ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ბერძნული ფერები ქართულში

with 8 comments

ბერძნულად მწვანე არის “პრასინო”, ყვითელი კი – “კიტრინო”. დავიჯერო ქართული პრასი და კიტრი აქედან მომდინარეობს?! გამორიცხული არაფერია, თუმცა ჩემს ხელთ არსებული ყველა წყარო, ინტერნეტის ჩათვლით, ამის შესახებს დუმს. შესაბამისად ჩემი დაშვება ვერც გამოვრიცხე და ვერც დავადასტურე და კიდია ასე ჰაერში.

Advertisements

Written by linguistuss

January 14, 2009 at 8:20 pm

8 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. კარგია, რომ დაწერე! მერე რა, რომ ასე – ჰაერში :))

    keti

    January 15, 2009 at 10:02 am

  2. მე ვიცი, რომ ბერძნულად პურს ცომი ჰქვია…
    პრასინოზე და კიტრინოზე ბევრი ვიხალისე:)

    Sopho

    January 26, 2009 at 2:49 pm

  3. მთავარია, “ეკიდოს”. გამოუჩნდება ამ ჰიპოთეზასაც პატრონი:)))

    Patti

    January 28, 2009 at 11:11 am

  4. ე.ი. ადგა ერთხელაც ბერძნულის მცოდნე ქართველი გლეხი და ამ მწვანე ბოსტნეულს რატომ არაფერი ქვიაო და გადაწყვიტა მოდი კიტრინოს დავარქმევ, მერე რა რომ ყვითელს ნიშნავსო?
    ამ ბლოგის გადამკიდე ხო, უკვე ისედაც მგონია, რომ ყველაფერი რაღაც სხვასაც ნიშნავს გარდა იმისა რასაც ნიშნავს და ახლა კიდე ჰაერში გამოკიდებული ვერსიები :)

    NO-Spa

    November 19, 2009 at 3:33 pm

    • არასწორად უყურებ ამ ამბავს: კი არ ადგა და თავი მოიქექა, ამას რა დავარქვაო, არამედ არ იცოდა ეს მცენარე რა იყო (კერძოდ კიტრი და პრასი), რომელიც ბერძნებმა გააცნეს. შესაბამისად სახელიც ბერძნული უწოდეს (შესაძლოა). მსგავსი ფაქტები ბევრია: მაგალითად მურაბა არაბული “მურაბბა”–დან მომდინარეობს. აქაც იგივე ვარიანტია – არ იცოდნენ მურაბის კეთების ტექნოლოგია ქართველებმა, არაბებისგან ისწავლეს, შესაბამისად სახელიც არაბული ჰქვია, ისევე როგორც “ზეთს” და კიდევ ბევრ რამეს, რომლის ქართულობაშიც უკვე ეჭვი აღარავის ეპარება.

      linguistuss

      November 19, 2009 at 4:43 pm

  5. კიტრინო (ყვითელს ნიშნავს თუ არა, ამ შემთხვევაში, სულერთია)თუ ქვია ბერძნულად კიტრს, მაშინ გასაგებია, რომ საიდანაც შემოვიდა იმის გავლენით დაარქვა ვინც დაარქვა. და მაშინ ჰაერში კიდია კი არა, საკმაოდ მყარად დგას ეს ვერსია მიწაზე
    აი, თუ მხოლოდ – ყვითელს ნიშნავს და მაინც დაარქვა საბერძნეთიდან შემოსვლის გამო – ეს დაშვებაა ” თავი მოიქექა”:)

    NO-Spa

    November 19, 2009 at 5:06 pm

    • აქ ამ შემთხვევაში მე არაფერს ვამტკიცებ, მხოლოდ ეჭვი გამოვთქვი ეს დამთხვევა შემთხვევითია თუ არა მეთქი. თუმცა ისიც ფაქტია, რომ კიტრი და პრასი ენდემური კულტურები არ ყოფილა კავკასიაში და ისინი საიდანღაც მოვიდა, როგორც ლობიო, სიმინდი, ბადრიჯანი, პომიდორი, კარტოფილი და ა.შ. შესაბამისად იმის მტკიცება, რომ “კიტრი” და “პრასი” ქართული სიტყვებია ძალიან არასარწმუნოა.

      linguistuss

      November 19, 2009 at 5:36 pm

  6. ნუ ამახინჯებთ ბერძნულს პურს ცომი არ ქვია და რაც არ იცით იმას ნუ წერთ. მე ძალიან კარგად ვიცი ბერძნული და თუ რამე შეკითხვა გაქვთ მაილზე გამომიგზავნეთ lanto-17@hotmail.com

    lanto

    January 25, 2011 at 7:20 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: