ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

მეექვსე ხლართი

with 8 comments

კითხვების წერით, ანუ ხლართვით ძალიან გავერთე, ამიტომაც გავაგრძელოთ. ამასთან, კითხვის წაკითხვის მერე ცუდი არაფერი იფიქროთ, იმ გარყვნილების ფორმით, რაც შეიძლება უცებ მოაფიქრდეს კაცს ინტუიტიურად, არ ვიყავი დაკავებული არც კითხვის წერის დროს, არც კითხვის დაწერამდე, თუმცა იმ გარყვნილების ფორმას კი ეძახიან იმას, რასაც ქვემდებარე შეკითხვა წარმოადგენს… :)

ხლართი #6:

ამ შეკითხვაში მე მსურს მოვახდინო იქსის იქსის თვალსაჩინო დემონსტრაცია. ამასთან მიაქციეთ ყურადღება, რომ მე იქსის იქსს შეკითხვის წერის დროს (პროცესში) გავაკეთებ და იქსის იქსს ჩემი სხეულით ვერაფრით ვერ შევძლებ, განსხვავებით იქსისგან, რომელსაც ვაკეთებდი, ამ წინადადების დაწერამდე და რომლითაც ისე გავერთე, რომ ვერ დავინახე დედაჩემი, რომელიც იქსით გართულს დამადგა თავზე ოთახში და მეკითხებოდა რას აკეთებო? როცა შევატყვე, რომ ჩემმა იქსმა მას კინაღამ აფიქრებინა, ჩემი შვილი გაგიჟებულაო, ავუხსენი, რატომ ვაკეთებდი ამას, ანუ კითხვას რომ ვწერდი და რატომ ვაქციე ჩემი კომპიუტერთან ჯდომის ბუნებრივი მდგომარეობა იქსად. საინტერესო ის არის, რომ მე არათუ იქსი ვაკეთე (პირდაპირი მნიშვნელობით) კითხვის წერის პროცესში, არამედ იქსის იქსიც გამომივიდა. ახლა, თუ მიხვდით რა არის იქსი და იქსის იქსი, გაუკეთეთ თქვენც იქსს იქსი და დამისახელეთ იქსის ერთადერთი იქსი, რომლის თვალსაჩინო დემონსტრაციაც მე ამ შეკითხვაში განზრახ არ გავაკეთე.

ასევე გაითვალისწინეთ, მერე რომ არ მომედავოთ, რომ შეკითხვაში განზრახ დაშვებულია ერთი უმნიშვნელო შეცდომა, რომელიც შეკითხვის არსს არ ცვლის, თუმცა აპელაცია კი მოხსნიდა ამის გამო ზემდებარე შეკითხვას ნებსმიერი ტურნირიდან, ამიტომ ეს რომ გამოვასწორო, გეუბნებით, რომ ეს შეცდომა განგებ და განზრახ დავუშვი, კითხვაში ბევრი იქსი რომ ყოფილიყო.

[პასუხი წერია კომენტარში]

Advertisements

Written by linguistuss

January 6, 2009 at 8:13 am

8 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ოღჩ

    noemberi

    January 6, 2009 at 2:53 pm

  2. @noemberi
    წინა ხუთ შეკითხვაზე დამცინეს რა ადვილი კითხვები იყოო, ჰოდა ეს სპეციალურად არის ასეთი, “ოღჩ” სერიიდან. არადა ლამაზი პასუხი აქვს :)

    linguistuss

    January 6, 2009 at 3:00 pm

  3. შემიწირავს მე ეს ბლოგი.
    იქსი და იქსი ერთი და იგივე სიტყვაა ხო?

    noemberi

    January 6, 2009 at 3:19 pm

  4. @noemberi
    იდეაში კი (გაითვალისწინე განზრახ დაშვებული შეცდომაც)

    linguistuss

    January 6, 2009 at 3:28 pm

  5. ხლართიანები :)
    მე პასუხებს ვუცდი ხოლმე. ნუ, თან ვფიქრობ :)

    keti

    January 6, 2009 at 4:40 pm

  6. პასუხი შემდეგია: იქსი = ბრუნვა, იქსის იქსი = ბრუნვის ბრუნვა (განზრახ დავუშვი შეცდომა, ვინაიდან სწორი ფორმაა ბრუნვის ბრუნება). შეკითხვაში იქსი ნახმარია ყველა ბრუნვაში გარდა წოდებითისა. დედაჩემიც მაშინ დამადგა თავზე როდესაც ვბრუნავდი (სკამზე), ჰოდა აი ასე გამომივიდა კითხვაში ბრუნვის ბრუნვა. თქვენ თუ მიხვდებოდით იქსს ანუ ბრუნვას და იქსის იქსს ბრუნვის ბრუნვას უნდა გაგეკეთებინათ იქსის იქსი, ანუ გებრუნებინათ ბრუნვა და დაგესახელებინათ ერთადერთი იქსი (ბრუნვა), რომელიც მე გამოვტოვე – ანუ ბრუნვა წოდებით ბრუნვაში. სწორი პასუხია: “ბრუნვავ”

    linguistuss

    January 6, 2009 at 10:44 pm

  7. მე კიდე ერთი სიტყვა “სახე” მეგონა.

    noemberi

    January 6, 2009 at 10:49 pm

  8. მე კითხვა მეგონა :D


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: