ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ის მაინც ბრუნავს

with 5 comments

დღეს ჩემდა სამწუხაროდ “იმედის” ზეინტელექტუალური შოუს მაყურებელთა რიგებში ჩავეწერე, რომლის სათაურიც ასე ჟღერს – “რვანი”. ასეთ გადაცემებში ყოველთვის კითხვების ხარისხი მაინტერესებს ხოლმე, შესაბამისად მხოლოდ ამის გამო შევრჩი ბოლომდე. ერთ რამეს ვერ მიხვდა ეს ხალხი, რომ კითხვების დაწერას ისეთივე ცოდნა უნდა, როგორც ხმის რეჟისურას, ან მონტაჟს ან განათებას. საქართველოში კი ყველაფერი გურჯისტანული წესებით ხდება, ყველას ჰგონია, რომ ყველაფერი შეუძლია, ამიტომაც ამ “ყველას” ნაცნობ–მეგობართა წრეში ეძებენ და ხარისხიც შესაბამისი გამოდის.

ყველაზე ძალიან მომხიბლა შეკითხვამ – “იუპიტერის რომელი თანამგზავრი აღმოაჩინა გალილეო გალილეიმ 1610 წელს?” – რომელზე პასუხიც განიმედი იყო, არადა გალილეიმ განიმედის გარდა იმ დროს კიდევ სამი თანამგზავრი, ევროპა, იო და კალისტო აღმოაჩინა, რომელთაც ერთად მედიციური ვარსკვლავები უწოდა. დარწმუნებული ვარ მონაწილეს ევროპა რომ ეპასუხა არ ჩაუთვლიდნენ. მეორე მარგალიტი შეკითხვაც გალილეის გარშემო ტრიალებდა. შეკითხვა ასე ჟღერდა: “ვის ეკუთვნის სიტყვები – ის მაინც ბრუნავს?” – რომელზე პასუხიც ჯორდანო ბრუნო ჰქონდა მონიშნული გადაცემის წამყვანს. იქ რომ ვმჯდარიყავი და გალილეი მეთქვა და არ ჩაეთვალათ ვერ ვიტყვი რომ გავჩუმდებოდი მეთქი…

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ დანამდვილებით დღემდე უცნობია, ეს სიტყვები ინკვიზიციის სასამართლო პროცესზე გალილეიმ თქვა, თუ არა. მეცნიერის ყველაზე ადრეული ბიოგრაფია, მისი მოწაფის, ვინჩენცო ვივიანის მიერ დაწერილი, ამის შესახებ არაფერს ამბობს. პირველად ეს ფრაზა 1757 წელს ლონდონში, ჯუზეპე ბარეტის მიერ გამოცემულ წიგნში, Italian Library–ში გაჩნდა… ასე რომ, არავინ იცის ეს ფრაზა ლიტერატურული მისტიფიკაციაა თუ დანამდვილებით თქვა გალილეიმ, ამიტომაც თავად შეკითხვა ამ ფორმით ყოველგვარ აზრსაა მოკლებული, გალილეიც რომ ყოფილიყო პასუხი.

ისმის შეკითხვა – როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში? – ძალიან მარტივად, ეს შეკითხვა ამ ფორმით უნდა დაიწეროს: “რომელ მეცნიერს მიეწერება ფრაზა – ის მაინც ბრუნავს?” – და ვერც ვერავინ ვერ მოგვედავება, თუმცა ლოგიკა ის პროდუქტია, რომლის დეფიციტსაც გარშემო ყოველდღიურად ვაწყდებით, ასე რომ უკვე აღარ მიკვირს ასეთი მარგალიტები…

Advertisements

5 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. უი. მე კონკურსანტი რომ ვყოფილიყავი, დავამხობდი ყველაფერს თავზე, როგორც ჩემს სუპერვაიზორს დავამხე, როცა სწორ ტესტში 0 ქულა დამიწერა და მაინც დავუმტკიცე, რომ ცდება! : ))

    kuda

    December 29, 2008 at 1:08 am

  2. wow რას არ წაიკითხავს კაცი შენს ბლოგზე!!
    :up:
    მაგარ!!

    lilian

    December 29, 2008 at 1:14 am

  3. ჩემი აწ გარდაცვლილი მასწავლებელი ყოვლეთვის ამბობდა: ”ისეთი კითხვა დასვი რომლის პასუხი 90% უკვე გეცოდინებაო”

    Pink Panthere

    December 29, 2008 at 2:55 am

  4. საქმე ისაა, რომ ფართო საზოგადოებისთავის უფრო ცნობილია ჯორდანო ბრუნოს გამოთქმა: “ის მაინც ბრუნავს” და ამიტომაც მაგ კითხვაზე პასუხისას ყველას ეს ახსენდება:

    არავინ იცის ეს ფრაზა ლიტერატურული მისტიფიკაციაა თუ დანამდვილებით თქვა გალილეიმ

    ამიტომაც გადაცემის ავტორები შეთანხმდნენ, რომ ფრაზა “ის მაინც ბრუნავს” ეკუთვნის ჯორდანოს და გადაწყვიტეს კიდეც პრობლემა :D

    mogekalie

    December 31, 2008 at 7:18 pm

  5. ეგეთი ძალიან ბევრი ფრაზაა რომლის წარმომავლობა უაზროდ მიეწერება ვინმე გამოჩენილ ადამინს . ძლიან ბევრი მაგალითად “სახელმწიფო ეს მე ვარ”

    tornike12

    September 20, 2010 at 6:47 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: