ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ხარჯი და ბაითი

with 5 comments

დღეს მეთხუთმეტე გაკვეთილამდე მივედი არაბულში და პირველად ვიგრძენი წაბორძიკება. ამ განუსაზღვრელმა არტიკლებმა თუ ბოლოსართებმა და კუთვნილებითი ნაცვალსახელების აღმნიშვნელბა ნაწილაკებმა, რომლებიც სხვადასხვა სქესში და სხვადასხვა რიცხვში სხვადასხვანაირად ჟღერს და იწერება, ცოტა არ იყოს ტვინის გამრუდება დამიწყო, თუმცა ეს აქ არაფერ კავშირშია, ისე უბრალოდ გამახსენდა. ჰოდა მე–15 გაკვეთილის ფინალში რომ გავედი და სავარჯიშოების კეთება რომ დავიწყე, შემომხვდა ასეთი წინადადება:
deux_mots21 ტრანსკრიპტი ამ ფრაზის ასეთი იქნება: “ხარაჯა–ლ–უალადუ მინ–ალ ბაიითი”. თარგმანი კი ასეთი – “გავიდა ბავშვი სახლიდან”. მოცემულ წინადადებაში “ხარაჯა” არის გავიდა, “ბაიითი” კი – სახლი, რომლის ბოლოკიდურა “ი” იმას განსაზღვრავს, რომ ეს სიტყვა ირიბ დამატებას წარმოადგენს, ჰოდა ამ გრამატიკულ ამბებს თავი რომ დავანებოთ და უფრო გლობალურ საკითხზე  რომ დავფიქრდეთ, აღმოვაჩენთ, რომ ქართულ ჟარგონში სიტყვა “ბაითი” და ლიტერატურულ ქართულში – სიტყვა “ხარჯი” (გასავალი) ორივე არაბულიდან შემოსულა… მაშ!

Advertisements

Written by linguistuss

January 24, 2009 at 11:44 pm

5 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. თურქულშიც ალბათ. “ჰარჯამაქ” იქ პირდაპირ დახარჯვას, გახარჯვას ნიშნავს რამდენადაც მახსოვს.

    noemberi

    January 25, 2009 at 12:36 am

  2. ქართული გვაქვს რამე? :))
    დავაკვირდი, მუსულმანური სამყაროდან შემოსულ სიტყვებში ჯ ასო–ბგერა ხშირად გვხვდება. შეიძლება ვცდები, მაგრამ..

    keti

    January 26, 2009 at 11:10 am

  3. ეგ აქამდე არ იცოდი?? სირცხვილი შენ :P მე შენზე კარგი წარმოდგენის ვიყავი :)))

    koshmari

    January 26, 2009 at 3:01 pm

  4. ბაითი ებრაული სიტყვაა და არაბული ანბანიც და ენაც ძლიერ ებრაულ, უფრო სწორედ არამეულ გავლენაც განიცდის, რადგან ეს სემიტური ენებია.
    რაც შეეხება ქართულ ჟარგონს, უფრო სწორედ ქურდულს ჟარგონს, აქ ხშირად ებრაული სიტყვებს ვხვდებით.
    მაგალითად:
    ბაითი (ებრ. სახლი) – სახლი
    ფახი (ებრ. ფახად) – შიში
    შმონი, უფრო კი შმონე (ებრ. რვა ) – ჩხრეკა.
    ეს სიტყვა უკავშირდება ძველად ციხეებში რვა საათზე დაწყებულ სისტემატურ ჩხრეკებს და ა. შ.

    ramazi

    January 28, 2009 at 9:54 pm

    • ებრ. განაბი – ქურდი
      პლეტი – გაქცევა
      გოიმი – დაბალი ფენის ადამიანი (რუს. ჩერნ)

      გურჯი

      March 5, 2014 at 12:07 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: