ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

zooo-party

with 7 comments

ახლა ეს ამბავი რომ არ მოვყვე, სხვანაირად არ დამეძინება, აი ამას ჰქვია ნამდვილი ბლოგური დაავადება, თუმცა ამას მოცემულ მომენტში პოზიტიური დანიშნულება აქვს, ჩავწერ და დავაფიქსირებ ამბავს, რომელიც დავიწყებული მქონდა, არადა ასეთი ამბები არ მინდა, რომ მავიწყდებოდეს…

დღეს ჯეოსელის ყოველწლიური კორპორატიული წვეულება იყო კლუბ “ტრიუმფში”. ერთი რიგითი საახალწლო წვეულება იყო პრინციპში და მეტი არაფერი. ბევრი საჭმელი, ბევრი სასმელი და “პერო” მუსიკა ნიღბების თეატრის მონაწილეობით. დღეს ისიც ვთქვი, რომ ამ მამაპაპურ ქართულ სუფრას ეს “პერო” მუსიკა არ უხდება მეთქი, თუმცა გარშემომყოფებმა ლამის ჩამქოლეს, გოშას გარდა, რომელსაც გაახსენდა ზუმ–კლუბის გახსნა შარშან 17 დეკემბერს ამავე კლუბში…

აი, თუ რა გამახსენა გოშამ:

ერთი სიტყვით მივედით, იმ სცენაზე სადაც დღეს ბევრი ათკაციანი მაგიდა იყო გაშლილი, მაშინ სრული სიცარიელე სუფევდა და ნელ–ნელა ივსებოდა დარბაზი. იყიდებოდა და რიგდებოდა, თუ ჯერ რიგდებოდა და მერე იყიდებოდა ალკოჰოლი, რომლის რაოდენობის მატებასაც ორგანიზმში დარბაზში არსებული მუსიკის ხმის მომატება ერთვოდა თან. ამ საღამოს სახელგანთქმული “მინისტრი ოფ საუნდ”–ი იყო მოწვეული (დღემდე არ ვიცი ვინ არიან) მთელი თავისი ნახევრად შიშველი ეკზოტიკური გარეგნობის მომხიბვლელი ქალბატონებისა და დამატებული ნაირნაირი შოუს ელემენტის თანხლებით.

დარბაზი ნელ–ნელა გაივსო და, როგორ მაშინ ვიხუმრე, zooom-party ნელ–ნელა დაემსგავსა zooo-party–ის. გაურკვეველი სქესის ყმაწვილებიც გამოძვრნენ სოროებიდან და საღამო დაიქოქა. სადღაც ღამის პირველ საათზე ვერ ვაცნობიერებდი უკვე რა მაწუხებდა, ჩემს გარშემო ქაოტურ რიტმში ჩაბმული თინეიჯერები, თუ მუსიკა, რომელიც უფრო და უფრო მძიმდებოდა და უცებ აღმოვაჩინე, რომ თავი რომელიღაც სამგანზომილებიან კომპიუტერულ თამაშში მეგონა. აღმოვაჩინე, რომ სადღაც არსებობდა სისტემა, რომელიც უნდა დამენგრია და ჩემი ცნობიერება მოწოლილი ინფორმატიული შოკისაგან უნდა გამეთავისუფლებინა.

მოკლედ ასე ვიდექით მე და გოშა, ტრიუმფის სცენაზე, ჯერ ჩვენც ვაქნიეთ ხელები და ფეხები, მერე როცა მივხვდით, რომ რიტმის გრძნობა არც ერთს არ გაგვაჩნდა გავჩერდით. გვერდზე ზოგი მარტინის წრუპავდა, ზოგი რედ–ბულს, სადღაც აქა–იქ ვისკისბოთლამოჩრილ 20–22 წლის ყმაწვილსაც მოჰკრავდით თვალს. უცებ დავინახე, როგორ მოაქვს გოშას არყის ბოთლი და აი, აქ დგება ისტორიული მომენტი… ვპოულობთ სადღაც ორ ჭიქას, ვისხამთ არაყს და დღეს იმ ადგილას მთელი სიმძაფრით გამახსენდა ჩემი დემარში, თუ როგორ დავლიე დედ–მამიშვილების სადღეგრძელო სრულ ქაოსში, დამაყრუებელი მუსიკისა და გარშემო მოფუთფუთე ხელებისა და ფეხების ფონზე…

დღეს გოგას და იკას (ჩემს ძმაკაცებს, თანამშრომლებს და რა? სად? როდის?–ის ამაგდარ პირებს), რომ მოვუყევი ეს ამბავი, პირი დააფჩინეს და მეკითხებიან, მოიცაო და ჩვეულებრივ მამა–პაპურ სუფრებზე დედ–მამიშვილების სადღეგრძელოების ნაცვლად ბალახის ჩრდილის სადღეგრძელოს რომ სვამ და დემონსტრატიულად ტრადიციული სადღეგრძელოების მწკრივს რომ გაურბიხარ, იმ დღეს რა მოგივიდაო… არაფერიც არ მომივიდა, მოგვინდა მე და გოშას გარშემო არსებული სიტუაციის იგნორირება და დავაიგნორეთ, დღემდე მახსოვს თუ რა სულისკვეთებით შევსვი დედმამიშვილების სადღეგრძელო მაშინ, ბოლო 1 წლის განმავლობაში ჯერ–ჯერობით უკანასკნელად…

Advertisements

Written by linguistuss

December 27, 2008 at 4:06 am

7 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. კაი მიქნია რომ არ წამოვედი

    fiqro

    December 27, 2008 at 2:54 pm

  2. აუუ გენიალურად წერ!!!

    რამოდენიმე ფრაზაზე გადავბრჟირდი :D

    lilian

    December 27, 2008 at 4:18 pm

  3. მეც გამომიცდია ეგ და დავამუღამე ერთი რამ – ფრედერიკ ბეგბედერის მიერ აღწერილი გულისამრევი ფრანგული “ფართები” და ე. წ. “ივენთები” ჩვენსასთან შედარებით ბაირამობაა. :D

    ERM0NIA

    December 27, 2008 at 6:18 pm

  4. მშვენიერი გამოსავალია.
    მაგრამ ერთჳ კიდე უკეთესი გამოსავალია არსებობს მსგავს შემთვევაში – წასვლა იქ სადაც უკეთესია :)

    Pink Panthere

    December 27, 2008 at 10:04 pm

  5. სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო…

    Kate

    December 29, 2008 at 12:26 am

  6. ასეა, რა. ხანდახან ორ უარესში ნაკლებ უარესი გამოსავალია :)

    keti

    December 30, 2008 at 6:09 pm

  7. შეიძლება მაზოხიზმია, მაგრამ “არგაცლა” ზოგჯერ პროტესტის გამოხატულებაა.

    noemberi

    December 30, 2008 at 10:12 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: