ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

მისი უდიდებულესობა კროსვორდი

with 3 comments

ოდესღაც, ეს იყო ზუსტად 1994 წელს, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ მშვენიერ, არა მშვენიერი ნამდვილად არ ეთქმოდა იმ ჩაბნელებულ და ცივ ღამეს, როცა არც დენი იყო, არც გაზი, მეტრო გათიშული იყო და უსაქმურობისაგან ნებისმიერ რამეზე მოაწერდი ხელს ადამიანი, ოღონდაც იმ ზამთრის ყიამეთში რაიმე გასართობი გეპოვა. დასახელებული წლის ერთ ასეთ საღამოს მე და მამაჩემმა ახალი გასართობი ვიპოვეთ. ახალ გასართობს კი კროსვორდი ერქვა. არა, თქვენ ვერ მიხვდით, ჩვენ კროსვორდის შევსება არ დაგვიწყია, ან როგორ უნდა დაგვეწყო, როცა მაშინ კროსვორდი ორ თუ სამ გაზეთში იბეჭდებოდა ქართულ ენაზე და იმასაც ვერ იშოვიდი გაზეთების ჯიხურებში. მოკლედ, ჩვენ კროსვორდის შედგენა დავიწყეთ. ეს პირველი მცდელობა ციგურებზე პირველ დადგომას ჰგავდა, როცა დაახლოებით იცი რა უნდა გააკეთო, რომ არ დავარდე, თუმცა სანამ არ შედგები მანამდე ციგურებით სრიალის “მუღამს” ვერ გაიგებ. ჰოდა, მოვირგეთ ციგურები, უფრო სწორად ავიღეთ უჯრედებიანი რვეული და დავიწყეთ შედგენა. საბოლოოდ რაღაც გამოგვივიდა. მერე დავხაზეთ, სუფთად და აკურატულად. კითხვები დავუწერეთ. ამ დროს ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ სახლში სულ ერთადერთი ლექსიკონი – უცხო სიტყვათა ლექსიკონი გვქონდა, ისიც რუსულ ენაზე. კროსვორდი რომ გამოცხვა მერე დავიწყეთ იმაზე ფიქრი, თუ სად რა გვექნა ამ “ცხელ–ცხელი” კროსვორდისათვის. გადაგდება დაგვენანა, მთელი ორი საღამო მის შედგენა, დახაზვას და კითხვების დაწერას მოვანდომეთ, ამიტომაც გადავწყვიტეთ დაგვებეჭდა…

ასე და ამგვარად ვეზიარე ფენომენს, რასაც კროსვორდი ჰქვია. ამ საღამოდან დაწყებული მე და მამაჩემს (უფრო სწორად პირიქით) შეიძლება ითქვას დღემდე კავშირი გვაქვს კროსვორდებთან და საზოგადოდ საკროსვორდო სამყაროსთან. მიუხედავად იმისა, რომ კროსვორდი უჯრედებიან რვეულში ჩემი ხელით 5 წელია არ შემიდგენია, ჩემი შედგენილი ახლა უკვე სხვა განზომილებაში – ციფრულ სამყაროში განაგრძობენ არსებობას, ჩემს სახლში ამ დროის განმავლობაში დიდი რაოდენობით ლექსიკონი დაგროვდა და თავში კი სრულიად გამოუყენებელი ცოდნა, რომელიც ჩემს ამჟამინდელ საქმიანობაში არაფერში მჭირდება…

პროგრამირებითაც კროსვორდების წყალობით დავინტერესდი. უფრო სწორად რომ ვთქვათ თეორიული საფუძვლები: მათემატიკურ ლოგიკა, სიმრავლეთა თეორია და ა.შ. – უნივერსიტეტში შემომესწავლა ფიზიკურზე, თან გავდიოდით ბებიაჩემის ეპოქის კურსს პასკალში, რომლის ლექციებსაც ვაცდენდი, ანუ არ მაინტერესებდა, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე რომ PageMaker–ში სკრიპტების მიბმა შეიძლებოდა და ამ სკრიპტებს ჩავუჯექი – ერთი განზრახვით, რომ რამენაირად კროსვორდის დახაზული ჩარჩო დამენომრა (ჩარჩოში ციფრები ჩამეწერინებინა). ეს პროცესი ძალიან არ მიყვარდა იმიტომ, რომ ხშირად მეშლებოდა ხოლმე და ნამეტანი რუტინული პროცესი იყო. კარგა ხანს ვიწვალე და დავანომრინე სასურველი ბადე. მერე აღმოვაჩინე Visual Basic 6.0 და თამაშ–თამაშით კროსვორდების შესადგენი პროგრამა დავწერე თავისი 15 ათასსიტყვიანი კითხვა–პასუხების ბაზით. ეს პროგრამა შემდეგ მაესტროზე გადაცემა “ღამის კროსვორდში” აგენერირებდა კროსვორდებს და, მას შემდეგ რაც ეს გადაცემა დაიხურა, შეიძლება ითქვას დღემდე ფართო საზოგადოებისგან ჩრდილში იმყოფება…

გავიდა ხანი, ქვეყანაში დენი უწყვეტად მიეწოდება მომხმარებლებს, ტრანსპორტი დადის, კაუკასუს ონლაინმა ინტერნეტის ქსელით დაფარა ქალაქი და კროსვორდმა იმ სახით, ნაბეჭდ ქაღალდზე მოგახსენებთ, დაკარგა თავისი მნიშვნელობა და აღარ არის აქტუალური, თუმცა მე დღემდე ვამტკიცებ, რომ კროსვორდმა კი არ დაკარგა აქტუალობა, კროსვორდის მიწოდების ფორმა გახდა გუშინდელი დღე, ამიტომაც თუკი რამენაირად ინტერნეტის საშუალებით მივაწვდით მოყვარულებს ხარიასხიან კროსვორდებს (ჩემი თეორიის თანახმად) და არა მხოლოდ კროსვორდებს, საუბარი მაქვს მსგავსი ტიპის გონების სავარჯიშოებზე, მას აუცილებლად ეყოლება მომხმარებელი მეთქი…

ბევრი რომ არ გავაგრძელო სწორად ამიტომ დავწერე ოდესღაც ჯავა აპლეტის სატესტო ვარიანტი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჯავას ვირტუალური მანქანა პროცენტულად ძალიან ცოტას უყენია და აპლეტებიც ძალიან მოუქნელია მოსახმარად, ვერ შევძელი ჩემი თეორიისათვის ხორცისშესხმა… დღეს კი პირველი ნაბიჯი გადავდგი იმ დიდი მიზნისაკენ, რასაც დიდი გასართობი პორტალის შექმნა ჰქვია. წარმოგიდგენთ ექშენსკრიპტზე გადაწერილ პირველ სატესტო კროსვორდს, ამასთან ფლეშ ტექნოლოგია ინტერნეტის განუყოფელი ნაწილი გახდა და შესაბამისად წესით ყველა კომპიუტერზე აყენია. ერთი სიტყვით შეგიძლიათ დატესტოთ, შეავსოთ და აზრები დაწეროთ კომენტარებში: პირველი სატესტო კროსვორდი.

პ.ს. ჯერ–ჯერობით სატესტო ვარიანტში ერთი შედგენილი კროსვორდია. საბოლოო ჯამში კი, გეგმის თანახმად იქნება ერთი ბაზა, კითხვების და პასუხების, რომლის საშუალებითაც პროგრამა შეადგენს კროსვორდს და გაუგზავნის ვებ–გვერდზე შესულ მომხმარებელს ფლეშ აპლიკაციის სახით. ვნახოთ რა გამოვა, თხუნელასი არ იყოს მარტო ვმუშაობ :)

Advertisements

Written by linguistuss

January 10, 2009 at 5:29 am

3 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. სხვისი არ ვიცი მაგრამ მე მიყვარს კროსვორდების შევსება. ჩემი ფავორიტი არის სუდოკუ. და 9 ციფრიდან დაწყვბული 16 მდე დამტავრებული ყველას ვცდილობ რომ შევავსო.
    (ასოებიანი სუდოკუ არ მიყვარს და არც ვავსებ)

    Pink Panthere

    January 10, 2009 at 4:03 pm

  2. :)) ძალიან კარგი. ეს ნიშნავს რომ მალე e-კროსვორდები გვექნება შენი ავტორობით? ერთადერთი ადგილი სადაც ასეთი ქართული კროსვორდებია, interes.ge -ზე ვნახე. სხვაგან ვერსად.. მაგრამ იქ actionscript-ზე არ იყო დაწერილი.

    მეც სიამოვნებით ვიქნებოდი აქტიური მომხმარებელი.

    და პასუხები არ ექნება ხოლმე? :))

    Samurai

    January 10, 2009 at 5:18 pm

  3. ბრავო ვახო.. სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე არაერთი უშუქო ღამე გადამატანინა “ფანტაზია”-მ და თქვენმა კროსვორდებმა, შენი მამაშენის და ბოლოსკენ გოგასიც.. სხვა ავტორი არ მახსოვს.. დღევანდელ ქართულ კროსვორდების გაზეთებში საშინლად შედგენილი კროსვორდებია, უამრავი შეცდომებით და ცუდად კოორდინირებული..

    კარგი იქნება თუ ფანტაზია რაღაც ფორმით მაინც აღსდგება, იყოს თუნდაც ეს ელექტრონული ვარიანტი..

    წარმატებები

    ჩე

    January 12, 2009 at 12:33 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: