ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

წირპლები

with 7 comments

დღეს ჩემს ძველ ფაილებში ვიქექებოდი და აი, რა ვიპოვე. გამახსენდა ერთ მშვენიერ დილას რომ გავიღვიძე და რომ დავასკვენი: სიზმრები თვალებზე მიმხმარი წირპლებია მეთქი, ჰოდა შესაბამისად თამაშ–თამაშში რითმებიც აეწყო… მერე ხელსაწყოს ვიგონებდი, რომელსაც გამხმარი წირპლებიდან სიზმრები უნდა წაეკითხა. ხელსაწყოს სახელიც კი მოვიფიქრე – “დეწირპლატორი”! ერთი სიტყვით, იყო დრო ასე ვერთობოდი:

წირპლები

ჩემი რითმების მდინარეს გუშინ
თეთრი ლექსები მოსდევდა მხოლოდ,
მეღვენთებოდა ნაღველი გულში,
როგორც სანთელი ასანთის კოლოფს.

ასე გადაღლილს ჩამომეძინა
არარსებული რითმის ლოდინში,
არვის ალერსი არ მხვდა მე წილად,
მშვიდად მეძინა მარტოს ლოგინში.

საძილღვიძილოს არსთა გამრიგემ
გადამისროლა ერთ ქვეყანაში,
იქ რა მინდოდა მთლად ვერ გავიგე,
თუმც მომეწონა მდედრი ყანაში.

სანამ მეძინა, წირპლები თვალზე
ხმებოდნენ, როგორც მართებთ მიხმობა;
სიზმარში მზერა შეჩერდა ქალზე,
ქალზე, რომელიც ჩუმად მიხმობდა…

ვერ გავუძელი ბოლოს ცდუნებას,
ყველა სიზმარი ერთად ავკინძე,
ვერ შევეპუე მამრის ბუნებას
და ქალს ყანაში შევხსენ საკინძე…

დილა გათენდა, სიზმარი მორჩა.
მოგონებებში ისევ ვიფლები,
ღამის სიზმრისგან მხოლოდ ეს მომრჩა-
წირპლები, წირპლები, წირპლები.

29 ივლისი, 2004 წელი.

Advertisements

Written by linguistuss

January 28, 2009 at 5:35 pm

Posted in პოეზია

7 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ღენიალნო……მომწონს შენი ხედვა!
    წირპლები რომანტიკულ ელფერს სძენს:D

    daliela

    January 28, 2009 at 5:48 pm

  2. ბრავოო!! :) ბრავო! წირპლებზე ასეთი ლექსის დაწერა თუ შესაძლებელი იყო, არ მეგონა! კიდევ ერთხელ ბრავო! :)

    natalie

    January 28, 2009 at 10:13 pm

  3. მისმინე, მაგ ლექსში წირპლები რამე სხვა სიტყვით რომ ჩავანაცვლოთ? რა არაესთეტიურია ოღჩ :პერო:

    noemberi

    January 28, 2009 at 11:44 pm

  4. :D

    Anushka

    January 29, 2009 at 10:43 am

  5. ვაი ვაი ნოსტალგია შემოაწვა ბიჭს.. :)

    koshmari

    January 30, 2009 at 11:19 am

  6. ლოოოოოოლ (ვიცინიიიი)

    წირპლებზე ოდესმე ლექს თუ წვაიკითხავდი არ მეგონა

    წირპლები რაღაც ამაღლდა ჩემს თვალში :ჵ

    pelagiaa

    February 8, 2009 at 1:39 pm

  7. o, vaxaxi san
    vaxaxi san, o
    o, vaxaxi san, o! :)


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: