ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ეფექტური კალამბური

with 4 comments

კარგი ხუმრობა, თუ  ეფექტური კალამბური იმითი განსხვავდება ცუდი ხუმრობისაგან, რომ როგორც კი შეიტყობ, უმალვე გსურს ვინმეს მოუყვე. ის შენი ნაწილი ხდება და მონაყოლის სახით, ახალ ვერსიაში ახალი ფორმით აგრძელებს არსებობას. ამასთან მნიშვნელობა არ აქვს ხუმრობის თემას, შესრულების მანერას, თუ ენას, რომელზედაც ეს ხუმრობა ჟღერს.

nocpat

ამ საგაზეთო პუბლიკაციისათვის, რაიმე რუხი და საშუალოსტატისტიკური სათაური რომ მოეფიქრებინა მის ავტორს, ვერც ვერავინ შეიტყობდა ქალაქ ნოვოსიბირსკის მახლობლად, ბელოკურიხას სელოში გახსნილი მინი–სანატორიუმის, “ბელოკურის” არსებობის შესახებ. საგაზეთო პუბლიკაციის ავტორს სათაურის ქვეშ, სტანდარტული ტექსტი, “Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipisicing elit, sed do eiusmod tempor incididunt ut labore et dolore magna aliqua…”, რომ ჩაეწერა, რომელიც ციცერონის ნაშრომიდან ციტატას წარმოადგენს და სხვა არაფერს ნიშნავს თანამედროვე პოლიგრაფიაში, თუ არა ფრაზას – “აქ უნდა იყოს რაღაც ტექსტი”, ეს სურათი მაინც მოივლიდა ინტერნეტის რუსულენოვან (და არამხოლოდ) სამყაროს და მაინც გაჩნდებოდა ჩემს ბლოგზე. ასეა, ხანდახან პროდუქციის კარგად მოფიქრებული სათაური უფრო მეტად ფასობს, ვიდრე მისი შინაარსი.

Advertisements

4 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. თუ არ ვცდები, ამ ბლოგზე ფოტომასალა პირველად ვნახე:)

    გეთანხმები, სათაურს დიდი მნიშვნელობა აქვს.

    keti

    November 14, 2008 at 9:35 pm

  2. ის სურათი იმ სტატიასთან რა შუაშია…..

    November

    November 15, 2008 at 3:06 am

  3. @November
    SPA-ცენტრით გაიხსნაო, SPA სათაურში მოძებნე აბა :)

    linguistuss

    November 15, 2008 at 3:12 am

  4. და ეს ფუნჯის ტარები რა შუაშია მერე?

    November

    November 15, 2008 at 3:15 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: