ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Yes, I am a table

with 3 comments

საქართველოში სუფრა და მასთან დაკავშირებული ატრიბუტიკა წმიდათაწმიდათა ცნებების კატეგორიას განეკუთვნება. მიუხედავად ამისა, შევეცდები და ჩემს “მკრეხელურ” კვლევა–ძიებას მაინც დავდებ მაგიდისა და ტაბლის შესახებ, რომლებზეც ორივეზე ხუჭავს სულხან–საბა თვალს და არც ერთზე ამბობს არაფერს და არც მეორეზე, ანუ ორივეს ქართულად ასაღებს (მიჩუმათება ამ შემთხვევაში ქართულად გასაღებას ნიშნავს, როცა გვერდზე ბატზე გიწერია სომხურიაო და ქართულად ღერღეტი ჰქვიაო). ჰოდა, იმის თქმა მსურდა, რომ ვაგრძელებ ჩემს არაბულ ოდისეას და დღესაც ერთ ამონარიდს შემოგთავაზებთ, ამჯერად მე–19 გაკვეთილიდან:

table1

ტრანსკრიპტი:  “უაჯადთუჰაა ‘ალაალ–მაა’იდათი”. თარგმანი:  “ვიპოვე ის მაგიდაზე”. ხომ არაფერი გეცნობათ? – მე კი. მაგიდა არაბულად არის “მაა’იდათუნ”. აქედან ეს ‘ (აპოსტროფი), ‘აინად წოდებული ხახისმიერი ბგერაა, რომელიც ჩვენ არ გაგვაჩნია და რომელიც არაბულში სრულფასოვანი თანხმოვანია. არაბულის ფრანგულ თვითმასწავლებელში, საიდანაც არაბულის ვირუსი შემეყარა, წერია, რომ აი, ეს ბგერა ღებინების დროს რომ გამოვცემთ ის ბგერააო. არაბები კი თურმე ამ ‘აინზე ამბობენ, რომ ეს აქლემის მიერ გამოცემული ხმა არისო. არაბების და აქლემის სიყვარულზე კი შემდეგ პოსტებში შემოგთავაზებთ ცალკე ვრცელ საუბარს, არ შეიძლება ამ თემის ორი სიტყვით მიფუჩეჩება…

ჰოდა, იმას ვამბობდი რომ “მაა’იდათუნ”–ში აპოსტროფი აქლემის ხმიანობაა, “–ათ” იმის მიმანიშნებელი რომ სიტყვა მდედრობითი სქესისაა და “–უნ” კი განუსაზღვრელი არტიკლის მაგვარი ნაწილაკი, ასე რომ ჩვენს მაგიდასა და “მაა’იდათუნ”–ის ფუძეს მხოლოდ ერთი ‘აინი ანსხვავებს თუ გრძელ ა–ზე თვალებს დავხუჭავთ და იმას გავითვალისწინებით, რომ მე ოდესღაც ალბათობის თეორია ნასწავლი მაქვს, რომელიც ამბობს რომ, თუ ეს დამთხვევაა, მაშინ ასეთი დამთხვევა ხვალ, სახლიდან გასული, სადარბაზოსთან, დინოზავრს რომ გადავეყრები იმის ალბათობას უდრის დაახლოებითო, შესაბამისად ვასკვნი – მაგიდაც არ ყოფილა ჩვენი, რომლის შესახებაც თვით სულხან–საბა ხუჭავს თვალებს…

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ტაბლაზე თვალების დახუჭვა, ლინგვისტურ უნამუსობას ჰგავს, იმედნად თვალშისაცემია მსგავსება ინგლისურ–ფრანგულ table-სა და ტაბლას შორის. თუმცა აქვე ერთი რიტორიკული შეკითხვა მებადება: ვინ იცის, სულხან–საბას დროს რომელი უფრო თვალშისაცემი იყო “მაა’იდათუნ” რომ მაგიდაა, თუ table, რომ ტაბლაა?! მაშინ ხომ აღმოსავლური ენები უფრო იცოდნენ განათლებულმა–”პერო” ქართველებმა, ვიდრე ევროპული ენები…

Advertisements

3 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მოკლედ, მგონი შენ ყოველ მომდევნო არაბულის გაკვეთილს ვუცდი:)) რაიმე საინტერესოს რომ აქაც დაწერ, იმიტომ..

    და წერილის ბოლოს პროტესტის გრძნობა გამიჩნდა
    ძალიან მინდა დავუშვა, რომ რაიმე სიტყვა ჩვენგან წაიღეს. მაგალითად, ევროპელებმა. იმ დროს ისინი მეტად გვსტუმრობდნენ, ვიდრე ჩვენ მათ, ჰოდა… :))
    და იქნებ არაბებსაც აქედან მიჰქონდათ რაიმე, ა?!
    მდიდარი და უძველესი ენის პატრონები ვართ.
    არ მგონია, საბას თვალი დაეხუჭა. რა სარგებელი მოქონდა ამ თვალის დახუჭვას, თორემ კი.
    :პატრიოტ!:

    :)

    keti

    January 27, 2009 at 10:51 am

  2. ეს ძაან პატრიოტული იყო :p იმიტომ, რომ არაბებს, მეეჭვება, ჩვენგან რამე წაეღოთ, აი ებრაული და არამეული ენიდან, კულტურიდან და რელიგიიდან ყველაფერი მოიპარეს, რისი მოპარვაც შეეძლოთ. :D ევროპელები სხვა ამბავია ;-)

    ეს რა მაგარი ბლოგი ვიპოვე, ოღონდ არაბულის სწავლა გადავიფიქრე ჩვეული “მდაბალი” გადაწყვეტილების გამო, რომ არ არიან ეგენი ღირსები :ლოლ: სანამ ისრაელს თავს არ დაანებებენ ;-)

    ხო, ეს იყო გაბრაზებული ებრაელის პოსტი ;-)

    თოდა რაბა! :ლოლ:

    Sophie Golden

    January 27, 2009 at 2:42 pm

  3. “მაგიდა” არაბულია და არ მესმის, რატომ უნდა დაეხუჭა თვალი ამაზე სულხან-საბას… რა, მაგის გარდა ყველა სიტყვა წმინდა ქართული წარმოშობისაა, რასაც მეტყველებაში ვიყენებთ ან ვიყენებდით ქართველები?! :)
    აი, “ტაბლა”-სა და “table”-ის მიგნება კი ნამდვილად ახალი იყო… მომეწონა!

    Sopho

    February 2, 2009 at 11:38 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: