ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

პერიოდული შეკითხვა #3

with 7 comments

თქვენს წინაშეა შუა საუკუნეებში შემუშავებული შესაბამისობათა ცხრილი:

  • ორშაბათი – როგორ
  • სამშაბათი – აჟღერებული
  • ოთხშაბათი – გასაოცარი
  • ხუთშაბათი – მსახურები
  • პარასკევი – განგვწმინდე
  • შაბათი – ტუჩები
  • კვირა – წმინდა იოანე

მოცემულ შესაბამისობის ცხრილში კვირის დღეები მე ჩავსვი. თუ თქვენ მიხვდით რა უნდა ეწეროს შესაბამისობათა ცხრილში კვირის დღეების ნაცვლად, მაშინ დამისახელეთ:
1) იტალიელი ვინც ეს შესაბამისობათა ცხრილი შექმნა
2) იტალიური წარმოშობის სიტყვა, რომელიც შექმნილია “პარასკევის” და “ხუთშაბათის” გაერთიანებით.

[პასუხი წერია კომენტარში]

Advertisements

Written by linguistuss

January 5, 2009 at 2:35 am

7 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. 1. Paulus Diaconus
    2. ლობიო

    noemberi

    January 5, 2009 at 3:50 am

  2. @noemberi
    არც ერთი არ არის სწორი, თუმცა ლოგიკას მიმხვდარხარ :)

    linguistuss

    January 5, 2009 at 4:20 am

  3. 1. გვიდო არეცელი
    2. სოლფეჯიო

    ზაქრო

    January 5, 2009 at 11:28 am

  4. Ut queant laxis resonāre fibris
    Mira gestorum famuli tuorum,
    Solve polluti labii reatum,
    Sancte Iohannes.

    The hymn (The Hymn of St. John) was written by Paulus Diaconus in the 8th century.

    მაინც არა?

    noemberi

    January 5, 2009 at 12:17 pm

  5. @noemberi
    ჰიმნი კი დაწერა მაგან, მარა მას არ შეუქმნია შესაბამისობათა ცხრილი, რომელზე კითხვაში იყო საუბარი. ეს, იოანე ნათლისმცემელისადმი ჰიმნი გამოიყენა, ზემოთ ნათქვამმა გვიდო არეცელმა, რომელმაც სანოტო სისტემა შექმნა, ანუ თითოეული ნოტი შეუსაბამა ამ ჰიმნის პირველ ტაეპებს.
    ასე რომ, მაინც არა, გვიდო არეცელია სწორი პასუხი და სოლფეჯიო (фасоль – იტალიური სიტყვა არ არის) :)

    linguistus

    January 5, 2009 at 3:36 pm

  6. ხო, კაი
    phaseolus ლათინურია, მაგრამ ალბათ არ აქვს კავშირი fa და sol-თან :)

    noemberi

    January 5, 2009 at 3:49 pm

  7. ხალხნო ერთი უცნაური შეკითხვა მაქ ? უნდა მიპასუხოთ :) ორშაბათს რატო ქვია ორშაბათს ორშაბათი და ასე შემდეგ? და პარასკევი შაბათი და კვირა ? გასაგებია რო შაბათიდან 2 დგეა ორშაბათამდე და რაგაც ლოგიკურადაა მარა პარასკევი და კვირა ხო არ იცით ამის შესახებ რამე?

    მიხა

    June 27, 2009 at 12:24 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: