ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ინი და იანი, ანუ ძია ზიგმუნდი ისვენებს

with 4 comments

a09488582d24
Christer Strömholm. Betty Bjurström, Paris 1947

ეიფელის კოშკზე სულ ცხონებული გი დე მოპასანი მახსენდება, მთელი ცხოვრება რომ ვერ იტანდა, მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ “ჯართს”. ამაზე ბევრს საუბრობს პირად წერილებში თუ საგაზეთო პუბლიკაციებში, თუმცა ისტორიას მაინც მისი ხუმრობა შემორჩა, როდესაც ჰკითხეს თუ ასე ძალიან ვერ იტანთ ამ კოშკს, რაღა მაინცდამაინც მის ქვეშ მდებარე რესტორანში სადილობთ ყოველ დღეო, რაზეც ენაკვიმატ მწერალს უპასუხია, ეს ერთადერთი ადგილია პარიზში, საიდანაც ეს კოშკი არ ჩანსო…

კოშკზე გამახსენდა და “köşk”–იც თურქული ყოფილა და იგივეს, ანუ “კოშკს” ნიშნავს. თავად ფრანგულად  “კოშკი” ჟღერს როგორც “tour” (ტურ), “ეიფელის კოშკი” კი – “la tour Eiffel”. ამ “tour”–თან დაკავშირებით ერთი საინტერესო ფაქტი მახსენდება კიდევ: ჭადრაკის ფიგურა ეტლს, რომ შინაურობაში “ტურას” უწოდებენ, ალბათ ყველას გსმენიათ. ბავშვობაში სულ მიკვირდა სად ეტლი და სად ტურა მეთქი, ბოლოს ფრანგული რომ ვისწავლე მივხვდი რაში ყოფილა საქმე. ჭადრაკის ამ ფიგურას ფრანგულად “tour” ჰქვია და, როგორც ჩანს, ზუსტად ეს “ტურ” შემოსულა ქართულში და “ტურად” გადაკეთებულა, ანუ ტურას აქ არაფერი ესაქმება და უბრალო დამთხვევასთან გვაქვს საქმე.

ეიფელის კოშკზე ბევრი საუბარი არ მსურს, ვინაიდან ეს სურათი რომ ვნახე ეიფელის ქმნილება ყველაზე უკანასკნელი დეტალი იყო სურათზე, რაც შევამჩნიე. კარგა ხანს ვფიქრობდი ამ ქალბატონს რაც მოსავს ბიკინია თუ არა მეთქი, ბოლოს ბიკინის შექმნის თარიღი გადავამოწმე და 1946 წელს შეუქმნია ლუი რეარს და სახელი ატოლ ბიკინის საპატივსაცემოდ უწოდებია, სადაც იმავე წელს ამერიკელებმა ბირთვული იარაღი გამოცადეს და ეს მარჯნის კუნძული პრაქტიკულად წაშალეს წყნარი ოკეანის რუკიდან. პრინციპში სურათზე წარმოდგენილი ქალბატონის ბიკინით თუ ვიმსჯელებთ, შეიძლება ითქვას, რომ გლობალური დათბობა ნამდვილად შეინიშნება დედამიწაზე, აბა თუ არა გლობალური დათბობა, რამ დააპატარავა ასე ბიკინის ზომები 60 წელიწადში?!

არ ვიცი ეს სურათი  ფოტოხელოვანებს რითი ხიბლავთ, თუმცა ჩანაფიქრში რომ მამაკაცური და ქალური საწყისების მარადიული ურთიერთშეპირისპირება დევს ფაქტია. ეიფელის კოშკი, როგორც ფალიური სიმბოლო ამოზრდილია ქალის ფეხებსშორისიდან, რაც იმ კონტრასტს ქმნის, რაზეც ძია ზიგმუნდს საათობით უყვარდა საუბარი. ასევე საგულისხმოა ქალბატონის მომღიმარი სახე, რომლის მზერაც ობიექტივისკენაა მიმართული და სურათს კომპოზიციურად კრავს. ამასთან ბლოგის სპეციფიკასაც რომ მოვუხადოთ ხარკი, მოდით ისიც ვთქვათ, რომ “სურათ” არაბულად “სახეს” ნიშნავს…

Advertisements

4 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მე კი სულ მიკვირდა, იმ ფიგურას რომელსაც ტურას ეძახიან და რომელიც კოშკს ჰგავს ეტლს რატომ ეძახიან მეთქი.

    და კიდევ, რატომ გგონიათ, რომ ის რაც ამ ქალს აცვია ბიკინია?

    noemberi

    December 8, 2008 at 8:26 pm

  2. @noemberi
    ასე გამოიყურებოდა პირველი ბიკინი. ამიტომაც მგონია.
    შეგიძლია იხილო, დამატებითი ინფორმაციისათვის: History of the Bikini Bathing Suit

    linguistuss

    December 8, 2008 at 8:31 pm

  3. და გვაქვს ინფო ბიკინის წინამორბედი როგორ გამოიყურებოდა? რა განსხვავებაა მათ შორის?

    მონოკინი, უნიკინი, მიკროკინი ბიკინის შთამომავლები ყოფილან ლოლ

    noemberi

    December 8, 2008 at 8:37 pm

  4. აი კიდევ ერთი საინტერესო ინფო ბიკინზე—> 1964 წელს, ამერიკელმა დიზაინერმა რუდი გერნრაიჰმა შექმნა პირველი ბიკინი ზედის გარეშე – “topless bikini”. ის შედგებოდა მხოლოდ ქვედა საცვლისგან, რომელიც თეძოს ქვედა ნაწილზე იწყებოდა, მიდიოდა წელამდე და შემდეგ ორი ზორტით იყო დაგრძელებული… ამ გამოგონებისთვის, გერნრაიჰი, როგორც საზოგადოების სიმშვიდის აღმაშფოთებელი სამი თვით დააპატიმრეს.

    mogekalie

    December 8, 2008 at 9:37 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: