ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ანე–კატერინე ვესტლი

with 20 comments

ანე–კატერინე ვესტლი ნორვეგიელმა ბავშვებმა XX საუკუნის 50–იან წლებში გაიცნეს. იგი რადიოში მის მიერ დაწერილ პატარ–პატარა სახალისო ისტორიებს კითხულობდა, რომლებიც შემდგომში მის საბავშვო წიგნებს დაედო საფუძვლად. ეს სკანდინავიელი ავტორი სულ ორმოცამდე წიგნის ავტორია, რომლებიც ციკლებად იყოფიან. თვითოეულ ციკლს კი თავისი გმირები ჰყავს. მისი წიგნები ზღაპრებს წააგავს და ყოველთვის კარგად სრულდება, თუმცა ის, რასაც თავის წიგნებში ავტორი აღწერს, ჩვეულებრივი და უბრალო ადამიანების უმნიშვნელო ცხოვრებაა, ნათელი ფერებით გაჯერებული და სიხარულით აღსავსე.

ერთ–ერთ ასეთ ციკლს დედის, მამის, რვა ბავშვის და დიდედის შესახებ შექმნილი წიგნების სერია წარმოადგენს, რომლის პირველი ხუთი წიგნი ავტორმა 1957–1961 წლებში დაწერა. სწორად ეს ხუთი პატარა ისტორია აღმოვაჩინე დღეს ჩემს წიგნებში, 1987 წელს გამომცემლობა “ნაკადულის” მიერ ერთ წიგნად გამოცემული, ვებრძოდი რა უძილობას და გამახსენდა… გამახსენდა ამ წიგნს როგორ ვკითხულობდი მთელი ბავშვობა, დღემდე იხსენებს დედაჩემი თუ როგორ ვბოდიალობდი ამ წიგნთან ერთად სულ… ახლაც შემიძლია, პირველი ისტორიის “დედა, მამა რვა ბავშვი და საბარგო მანქანის” პირველი აბზაცის სიტყვასიტყვით ციტირება:

იყო და არა იყო რა, იყო დიდი, ძალიან დიდი ოჯახი: დედა, მამა და მათი რვა შვილი. ბავშვებს ერქვათ: მარენი, მარტინი, მარტა, მადსი, მონა, მილი, მინა და წრიპა მორტენი. მათთან ერთად ცხოვრობდა დიდი საბარგო მანქანა, რომელიც ყველას ძალიან უყვარდა. ან როგორ არ ეყვარებოდათ, საბარგო მანქანა ხომ მთელ ოჯახს არჩენდა!

ხანდახან უმნიშვნელო წვრილმანები ისე საფუძვლიანად რჩებიან მეხსიერებაში, რომ დავიწყების შანსიც არ გვაქვს. ზუსტად ასე მახსოვს, წრიპა მორტენის ოინბაზობები, მახსოვს როგორ უბერავდა ორპირი ქარი მათს სახლში ტყის პირას, როგორ მოიპარეს საბარგო მანქანა და ა.შ. ერთი სიტყვით, ამ ოჯახობასთან დაკავშირებული ყველა დეტალი. არადა, ახლა რომ ვინმემ მკითხოს სკანდინავიელ მწერლებში რომელია შენი ფავორიტიო, აუცილებლად და ხაზგასმით ასტრიდ ლინდგრენს დავასახელებ, ისე რომ არც კი დავფიქრდები. ფანტაზიით, ლიტერატურული პერსონაჟების მრავალფეროვნებით, ამბის მხატვრულად გადმოცემის მანერით ასტრიდ ლინდგრენი სხვა სიმაღლეზე დგას, მის წიგნებს უფრო გვიან გავეცანი, თუმცა პეპის, კარლსონის, სალტროკელების, ბიულერბიული ბავშვების, ემილის და მიოს ამბები ისე კარგად არც არასოდეს მხსომებია, როგორც ეს ვესტლის გმირების შემთხვევაში იყო…

მიუხედავად მთელს მსოფლიოში პირველი წიგნის პოპულარობისა, მე მაინც მეორე – “Mormor og de åtte ungene i skogen” – “დიდედა და რვა ბავშვი ტყეში” – მიყვარდა ყველაზე მეტად. გასული საუკუნის 50–იანი წწ. ოსლოს გარეუბნების რომანტიკას ვერ ჩავწვდი და, როგორც ჩანს, ტყის პირას მათი ცხოვრება უფრო საინტერესო იყო 20 წლით ახალგაზრდა მე–სთვის… ამ წიგნის ნორვეგიული სათაური წიკიპედიაში მოვძებნე და იმედია სწორად. სათაურის პირველივე სიტყვა Mormor–მა ჯერ კიდევ ლინუს ტორვალდსის წიგნში – “Just for fun” – მიიპყრო ჩემი ყურადღება, როცა ლინუქსის მშობელი მამა ორი ტიპის ბებიას და ორი ტიპის პაპას თუ ბაბუას იხსენებდა:

  • ფარმორ – მამის დედა
  • მორმორ – დედის დედა
  • ფარფარ – მამის მამა
  • მორფარ– დედის მამა.

მიუხედავად იმისა, რომ ლინუს ტორვალდსი შვედურ გარემოს აღწერდა, როგორც ჩანს, ნორვეგიული და შვედური იმდენად გვანან, რომ სიტყვა ბებია ერთნაირად ჟღერს ორივე ენაზე. ასევე, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ნორვეგიული ენის ეს თავისებურება გაითვალისწინა ქართველმა მთარგმნელმა და “ბებიის” ნაცვლად “დიდედა” გამოიყენა ქართულ თარგმანში. ამ ბებიაზე გამახსენდა და თურმე კი არა, ნორვეგიაში დღემდე პოპულარობით სარგებლობს ზემოხსენებული ოჯახის შესახებ დადგმული პიესები, რომლებშიც დიდედის როლს თავად ავტორი, ანე–კატერინე ვესტლი ასრულებდა ნორვეგიულ სცენაზე წლების განმავლობაში…

დიდხანს ვატრიალე ის გაყვითლებული და დაღარული ქართული წიგნი და ვერსად ვიპოვე ბიოგრაფიული ცნობები ავტორის შესახებ –  რომ არა წიკიპედია რა მეშველებოდა?! :)

P.S. ესეც ის ხსენებული ხუთი წიგნი რუსულად: download (გაფართოება ppt-დან rar–ზე გადააკეთეთ და მერე არქივი როგორ გახსნათ იმედია იცით)

Advertisements

20 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ახლა გამახსენდა კიდევ რაღაცეები…. წვეულებას რომ მოაწყობენ, ვითომ გემზე არიან. მახსოვს, ჩვენც გავაკეთეთ მერე. კარგი იყო….

    მაგრამ ჩემთვის “ჩვენც ბიულერბიუელები ვართ” ნამდვილი აღმოჩენა იყო და დღემდე უსაყვარლეს საბავშვო ნაწარმოებად რჩება.

    noemberi

    November 21, 2008 at 8:02 pm

    • “ჩვენც ბიულერბიუელები ვართ” უკვე აღმოჩენაა, რადგან ლინდგრენს ეგეთი არაფერი დაუწერია. როგორც ჩანს ე.წ. noember-ს თავში ჰქონდა ერთმანეთისაგან სრულიად დამოუკიდებელი ნაწარმოებების (“ბიულერბიუელი ბავშვები” და “ჩვენც სალტკროკელები ვართ”) კონცეპტები და ცოტა აერია :)

      Ana Nia

      May 22, 2010 at 12:41 am

  2. @noemberi
    უტი, ბოსე, ბუსე, ბასე
    ვითამაშოთ მუდამ ასე…

    თუ როგორ იყო ეგ? :)

    linguistuss

    November 21, 2008 at 8:09 pm

  3. linguistuss
    შენსავით შესაშური მახსოვრობით არ გამოვირჩევი :(

    კიდევ ერთხელ წავიკითხავდი. იქნებ…

    noemberi

    November 21, 2008 at 9:41 pm

  4. ჩემი პირველი წიგნი იყო ეგ :) ზარმაცი ვიყავი და მესამე კლასში რომ გადავედი ძლივს ავიღე წიგნი ხელში.
    მახსოვს როგორი ამაყი ვიყავი რომ დავამთავრე,და ყველას ვეუბნეოდი სქელყდიანი წიგნი წავიკითხე თქო.
    მეც მინდოდა ორსართულიანი საწოლი მაგრამ ვერ ავიხდინე ეს სურვილი.

    lika -lika

    November 22, 2008 at 2:46 am

  5. შენ იმდენ რამეებში იქექები, იქნებ სადმე “მუფთა , წაღანახევარა და ხავსიწვერასაც” წააწყდე :)
    ან “ტიტების ადმირალ კეესს”
    ჩემი ბავშვობის წიგნები ეგენი იყო

    “პატარა მაწანწალაც” მახსოვს და აი “იან ბიბიანი” შინაარსი საერთოდ ვერ გავიხსენე
    ისე კაი თემაა :)

    ჰო და იქნებ იმის სათაურიც იცოდე კბილის ფორმა რომ აქვს ერთი ქვეყნის რუკას, გამოგონილი ქვეყანაა ძალიან მაგარი ასევე გამოგონილი გეოგრაფიით… მაგ წიგნს , თავის სათაურით ერთი სამი წელი ვეძებდი და ახლაც ჯერ კიდევ იმედი არ დამიკარგავს :)

    diki

    November 22, 2008 at 3:12 am

  6. ფორუმზეც გითხარი და აქაც გეტყვი, ეს წიგნი ჩემთვის ძაან საყვარელი იყო და დღემდე რჩება,,,,
    მაგარი გამისწორე….

    mendes masieli

    November 22, 2008 at 9:06 am

  7. ანუ გაუჩალიჩეს :D

    Ana Nia

    May 21, 2010 at 9:29 pm

  8. კაი პოსტია, მაგრამ მოლის პოსტი უფრო გემრიელია :)

    Lord Vader

    June 12, 2011 at 6:13 pm

  9. გემრიელად წერ!

    vinFroyde

    June 16, 2011 at 2:36 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: