ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

დაიზიანა იტკინა

with 8 comments

დღეს ერთი ძალიან სახალისო ისტორია გამახსენდა და აქ უნდა დავწერო, რომ არ დამავიწყეს კვლავ. ერთი სიტყვით, იყო დრო, როდესაც მე, ირაკლი ნაზღაიძე და გიორგი ტარიელაშვილი (ჩემი ძმები და მეგობრები, კურსელები და თანამშრომლები, ერთ–ერთი კლასელიც!), სტუდენტობის ჟამს სკანდინავიურ კროსვორდებს ვაკეთებდით და ამით ვშოულობდით ჯიბის ფულს (ეჰ, კაი დრო იყო). მუშაობის სისტემა ასეთი გვქონდა, მე ვადგენდი კიდეც და ვაკაბადონებდი, მათ კი ორად ჰქონდა გაყოფილი საქმე – გოგა ფურცელზე ადგენდა, გვერდზე შეკითხვებს უწერდა ხოლმე და იკა აკაბადონებდა. დიდი ხნის ერთობლივი მუშაობის შემდეგ, გოგამ დაამუღამა რა, რომ იკა მიუხედავად ყველაფრისა, ყველა სიტყვას ამოწმებდა მაინც ლექსიკონებში, თავს უფლებას აძლევდა ხოლმე, რომ მოკლედ, ან გაუგებრად დაეწერა განმარტებები, ყოველგვარი ახსნა–განმარტების გარეშე. იკა პოულობდა სასურველ სიტყვას თუ ცნებას ლექსიკონში და თავად წერდა ხოლმე განმარტებას, თუმცა…

ერთხელაც მირეკავს ირაკლი და მეკითხება – ბიჭო, დაიზიანა იტკინა ვინ არის ხომ არ იციო(?!). მე მხრები ავიჩეჩე, ეგეთი არავინ გამიგია მეთქი. არაო, უბრალოდ გოგას კითხვაში უწერია “დაიზიანა” და პასუხი აქვს “იტკინა”–ო და როგორც წესი ასეთ დროს განმარტება სახელია და პასუხი – გვარიაო, ასეთ ერთსიტყვიან განმარტებებს რომ წერსო და განმარტების უჯრაში კიდე არის ადგილი და რამის ჩამატება მინდაო და ვერაფრით ვიპოვე ვინ არისო. თურმე კი არა, ამოუტრიალებია მთელი მის ხელთ არსებული ლექსიკონები და ენციკლოპედიები ამ ბურუსით მოსილი პიროვნების, დაიზიანა იტკინას ძებნით…

ნუ, საბოლოოდ რომ გავარკვიეთ ვინ იყო ეს დაიზიანა იტკინა და რა დაიზიანა და რა იტკინა, ამის მერე დავიწყეთ ამ არარსებული ქალბატონის (მაინც ქალის სახელს და გვარს ჰგავს) ბიოგრაფიის შევსება. ჩემი შემოთავაზებით იგი გახლდათ XX საუკუნეში ინგლისში ემიგრირებული, რუსული ფესვების მქონე მწერალი…. ბოლოს საქმე იქამდეც მივიდა, რომ მისი რომანები მოვიფიქრეთ, რომანების სიუჟეტებით და პერსონაჟებით და ზოგიერთი ჩვენი თანაკლუბელი დავარწმუნეთ კიდეც ასეთი მწერალი ქალის, დაიზიანა იტკინას არსებობაში, თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა…

Advertisements

Written by linguistuss

January 5, 2009 at 3:52 pm

8 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ვხოხავ!!!!!!

    საღოლლლ!!!!!!!!!!!!!!

    lilian

    January 5, 2009 at 4:20 pm

  2. ეეე, რომანების პერსონაჟები არ ვიცი

    kru

    January 5, 2009 at 4:36 pm

  3. რა მხიარული ისტორიაა :)

    Pink Panthere

    January 5, 2009 at 6:01 pm

  4. ვაიმე ცუდად ვარ. რა იყო, ორივეს გადაგეკეტათ?

    noemberi

    January 5, 2009 at 10:55 pm

  5. ხანდახან ზედმეტი ჭკუა საზიანო და მტკივნეულია! :)

    Matilda

    January 5, 2009 at 11:48 pm

  6. კლარა იტკინა და დაიზიანა ცეტკინა :))

    NO-Spa

    November 25, 2009 at 6:02 pm

  7. ძალიან საინტერესოაა ::))

    mari

    June 4, 2010 at 12:02 am

  8. ლოოოლ :D =)))

    :thumbs up:

    შემოპარული

    December 12, 2010 at 6:27 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: