ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ხლართი #13

with 2 comments

ამ შეკითხვაში მე კვლავ მსურდა X, Y, Z–ის გამოყენება, თუმცა შევეცდები მათ გარეშეც გავიდე ფონს. შეკითხვაში საუბარი მექნება ოთხეულზე, რომელთაგან პირველის სახელწოდება ძვ. ბერძნული წარმოშობისაა, მეორეს სახელწოდება იტალიურმა ქალაქმა დაანათლა, მესამე სულხან–საბამ განმარტა ოქროს საშუალებით, მეოთხე კი – ამ შეკითხვის ერთ–ერთი მახასიათებელი პარამეტრია. კითხვა მშრალი რომ არ გამოვიდეს, დავამატებ იმასაც, რომ მეორის და მესამის ნაზავი სულხან–საბამ განმარტა ცეცხლის საშუალებით. თუ თქვენ მიხვდით რომელ ოთხეულზეა საუბარი მითხარით (1) ამ ოთხიდან რომელი დავშიფრე შეკითხვაში, (2) რა ეწოდება ამ ოთხეულს მთლიანობაში (3) და რა განმარტა სულხან–საბამ ცეცხლის საშუალებით?

[პასუხი წერია კომენტარში]

Advertisements

Written by linguistuss

January 14, 2009 at 10:39 pm

2 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. პასუხი: საუბარია CMYK ფერების სისტემაზე, რომელთაგან Y დაშიფრული იყო კიდეც შეკითხვაში, ამ ოთხიდან პირველი (Cyan) ძველი ბერძნ. წარმოშობისაა, მეორე (Magenta) იტალიის ქალაქიდან მომდინარეობს, ყვითელი (Yellow) სულხან–საბამ “ოქროს ფერით” განმარტა, მეოთხე (blacK) შეკითხვის მახასიათებელი პარამეტრია (შავად წერია შეკითხვა). მაჟენტას და ყვითლის შერევით მიიღება წითელი, რაც სულხან–საბამ განმარტა, როგორც “ცეცხლის ფერი”.

    linguistuss

    January 16, 2009 at 3:34 am

  2. არ ვარგა 13-ზე გაჩერება :))

    noemberi

    January 16, 2009 at 10:05 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: