ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ბიუსტჰალტერების ღობე

with 9 comments

cardrona_bra_fence

სალვადორ დალი, თავის ერთ–ერთ ბიოგრაფიაში, აყალიბებს რა პარანოიდალურ–კრიტიკულ მეთოდს გამოთქვამს ასეთ იდეას: ვაცხობთ 5 მეტრი რადიუსის პურს და ვდებთ შუაღამისას, როცა ყველას სძინავს, ქალაქის პერიფერიულ მოედანზე. მეორე დილით ქალაქის მცხოვრებლები იღვიძებენ და იწყება მითქმა–მოთქმა უსაშველო ზომების პურის შესახებ. გადის ორი დღე ყველას ავიწყდება პურის არსებობის შესახებ, თუმცა სულ ამაოდ. ვაცხობთ 7 მეტრის რადიუსის პურს და ვიძრებით ცენტრისკენ.  შედარებით ცენტრალურ მოედანზე მოთავსებული პური უფრო დიდ აურზაურს იწვევს. საქმეში ერთვებიან ოფიციალური პირები, მედია, სამღვდელოება. ერთი სიტყვით ზოგს ბომბი ჰგონია, ზოგს უცხოპლანეტელთა საჩუქარი, ზოგს ციური სასწაული. საბოლოოდ ეს პურიც ავიწყდება ხალხს, თუმცა დროებით. კვლავ ვაცხობთ უფრო დიდ პურს და ამჯერად ქალაქის ცენტრში ვდებთ, მთავარ მოედანზე და ა.შ. ხალხს გასართობი არ აკლდება…

ზემოხსენებულ პასაჟში ექსცენტრიულ სალვადორ დალის იმის ჩვენება უნდოდა, რომ ხალხს, მასას თუ ბრბოს, ნუ რასაც დაარქმევთ, ერთი ბეწო უნდა რომ ყოველგვარ უაზრო და აბსურდულ ჯგუფურ საქმიანობაში მიიღოს მონაწილეობა და ამით სიამოვნება მიიღოსო. ასე მოხდა ახალ ზელანდიაშიც, ერთ–ერთ პერიფერიულ ჰაივეიზე, კარდრონას სიახლოვეს, სადაც 1999 წლის დეკემბრის ბოლოს, გზის პირას ოთხი ცალი ბიუსტჰალტერი შენიშნეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა. არ გასულა ცოტა ხანი, რომ ოთხმა ბიუსტჰალტერმა იბარტყა და სადღაც თებერვლისთვის მათი რიცხვი 60–მდე ავიდა. ამ ამბავმა საბოლოოდ ჟურნალისტების ყურადღება მიიპყრო და საქვეყნოდ გაბაზრდა და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მეზობელი ქალაქებიდან ჩამოდიოდნენ ფერმერები ბიუსტჰალტერების ღობის სანახავად.

2000 წლის ოქტომბერში ღობე 200 ბიუსტჰალერს ითვლიდა, რის შემდეგაც საქმეში ადგილობრივი სამართალდამცავები და კანონდამცველები ჩაერივნენ და ღობიდან გამოფენილი “სიმდიდრე” ჩამოხსნეს. ხალხმა აქაოდა ჩვენს სიწმინდეს როგორ შეეხეთო, უბიუსტჰალტერებოდ როგორ გავძლოთო, ეგრე არ უნდაო და პროტესტის ნიშნად უფრო და უფრო მეტი ბიუსტჰალტერი გამოჩნდა ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულზე. 2006 წელს მათი რიცხვი 800–ს მიუახლოვდა და ჰაივეიზე ტურისტები გამოჩნდნენ და ახალზელანდიური ნატვრის ხე სხვადასხვა ქვეყნისა და წარმომავლობის ბიუსტჰალტერით შეიმოსა, “ვანდერ ბრა”–დან დაწყებული მამა–პაპური აფრიკული ლიფებით დამთავრებული, რას არ იხილავდა იქ კაცის თვალი.

ბიუსტჰალტერების რიცხვმა ორი ათას ერთეულს რომ გადააჭარბა პირველი ქურდობის ფაქტიც კი დაფიქსირდა, როცა ახალზელანდიელმა ფერმერებმა დაიძინეს და რომ გამოიღვიძეს ღობეზე 200 ერთეული აზღუდი მოპარული დახვდათ. მიხვდნენ რომ ასე გაგრძელება დიდხანს არ შეიძლებოდა და ღობეს თვალყურის მადევნებელი ოფიციალური პირი დაუნიშნეს. ეს საპატიო მისია ადგილობრივმა ფერმერმა ჯონ ლიმ იტვირთა.

ამ ამბავმა სამწუხაროდ დიდხანს არ გასტანა. ბიუსტჰალტერების სანახავად დაძრული ტურისტების რიცხვი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ მიმდებარე ყველა ქუჩაზე და შარაგზაზე საცობები შეიქმნა. ადგილობრივმა წესრიგის დამცველებმა, მიხვდნენ რა რომ ამხელა “ტრაფიკს” კარდონას პატარა ჰაივეი ვერ გაუძლებდა, უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღეს, გასცეს ლიფებისა და ბიუსტჰალტერების ჩამოხსნის ბრძანება და ამით ამ მარაზმს ბოლო მოუღეს, თუმცა რად გინდა. ამ ისტორიას ეძღვნება სტატია ინგლისურ და ფრანგულ წიკიპედიებში. საიტების რიცხვი, სადაც ეს ამბავი გაკვრით მაინც არის მოხსენიებული ათასზე მეტია და დღითი–დღე მრავლდება. არ წყდება სინანულით აღსავზე თავსა დამართ ცემები “ვაი, რა კარგი საჩინო” ბიუსტჰალტერების ღობის იავარქმნის შესახებ. ერთი სიტყვით სალვადორ დალი მართალი იყო…

Advertisements

9 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. looooooooooooool
    რა მაგარი იქნებოდა :)))))))))))

    lilian

    February 23, 2009 at 3:05 pm

  2. ჰეჰ, ამდენი ტურისტის მიზიდვას ეხუმრები? :)
    და ამ წყაროს გაუქმებას.
    თავი რომ დავანებოთ დალის გამოთქმულ აზრს და მის სისწორეს, როცა ხალხს სურს სანახაობა და როცა ხალხი ქმნის სანახაობას… და რაც მთავარია, როცა სანახაობა ბიზნესისთვის ასეთ საფუძველს ამზადებს, ძალიან დაუშავებიათ ტრაფიკით შეწუხებულ ზელანდიელ პოლიციელებს სამშობლოს წინაშე, ამ საფუძველის მოშლა რომ გაბედეს :დ:დ

    keti

    February 23, 2009 at 3:44 pm

  3. სალვადორ დალის რამდენიმე ბიოგრაფია აქვს?

    noemberi

    February 23, 2009 at 9:04 pm

  4. @noemberi
    ავტობიოგრაფია ორი ვიცი მე: 1) ერთი გენიოსის დღიური 2) იდუმალი ცხოვრება სალვადორ დალისა მოთხრობილი მის მიერვე. ბიოგრაფიები კი ოხრად :)

    linguistuss

    February 23, 2009 at 10:51 pm

  5. linguistuss
    საინტერესოა, ვის ბიოგრაფიაში მოჰყავს ბატონ დალის “პურისა და სანახაობის” თეორიის კვლევის მისეული მეთოდი. ხომ არ გახსოვთ სულ შემთხვევით?

    noemberi

    February 24, 2009 at 1:07 am

  6. @noemberi
    საკუთარში მოჰყავს, კერძოდ – “ერთი გენიოსის დღიურში”.

    linguistuss

    February 24, 2009 at 1:39 am

  7. ეს ლიფების ღობე სუფთა მარაზმია მახათის ჟანრში.

    noemberi

    February 25, 2009 at 1:00 am

  8. ასეთი გენიალურად მარაზმული ამბებია ხალხს რომ იზიდავს თორე ფრანგული კოშკები და იტალიური კოლიზეუმები ყველას ძალიან აქვს მობეზრებული D:

    tjorven

    January 5, 2011 at 1:38 pm

  9. მერე რას ვაშენებთ ამდენ ხიდ-შადრევან-სასტუმროებს.
    ერთი ბიუსჰალტერის ღობე საკმარისი იქნებოდა ტურიზმის განვითარებისთვის საქართველოში :)
    ეს იდეა… :)

    ჰექსე

    January 5, 2011 at 2:45 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: