ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

მე ვიყო შამპოლიონი

with 10 comments

arab8

არ ვიცი რა გრძნობა დაეუფლა ჟან–ფრანსუა შამპოლიონს პირველად რომ იხილა ძვ. ეგვიპტური იეროგლიფები, თუმცა ვივარაუდებ და ვიტყვი, რომ ეს გრძნობა დაახლოებით ყოველ ჩვენთაგანს განუცდია, თუნდაც იაპონური და ჩინური იეროგლიფების ყურებისას. როდესაც უყურებ სხვადასხვა მოხაზულობის შტრიხებს და იცი, რომ ეს იდუმალებით მოსილი “კარაკულები” რაღაცას ნიშნავს, თუმცა შენ, უბედურს, ამ სიტყვის პოზიტიური გაგებით, ამისი შეცნობის საშუალება არ გაქვს, სწორად მაშინ ხვდები თუ რაოდენ ვიწროა შენი ცოდნა.

არც იმის შესახებ ვიცი, თუ რა გრძნობა დაეუფლა ხსენებულ ჟან–ფრანსუას როზეტის ქვის გაშიფვრის შემდეგ, როდესაც უტყვმა სურათებმა ისტორიების თხრობა დაიწყეს და აზრი შეიძინეს, თუმცა შევეცდები წარმოვიდგინო. გუშინწინ ამ არაბული ტექსტის ნახვისას დამეუფლა პირველი განცდა და დღეს, როდესაც საჭირო ასოები და საჭირო გრამატიკული მასალა ავითვისე, აი ია – აი თითის მსგავსი, მივხვდი თუ როგორ გადაიხსნა ფარდა და როგორ ამეტყველდნენ უტყვი შტრიხები.

მიუხედავად იმისა, რომ ეს თითქმის არაფერია, არაბულ ენაში განსწავლულობის თვალსაზრისით, მაინც მიხარია, ვინაიდან ის რაც ჩემთვის აქამდე “ჩინური” იყო უკვე არაბულია. ამასთან ნათელი გახდა თუ როგორ არჩევენ არაბები რომელი მოკლე ხმოვანი უნდა წაიკითხო და რომელი უნდა გამოტოვო მაშინ, როდესაც ეს მოკლე ხმოვნები ტექსტში არ იწერება. ერთი სიტყვით არაბული შესავალი ჩემს ლინგვისტუსურ ცხოვრებაში შედგა, მერე ვნახოთ რა იქნება…

Advertisements

Written by linguistuss

January 23, 2009 at 2:05 pm

Posted in ენები

10 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ხლართი #1 ჩემგან: რატომ გამიჩნდა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ამ პოსტის წაკითხვისას?

    noemberi

    January 23, 2009 at 4:24 pm

  2. @noemberi
    შენ გინდა მითხრა რომ იმ 80 გვერდის მოკლე შინაარსი დავდო (ცხრა გაკვეთილი), რომლის საშუალებითაც შევძელი ამ ტექსტის წაკითხვა?

    linguistuss

    January 23, 2009 at 4:53 pm

  3. არა, ეს შენ გინდა ჩვენც წავიკითხოთ ის 80 გვერდი, იმისთვის რომ გავიგოთ პირველ 5 ხაზზე რა წერია. :))

    noemberi

    January 23, 2009 at 5:03 pm

  4. და ისა რატომ არ დაწერე იქ რა წერიააა ;((

    უფ

    lilian

    January 23, 2009 at 11:38 pm

  5. ყველაზე მეტად მეც ის მაინტერესებს, რა წერია არაბულ ტექსტში?

    თაზო

    January 24, 2009 at 12:53 am

  6. არაფერი გრანდიოზული არ წერია, ბანალური ტექსტია, აი იას ფორმატის:
    1) man wajada-l-binta fil-bayta – ვინ იპოვა გოგო სახლში?
    2) daxalat-il-bintu va jalasat – შემოვიდა გოგო და დაჯდა
    3) man jalasa fil maktabi? – ვინ ზის საწერ მაგიდასთან?
    4) man fil baiti – ვინ არის სახლში?
    5) al bintu fil maktabi – გოგო ზის საწერ მაგიდასთან.

    linguistuss

    January 24, 2009 at 2:53 am

  7. აჰა, ჩემი პირველი არაბული სიტყვები :დ:დ

    ბინტა – გოგო
    მან – ვინ
    ბაითა – სახლი
    ფილ – არის. ოღონდ, ეს ფილ ჯდომაც არის და ყოფნაც?

    keti

    January 26, 2009 at 11:17 am

  8. კითხვის ნიშანზე გადავირიე! :დ
    შებრუნებულზე :)

    keti

    January 26, 2009 at 11:18 am

  9. WOW ახალი ამბავი გავიგე! – ხმოვნების გამოცნობის რაიმე წესი თუ არსებობდა არაბულში არ ვიცოდი… როგორც ჩემმა მასწავლებელმა თავის დროზე ამიხსნა, ამას ინტუიციით მიხვდები მაშინ, როცა ენის “შეგრძნებას” დაიწყებო. მე “უგრძნობი” გამოვდექი… და დღემდე მეგონა, რომ ეს იყო ამ ენაში აქილევსის ქუსლი…

    Sopho

    January 26, 2009 at 1:44 pm

  10. :) ეჰ მე ვსწავლობდი ერთ დროს სპარსულს, მაგრამ ახლა მხოლოდ ბია ინჯა ზან და ბოროუ ანჯა მახსოვს :)) არადა ფრიად წარმატებულად ვსწავლობდი :( მაგრამ როგორც კი აღმოსავლური ხელოვნების კურსი დავამთავრე ჩემი ენის კურსიც თან მიყვა :)

    mobi_diki

    February 9, 2009 at 5:13 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: