ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ავოკადო და ადვოკატი

with 5 comments

სულ მაინტერესებდა, ფრანგულ ენაში “ავოკადო” და “ადვოკატი’ ომოგრაფებს რატომ წარმოადგენდნენ? მანამდე იმასაც ვიტყვი რომ ომოგრაფები არის სიტყვები, რომლებიც ერთნაირად იწერება და სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს, როგორც ეს Avocat-ს შემთხვევაშია, რომელიც ფრანგულად ადვოკატიცაა და ავოკადოც.

ძველი აცტეკები ავოკადოს აჰუკატლ–ს უწოდებდნენო, ამტკიცებს ერთი ეტიმოლოგიური წყარო, რაც ნაჰუატლზე, აცტეკურ ენაზე მამაკაცის გენიტალიებს ნიშნავს, როგორც ჩანს ძველ აცტეკებს ამ ხილსა და მამაკაცის დასახელებულ ორგანოს შორის ფიზიკური მსგავსება უპოვნიათ. შემდეგ მოსულან ესპანელები და სიტყვა “აჰუკატლ” ესპანური სიტყვა “აბოგადო”–სთვის მიუმსგავებიათ, რაც ესპანურად თავის მხირვ “ადვოკატია”. ამ გაუგებრობაში შემდგომ ფრანგები როგორ მოხვდენენ ეგ არ წერია არსად, თუმცა ფაქტია, რომ ეს ორი სიტყვა ომოგრაფებს ფრანგულში წარმოადგენენ და არა ესპანურში. ასევე იმასაც დავამატებ, რომ ავოკადო “ალიგატორის მსხლის” სახელითაცაა ცნობილი…

უპრიანი იქნება ლიქიორ “ადვოკაატსაც” თუ გავიხსენებთ, რომელიც თანამედროვე რეცეპტით კვერცხის გულისაგან კეთდება და ვიზუალურად ამიტომაც ყვითელია, თუმცა ჩემთვის მანამდე იყო გაუგებარი თუ რატომ ერქვა ამ სასმელს “ადვოკაატი” (ჰოლანდიურად – ადვოკატი), სანამ არ გავარკვიე, რომ ამ სასმელის კეთება სურინამში დაუწყიათ და კვერცხის ნაცვლად “სამხრ. ამერიკელი ჰოლანდიელები” თურმე თავდაპირველად ავოკადოს იყენებდნენ, შესაბამისად ლიქიორისთვის სახელი ავოკადოს მიუცია და არა რომელიმე ადვოკატს. კვერცხზე არ ვგიჟდები, მაგრამ ცნობისმოყვარეობის ხათრით  გავსინჯავდი ამ ლიქიორს… რამე რომ იყოს ავოკადოსაც მივაყოლებდი :))

Advertisements

5 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. საოცარი დამთხვევაა, მაგრამ თითქმის ყველა ბლოგში მინიმუმ ერთი საკვლევი სიტყვა მაინც გენიტალიებთანაა დაკავშირებული. :)))

    November

    October 10, 2008 at 12:51 pm

  2. @November
    ავოკადოს შემთხვევაში მე არაფერ შუაში ვარ, მართლა დაემთხვა :P

    linguistus

    October 10, 2008 at 2:10 pm

  3. მე მგონი ომოგრაფი ისეთი სიტყვების აღმნიშნვნელად იხმარება, რომლებსაც საერთო დაბოლოება აქვს. ანუ სუფიქსი, რომელიც ბოლოში ერთვის და გარკვეულწილად ერთი მნიშვნელობის სიტყვებს აწარმოებს. მაგალითად, ბიბლიოგრაფი, გეოგრაფი და ა.შ. ან გერონტოფილი, ზოოფილი და ა.შ.

    keti

    May 4, 2010 at 4:34 pm

  4. ომოგრაფი (წარმ.: ბერძნ.: ὁμός, homós, მნიშვნ.: γράφω, gráphō,”ვწერ”) არის დაწერილობის, მაგრამ განსხვავებული მნიშვნელობისა (რიგ ენებში სხვადასხვა გამოთქმის/ტრანსკრიფციის)მქონე სიტყვათა ჯგუფი.
    მაგ., ბარი – სამუშაო იარაღი, შდრ., ბარი – (კაფე–)ბარი

    ჰომოგრაფული ორაზროვენბა განსაკუთრებით საინტერესოა მეტყველების სინთეზის დროს,ასევე ისეთ მეცნიერებებში, როგორიცაა ბუნებ რივ ენათა დამუშავება, კორპუსის ლინგვისტიკა…

    ერთგვარად წარმოთქმულ/ჩაწერილ სხვადასხვა მნიშვნელობებების მქონე სიტყვებს პოლისემები ეწოდებათ.

    ნათია

    May 14, 2010 at 3:46 pm

    • (ბოდიშს ვიხდი კორექტურული შეცდოემბისთვის )

      ნათია

      May 14, 2010 at 3:48 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: