ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ხლართი #12

with 5 comments

ვითვალისწინებ რა აუდიტორიის თხოვნას, ხლართს ვაძნელებ. წინაზე მითხრეს “საბავშვო ბაღიაო”. ჰოდა, აი ბატონო და იმტვრიეთ თავი:

იქსის სახელწოდება შექმნა პროცესმა, რაზეც მე უკვე მქონდა საუბარი ერთ ხლართში. საინტერესო ის არის, რომ იქსი ხსენებულ პროცესთან ერთად საჭიროებს მეორე პროცესსაც, რომელმაც თავის მხრივ იგრეკის სახელწოდება შექმნა. იქსის სახელწოდება, იმ ფორმით, რომელსაც ჩვენ მას ვიცნობთ, ერთი ასოთი განსხვავდება იგრეკის სახელწოდებისაგან, ამასთან იქსს შეგიძლიათ შეხვდეთ თბილისის ქუჩებში, აი იგრეკი კი თბილისის ქუჩებში მე პირადად არ შემხვედრია. ახლა კი დამისახელეთ: 1) იქსიც 2) იგრეკიც 3) მათი საერთო სამშობლო ქვეყანაც.

[პასუხი წერია კომენტარებში]

Advertisements

Written by linguistuss

January 12, 2009 at 12:02 am

5 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ის, რაც შექმნა იმ პროცესმა და რასაც ჩვენ ვიცნობთ ერთი და იგივე სახელი არაა

    noemberi

    January 12, 2009 at 12:53 am

  2. x-კუმშვა და Y-კვეცა

    E.w. machvi

    January 12, 2009 at 1:06 am

  3. machvi
    1. კუმშვა კვეცისგან როგორ განსხვავდება ერთი ასოთი.
    2. კუმშვა თბილისის ქუჩებში?
    3. სამშობლო ქვეყანა?
    :)))

    noemberi

    January 12, 2009 at 1:19 am

  4. პრინციპში სისულელე ვთქვი :D, რაც პირველი მომაფიქრდა დავახეთქე, არაფერს დავუკვირდი

    E.w. machvi

    January 12, 2009 at 1:32 am

  5. პასუხი: იქსი – შაურმა, იგრეკი – ყაურმა, ქვეყანა – თურქეთი
    ახსნა-განმარტება: თურქულად “ბრუნვა” არის ჩევირმეკ და დონერმეკ, შემდგომში ჩევირმეკ სხვადასხვა ქვეყნებში გახდა შევირმეკ, შავურმაკ, შვარმა დაა.შ. ჩვენთან ამ ფასტ-ფუდის სახეობას შაურმა ჰქვია. შაურმას ბრუნვასთან ერთად სჭირდება შეწვა. “შეწვა” თურქულად არის “ყავურმაქ”. შაურმა მე თბილისის ქუჩებში მრავლად მინახავს, ყაურმა კი ჯერ-ჯერობით – არა :)

    linguistuss

    January 12, 2009 at 10:07 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: