნავს.

    Facet

    November 6, 2008 at 11:28 am

  3. ბიჭი- წარმოდგება მონღოლური სიტყვიდან სიჩ – პენისი
    გოიმი- წარმოდგება ებრაული სიტყვიდან – არაებრაელი
    კაცო- წარმოდგება იტალიური სიტყვიდან -პენისი
    კავკას- წარმოდგება სპარსული სიტყვიდან – პენისი
    ჩათლახი- წარმოდგება სპარსული (თურქული?) სიტყვისგან – არა ალაჰის მორწმუნე
    გურჯი- (რაღაც წასაძახებელი, არ ვიცი რა).
    http://cartveli.blogspot.com/2011/05/blog-post_23.html

    cartveli

    July 18, 2011 at 9:14 am

  4. იმერეთში ამ ფრაზას ისეთი ასიმილაცია აქვს მიღებული, რომ გამოთქმა მუსიკალური სმენის და ბედად შენარჩუნებული მნიშვნელობის წყალობით ვიცანი – “უთოს პირი”! :) :) :)

    Tamuna Minashvili

    September 2, 2014 at 11:49 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: