ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ბროწეულის ღვინო

with 6 comments

ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ პირში ნერწყვი მედინება…

ბროწეულს ჩვენი წინაპრები ძალიან ღრმა წარსულში რომ გაეცნენ, ამას ქართული ხალხური ზღაპარი “გაუცინარი ხელმწიფეც” მოწმობს. გახსოვთ, ალბათ, საკუთარი გაუცინრობის მიზეზის გულისათვის საკუთარ შვილებს თავისხელა ბროწეულების მოსატანად რომ გააგზავნის. ამ ზღაპარში ერთი ადგილი მომწონს ყველაზე მეტად, ბოლოსდაბოლოს რომ იპოვის უფლისწული ცამდე აწვდილი ციხის ძირში, სასურველ ხეს, თავისხელა ხუთი ბროწეული რომ აბია და ერთ ბროწეულს ხეზე რომ დატოვებს, ერთს რომ შეჭამს და დანარჩენ სამს მამას რომ წამოუღებს… სულ მიკვირდა ის ერთი რატომ დატოვა იმ ხეზე, ვის დაუტოვა, ნუთუ იმ დევს დედამისი რომ ჰყავდა იმ ციხეში გამოკეტილი?!

ბროწეულის სამშობლოდ პომოლოგები სპარსეთს ასახელებენ, სადაც მას “ნარ”–ს უწოდებენ, ზოგჯერ კი იმისათვის რომ მის ერთადერთობას გაუსვან ხაზი “შაჰ ნარ”–საც (მეფე–ბროწეული) კი. ძვ. საბერძნეთსა და ძვ. რომში ბროწეული ფინიკიელებს ჩაუტანიათ, სადაც მათ ეს ხილი ვაშლისათვის შეუდარებიათ და მისთვის “Punica granatum” უწოდებიათ, რაც “ფინიკიურ მარცვლებს ნიშნავს” თარგმანში, რის შემდეგაც, როგორც ხდება ხოლმე, “პუნიკა გრანატუმ” დაამოკლეს და “გრანატ”–მა სხვადასხვა ვარიაციაში განაგრძო მსვლელობა ევროპულ ენებში ფრანგული – “გრენად”, ესპანური – “გრანადა”, გერმანული – “გრანატაპფელ”, ინგლისური – “პომგრენიტ” სახით.

შემდგომში ამ “გრანატ”–”გრენად”–ს ქალაქ გრენადისათვის დაურქმევია სახელი, როგორც ჩანს იქ ჩაჰქონდათ არაბებს დიდი რაოდენობით, საიდანაც ხდებოდა მისი გადანაწილება მთელ ევროპაში. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაახლოებით იგივენაირად, ოღონდ უკუმიმართულებით დაარქვა სახელი პორტუგალიამ ფორთოხალს. არაბულში “ფორთუხალ” პორტუგალიაც არის და ფორთოხალიც, აქედან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ, რომ არაბულ სამყაროში ფორთოხალი პორტუგალიიდან მოხვდა.

ტრადიციულად, ამ ყველაფერზე ფიქრს არ დავიწყებდი და არც ფეთქებადი ჭურვები, граната და лимонка, გამახსენდებოდა, რომ არა მურმან ეკალაძის სტატია “მწვადის შეწვას ცოდნა უნდა”, რომლის ფინალშიც ვკითხულობთ:

მწვადის “კანონიკური” აქსესუარებია მშრალი წითელი ღვინო ან მწვანე ჩაი. თუმცა, გვეეჭვება ისეთი ქართველის არსებობა, ვინც მწვადს ჩაის მიაყოლებს. აღნიშნული სასმელები ანეიტრალებენ ცხიმს და ამით თავიდან ავიცილებთ მის გაგლესას ენასა თუ კუჭზე. აქვე შეგახსენებთ, რომ კეტჩუპისა და ტყემლის საწებელზე მეტად მწვადს ბროწეულის სოუსი ნარშარაბი უხდება. თუმცა გემოვნებაზე არ დაობენ – მაგალითად ჩვენი მწვადისმოყვარე მეზობლები საწებლად მაწონს ან ალუბლის მურაბას იყენებენ.

გამუქებული და ხაზგასმული ნარშარაბი მეუცხოვა, ვინაიდან ეს სიტყვა მე სულ მუდამ “ნაშარაბის”, ან “მაშარაბის” ვარიანტში მსმენია, არც იმის ხაზგასმა იქნებოდა ურიგო, რომ ზუსტად ამ ორ ვარიანტშია დაფიქსირებული ამ საოცარი გემოს მქონე წვენი ქართულ განმარტებით ლექსიკონში. ბოლოს კი მივხვდი, რომ ჩვენი სახელოვანი გამოცემაც ცდება, ქართული წიკიპედიაც, სადაც ასევე მაშარაბად იცნობენ ამ წვენს, და ყველა ის, ვინც მას ასე მოიხსენიებს, ვინაიდან “ნარ” როგორც ზემოთ ავღნიშნე სპარსულად ბროწეულია და “შარაბ” კი – ღვინო. უკანასკნელი სიტყვა თურქულშიც ღვინოა, ოღონდ ბოლოკიდურა ასო “ფ” არის და სწორად ეს სიტყვა “შარაფ”–ი დაერქვა დროსტარებას ქართულ ჟარგონში.

ამ ყველაფრის გააზრების და გაანალიზების შემდეგ კიდევ ერთხელ მივხვდი რომ ძვ. სპარსელები საოცარი პოეტური აზროვნების მქონე ხალხი იყვნენ და რომ რეი ბრედბერიმდე რამდენიმე საუკუნით ადრე მათ ძალიან ამაღელვებელი სიტყვა შექმნეს “ბროწეულის ღვინის”, ანუ “ნარშარაბ”–ის სახით…

P.S. რეი ბრედბერის რას ვერჩი ისე, მის “ბაბუაწვერების ღვინოს” ახლაც სიამოვნებით წავიკითხავდი, ხელის გაწვდენა რომ არ მეზარებოდეს წიგნის თაროსკენ…

Advertisements

6 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ბროწეულიდან შარაფამდე :)

    და ფორთუხალ..

    კარგი რამ იყო საკითხავადა :)

    keti

    November 24, 2008 at 10:57 am

  2. ბროწეულის და შარაფის ამბავი ძალიან საინტერესო იყო. კიდევ უფრო საინტერესო იყო ის, რომ მწვადს მწვანე ჩაი უნდა მიაყოლო (აუცილებლად ვცდი) :).
    სიტყვა “შარაფზე” სულ აჭარლები მახსენდებიან – ნასვამ კაცზე რომ ამბობენ “შარაფშიაო” :)
    და კიდევ ერთი: რამდენადაც ვიცი, არაბები ფორთოხალს ასე გამოთქვამენ: “ბურთუქალ”. ჰოდა სულ მეგონა, რომ ბურთი ამ სიტყვისაგან წარმოსდგა ჩვენს საყვარელ მშობლიურ ენაში, თურმე სულ ამაოდ…

    Sopho

    November 24, 2008 at 1:43 pm

  3. ეს ბროწეულის ღვინო საინტერესო იქნებოდა..
    წვენის მიხედვით დაახლოებით შეიძლება მიხვედრა.. მაგრამ ბოლომდე არა :P
    გაგისინჯავთ ვინმეს?.. რისი გემო აქვს?

    Samurai

    November 24, 2008 at 4:57 pm

  4. სანამ “ღვინოს” წავიკითხავ სულ სხვა სიტყვა მახსენდება ბროწეულზე :P

    noemberi

    November 25, 2008 at 12:00 am

  5. ქართულად რატომ ჰქვია ბროწეული? ძოწეულიდან?

    fiqriag

    November 25, 2008 at 12:10 am

  6. მე სათაურზე ბროწეულის ოყნები გამახსენდა :D

    საინტერესო პოსტი იყო :)

    mtvareuli

    November 25, 2008 at 3:31 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: