ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Hey, guys, where are you?

with 3 comments

Remember, remember the 5th of November,
Gunpowder, treason and plot.
I see no reason why gunpowder treason,
Should ever be forgot.
Guy Fawkes, Guy Fawkes, ’twas his intent
To blow up the King and Parliament.
Three score barrels of powder below,
Poor old England to overthrow;
By God’s providence he was catch’d
With a dark lantern and burning match.
Holloa boys, holloa boys, make the bells ring.
Holloa boys, holloa boys, God save the King!
Hip hip hoorah!

ინგლისური ხალხური სიმღერა

ცოტაოდენ ისტორიას შეგახსენებთ. 1605 წლის 5 ნოემბერს, ინგლისის მეფე, ჯეიმს I უნდა დასწრებოდა პარლამენტში სესიის გახსნას. კათოლიკე შეთქმულთა ჯგუფს, რომლებიც ანგლიკანური ეკლესიის წინააღმდეგ იბრძოდნენ, გადაწყვეტილი ჰქონდათ მეფისა და დიდებულების განადგურება. ამისათვის მათ ლორდთა პალატის ქვეშ ორტონანახევარი დენთი შეაგროვეს და პარლამენტის მთლიანი შენობის აფეთქება განიზრახეს. თუმცა 26 ოქტომბერს, ლორდ მონტინგლმა, რომელიც კათოლიკე შეთქმულთა საძმოს  ერთ–ერთი ახლობელი გახლდათ, მიიღო ანონიმური წერილი, სადაც მას ურჩევდნენ, რომ იმ დღეს პარლამენტში არ გამოცხადებულიყო, ვინაიდან “ღმერთი და კაცი გაერთიანებულიყვნენ, რათა შური ეძიათ ყველა დროის ყველაზე დიდ ბოროტებაზე”.

რა გზებითა და მანქანებით მოხვდა ეს წერილი ინგლისელი მონარქის ხელში არავინ იცის, თუმცა სხდომის წინა ღამეს პარლამენტის შენობა გაჩხრიკეს და ადამიანი, რომელსაც უნდა წაეკიდებინა ცეცხლი ფითილისათვის დაკავებულ იქნა. იქვე მათ დენთით სავსე 36 კასრი იპოვეს, დაკავებულს გაი ფოქსი (Guy Fawkes) ერქვა. იგი 35 წლის, სამეფო კარზე მოღვაწე კათოლიკე იყო, აქვე უნდა ითქვას, რომ შეთქმულების თავი და თავი იგი არ გახლდათ, მაგრამ სწორად მისი სახელი და გვარი შემორჩა ისტორიას “დენთის შეთქმულების” (Gunpowder Plot) საქმესთან დაკავშირებით. ისტორია იმასაც ყვება, თუ როგორ დაიჭირეს შეთქმულების სხვა მონაწილენი, როგორ დაიღუპა მათი ნაწილი დაკავების პროცესში და თუ როგორ დასაჯეს დანარჩენები სასამართლო პროცესის შემდეგ, თუმცა ეს ამბები ჩვენს ისტორიაში ნაკლებად საინტერესოა.

აუფეთქებელმა პარლამენტარებმა კი შემდგომში 5 ნოემბერი სრულიად სახალხო დღესასწაულად გამოაცხადეს, დღესდღეობით “გაი ფოქსის ღამის” სახელით ცნობილი, რომელიც ტრადიციულ ინგლისურ რეალობაში დიდი ზარ–ზეიმით აღინიშნება დღესაც, წვავენ რა გაი ფოქსის ფიტულს საჯაროდ. სწორად ამ ფიტულთანაა დაკავშირებული ის კვალი ინგლისურ ენაში, რომელზედაც დღეს გვექნება საუბარი.

გაი ფოქსი, რა თქმა უნდა, არ იყო გაიუს იულიუს კეისრის სეხნია ( Gaius Iulius Caesar) და ჩვენ სახელების ამ მსგავსებამ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. სინამდვილეში მისი სახელი, Guy გახლავთ Guido–ს შემოკლებული ვარიანტი. ასევე შემონახულია გაი ფოქსის ხელით ნაწერი, სადაც იგი ჩვენებებს იძლეოდა, რომლის ბოლოშიც გაკრული ხელით ვკითხულობთ: “Guido Fawkes”. თავად სახელ Guido–ს რაც შეეხება, ის ყველაზე მეტად იტალიაშია გავრცელებული, თუმცა მისი ფუძე წარმოდგება ძველფრანგული ზმნისაგან guider, რომელიც “წინ გაძღოლას” და “წაყვანას” ნიშნავს. ჰო, მართლა ექსკურსიამძღოლი, იგივე “გიდი” ზუსტად ამ ზმნისგან მომდინარეობს.

მადლიერმა ერმა გაი ფოქსს სამშობლოსა და მეფის სიყვარული “არ დაუვიწყა” და მისი სახელი მისსავე ფიტულს დაარქვეს. ამან შემდგომში ცუდად და სასაცილოდ ჩაცმულ უბრალო “ინგლიშმენებ”–ს მისცა სახელი, რაც საბოლოოდ იმაში გადაიზარდა, რომ ჯერ ამერიკაში და შემდეგ მთელ ინგლისურენოვან სამყაროში ამ სიტყვის (guy) სახით ფამილარულ–ირონიული მიმართვის ფორმა შეიქმნა. ეს არცაა გასაკვირი, ვინაიდან ფრაზა “ეს ფიტული” (this guy) სულ თავისუფლად შეიძლებოდა განზოგადებულიყო…

P.S. სტატია ნათარგმნია ezhe.ru–დან და მსგავს თარგმანებს კვლავაც შემოგთავაზებთ, თუ კი სადმე რამეს, ამ ბლოგის შესაფერისს, ვიპოვი.

Advertisements

3 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. Hey, guys, where are you?

    ეს უეჭველი ფორუმის ერთ-ერთი თემის საპატივცემულოდ არის დაწერილი…მთელი 40 გვერდი იქ მეტი არაფერი რომ არ წერია :LOL: :LOL: :LOL:

    diki

    November 26, 2008 at 2:34 am

  2. სტატიას ხვალ გავეცნობი :)

    diki

    November 26, 2008 at 2:35 am

  3. აუფეთქებელი პარლამენტარები:))

    ჰოო, ხანდახან მთავარი ხელია და არა თავი:)

    keti

    November 26, 2008 at 12:21 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: