ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

სტოუნჰენჯი კადილაკებით

with one comment

carhenge
ეს უცნაური კომპოზიცია, ე.წ. “კარჰენჯი” ჯიმ რეინდერსმა 1987 წელს წამოჭიმა აშშ–ში, ნებრასკას შტატში და ის თავის გარდაცვლილ მამას მიუძღვნა. თვითონ კომპოზიციის გახსნის თარიღიც სიმბოლურად იყო შერჩეული და ის იმ წელს აშშ–ს ტერიტორიაზე დამზერად მზის დაბნელებას დაამთხვიეს. ერთი სიტყვით ძველი კელტების საკრალური ობსერვატორიის იდეური კარიკატურა იქნა შექმნილი და ამასთან უმთავრეს “საშენ მასალად” გამოყენებული იქნა 1962 წელს გამოშვებული კადილაკი, რომელიც არანაკლები საკრალური ნივთია ამერიკელთათვის…

ახლა უცებ წარმოვიდგინოთ სიტუაცია. ვთქვათ მართლაც დადგა ბირთვული ზამთარი, ჩვენი ცივილიზაცია განადგურდა და ეს უცნაური მონუმენტი დარჩა ხსოვნად იმ გარდასულ ეპოქათა მოსაგონებლად, როდესაც საშუალო სტატისტიკური ამერიკელები ამ კადილაკებზე ოცნებობდნენ… საინტერესოა შერჩება თუ არა ამ მონუმენტს ამ შემთხვევაში კარიკატურული იერი, არადა ვინ იცის იქნებ სტოუნჰენჯიც რაიმე იმ დროს არსებული მონუმენტის კარიკატურაა?!

Advertisements

Written by linguistuss

December 25, 2008 at 12:23 pm

One Response

Subscribe to comments with RSS.

  1. რა თქმა უნდა,არ შერჩება.
    ისე, ამ ეტაპზეც მშვენიერი შთამბეჭდავი რამაა ჩემს თვალში
    თუმცა, შეიძლება პოსტის მეორე ნაწილში შემოთავაზებულმა დაშვებამაც განაპირობა მისი ასე მომხიბვლელად აღქმა

    NO-Spa

    November 26, 2009 at 6:21 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: