ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

მაიკლ სკოფილდი კავკასიელი?!

with 6 comments

იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახი XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე, ნაშრომში “ადამიანთა ტიპების ბუნებრივი სახესხვაობანი”, წერდა:

“კავკასიონის მთაგრეხილის მახლობლად, კერძოდ მის სამხრეთ ნაწილში ყველაზე თვალწარმტაცი ქალბატონები და წარმოსადეგი მამაკაცები იბადებიან, მე მხედველობაში ქართველები მყავს და სწორად ამიტომაც, ყველა ფიზიოლოგიური წინაპირობისა თუ მიზეზის გათვალისწინებით, არსებობს ყველაზე მაღალი ალბათობა იმისა, რომ კაცობრიობის გაჩენის ადგილი დედამიწაზე, ეს რეგიონია”–ო.

Blumenbach , De generis humani varietate nativa (3rd ed. 1795), trans. Bendyshe (1865).

ხსენებულ ნაშრომში ბლუმენბახმა კაცობრიობა ხუთ უმთავრეს რასად დაჰყო, მათი კრანიომეტრიული მახასიათებლების მიხედვით. ეს ხუთი რასა იყო:

  • კავკასიური რასა, ანუ თეთრკანიანები
  • მონღოლოიდური რასა, ანუ ყვითელკანიანები
  • მალაური რასა, ანუ ყავისფერკანიანები
  • ნეგროიდული რასა, ანუ შავკანიანები
  • ამერიკული რასა, ანუ წითელკანიანები

შემდგომ საუკუნეებში ანთროპოლოგებმა ეს ნაშრომი ანთროპოლოგიის ყველაზე ფუნდამენტურ ნაშრომად შერაცხეს და XX საუკუნის შუა წლებამდე ეს თეორია სამეცნიერო საზოგადოების მიერ ფართოდ იყო აღიარებული.

მიუხედავად იმისა, რომ რასობრივი კუთვნილების მიხედვით XX საუკუნეში ადამიანების დაყოფა დაგმობილ იქნა, ტერმინი “Caucasian” კვლავაც აქტიურად გამოიყენება და ეს უმთავრესად აშშ–ს ეხება. უფრო მეტიც, ეს სიტყვა დღევანდელ აშშ–ში თეთრკანიანის აღსანიშნავად იხმარება, არა მარტო ყოფით დონეზე, არამედ სახელმწიფო აპარატის დონეზეც კი და ამ სიტყვას აშშ–ს თეთრკანიანი მოსახლეობა თვითიდენტიფიკაციის ნიშნად იყენებს.

აი, ამის გამო ძალიან ბევრი კაზუსი და უხერხული სიტუაციები იქმნება ხოლმე, როდესაც ამერიკელები ქართველებს უმტკიცებენ, რომ კავკასიელები არიან და როდესაც ქართველები იჯგიმებიან და ვერაფრის დიდებით ვერ ეგუებიან ამერიკელების კავკასიელობას. ხშირ შემთხვევაში კამათი იქამდეც კი მიდის ხოლმე, რომ არც ერთმა მხარემ არ იცის რაზე დაობენ და მათი ჩხუბის თუ კამათის მიზეზი, ერთმანეთისთვის კავკასიელობის დასამტკიცებლად, სიტყვა “კავკასიელია” და მეტი არაფერი.

ამასწინათ ვუყურებდი Prison Break–ის მეოთხე სეზონის მეექვსე სერიას, სადაც ერთი პოლიციელი თვალს მოჰკრავს რა მაიკლ სკოფილდს, დაკავებულ ალექს მაჰოუნის დაჟინებით ეკითხება შენთან ერთად რომ თეთრკანიანი იყო ვინ არისო. “Квадрат Малевича”-ს ბრიგადამ, რომლებიც ამ სერიალის თარგმნით არიან დაკავებულები ეს ეპიზოდი ასე თარგმნეს: “Я поговорил с менеджером ипподрома, он сказал что тебя видели с каким-то кавказцем”. არადა მთარგმნელს აზრადაც კი არ მოსვლია, რომ ცისფერთვალება და ფითქინა მაიკლ სკოფილდი ვერაფრით ვერ იქნებოდა Кавказец–ი, მაშინ როცა მთელი რუსეთი კავკასიელებს “Черножопые”-ს გვეძახის…

ერთი სიტყვით კიდევ დიდხანს გაგრძელდება მსგავსი გაუგებრობები, მანამ სანამ ორი კავკასიელი, ორივე გიორგის ასული… არა, ეგ არა… ერთი სიტყვით მანამ, სანამ სიტყვა “კავკასიელს” ასეთი სხვადასხვაგვარი გაგება ექნება შორეულ და ახლო დასავლეთებში.

Advertisements

Written by linguistuss

October 7, 2008 at 11:47 pm

6 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ვეტრფი კავკასიას და ყველაფერ კავკასიურს! ამ სიტყვის იმათებური გაგება აბსურდია და მათ თუ ასე მიაჩნიათ, დიდად არ მაწუხებს. მე ხომ ვიცი, რომ ეს ასე სრულებითაც არაა?! :)

    Sopho

    October 10, 2008 at 12:36 pm

  2. ორი კავკასიელი, ორივე გიორგის ასული…

    ორი ჯორჯია კიდე :P

    mtvareuli

    October 23, 2008 at 10:19 pm

  3. ეხლა წავაწყდი სტუდია “დიჯიტალ ფლეიგრაუნდის” შედევრს, სადაც მთავარ როლებს ეს ტკბილი და მურაბა ხალხი ასრულებს – Bella Ling, Jandi Lin, Jessica Bangkok, Johnny Sins, Nautica Thorn, Oliver Sanchez, Priva, Scott Nails…

    ფილმს ეწოდება: Cockasian Vol. 3 (DVD – 2008)

    ვინ გამოიცნობს რა ჟანრისაა ეს ფილმი? :D

    linguistuss

    November 7, 2008 at 5:36 pm

  4. აზიატსკოე პორნო :P

    November

    November 7, 2008 at 10:42 pm

  5. უჰ,მომეშვა გულზე…
    ისე, ეგ პოსტი იმათ რომ წაიკითხონ, ვინც ჰიუ ლორის (ექიმი ჰაუსი) ქართველ ლორიად ასაღებენ, მაგარი იქნება :))

    zurriuss

    August 25, 2009 at 10:30 am

  6. ყურმოკვრით ვიცი, რომ პოლიფონიის საერთაშორისო სიმპოზიუმზე პროფესორ ზემცოვსკის განუცხადებია – პოლიფონიური სიმღერის უნარით დაჯილდოებული ხალხი იმდენად დიდად განსხვავდება დანარჩენი კაცობრიობისგან, რომ თამამად შეიძლება ეწოდოს ჰომო პოლიფონიკუსიო.
    ასე რომ ჩვენ ახალი ნიშა გვაქვს ერთადერთისა და განუმეორებლის და კავკასიელობისთვის აწი სხვებმა ხოცონ ერთმანეთი.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: