ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ზოგჯერ კროსვორდისტებსაც იჭერენ

with 3 comments

1944 წლის მაისში, როდესაც მოკავშირეთა ჯარები ევროპის ტერიტორიაზე საომარ ოპერაციებს გეგმავდნენ, ბრიტანული “დეილი ტელეგრაფის” ტრადიციულ კროსვორდში ჩაშიფრული იყო სიტყვა “იუტა”, რამაც დიდ მითქმა–მოთქმას დაუდო სათავე. უშიშროების თანამშრომლების შეშფოთება კი იმან გამოიწვია, რომ “იუტა” ერთ–ერთი დაგეგმილი საბრძოლო ოპერაციის კოდური სახელი გახლდათ.

ოფიციალური პირების შეწუხება ერთი–ორად გაიზარდა, როდესაც გაზეთის მომდევნო ნომრებში დაშიფრული “ომაჰა” და “მალბერი” აღმოაჩინეს, რომლებიც ასევე საბრძოლო ოპერაციების კოდური სახელები იყო. სრულმა პანიკამ კი მას შემდეგ დაისადგურა, როდესაც “ნეპტუნის” და “ოვერლორდის” ამოხსნა მოუწიათ ჩინოვნიკებსა თუ ძალოვან მუშაკებს “დეილი ტელეგრაფის” შემდგომ ნომრებში. ამის შემდეგ კროსვორდების ავტორი, სკოლის მასწავლებელი, ერთი უბრალო კაცი, ლეონარდ დოუი დააპატიმრეს და მის წინააღმდეგ საქმე აღძრეს.

დიდი გარჩევის და ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ კი იგი, არაფერში რომ არ გამოტყდა და ვერც ვერაფერი რომ ვერ დაუმტკიცეს, უდანაშაულოდ სცნეს და სახლში გაუშვეს და ეჭვი მაქვს, რომ მას შემდეგ სიტყვა “ოვერლორდი” არ ჩაუწერია კროსვორდში… აი, ასეც ხდება ხოლმე, ზოგჯერ კროსვორდისტებსაც იჭერენ.

Advertisements

Written by linguistuss

December 23, 2008 at 2:07 pm

3 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ”ქურდს ქუდი ექწვისო ” თუ როგორაა ეგ გამონათქვამი არ მახსოვს კარგად, ისე მოსვლიათ ზუსტად!

    Pink Panthere

    December 24, 2008 at 12:39 am

  2. წარმოვიდგინე, ეს სპეცსამსახურის ხალხი ჟურნალის /თუ გაზეთის/ მორიგი ნომრის მოლოდინში. მერე კი ამოხსნის პროცესში.. :დ

    keti

    December 24, 2008 at 10:28 am

  3. ყველაზე ინფორმაციული და საინტერესო ბლოგი ბლოგოსფეროში, მე თუ მკითხავ :უპ:

    ხოდა ესეგი აქ რატომ შემოვედი, ერთი გამოცანა გადმოვთარგმნე და ჩემს ბლოგზე დავდე. როგორც მესადრაროდისევე აბა შენს ვერსიას ველი :)

    გელი :)

    ბიჭია ბიჭი

    December 25, 2008 at 7:18 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: