ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

იტალიურის თვითმასწავლებელი

with 38 comments

დღეს ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა torrents.ru-ზე კატერინ კატერინოვის “იტალიური ენა უცხოელებისათვის” რომ შემომხვდა. ამ წიგნით ვსწავლობდი იტალიურს. ქალბატონმა ნინომ, ჩემმა პროფესორესამ ეს წიგნი რომ მომცა ასე მითხრა, ეს წიგნი საქართველოში მარტო მე მაქვსო, ჰოდა ვერ იშოვიო და დააქსეროქსეო. სამი ტომი იყო, ორი –  თვითმასწავლებელი და მესამე – გრამატიკა და სავარჯიშოები. ამასთან აუდიო მასალა მოყვება, რომელიც აუდიო კასეტაზე მოყვა იმ წიგნს, გადასაქსეროქსებლად რომ მათხოვეს. წიგნს ეტყობოდა რომ ძალიან ბევრი მოსწავლის ხელში იყო გამოვლილი და აქა–იქ რაღაცეები არ ჩანდა, ქსეროქსზეც შესაბამისად შიგადაშიგ ვმკითხაობდი მერე აქ რა წერია მეთქი. მერე ეს ქსეროქსები ავკინძე ორ ტომად და სახლში დღემდე დიდი მოწიწებით უკავია საპატიო ადგილი ჩემს წიგნებს შორის, ჰოდა დღეს ამ სამტომეულის ციფრული ვერსია აღმოვაჩინე… ერთი სიტყვით ძალიან გამიხარდა.

წიგნს რაც შეეხება, ძალიან კარგი წიგნია. მთავარი აქცენტი გრამატიკაზეა გაკეთებული და თანამედროვე ლექსიკაზე, ანუ ვერ შეხვდებით ბოკაჩოს და დანტეს ეპოქის სიტყვებს. ამასთან წიგნს ბევრი სავარჯიშო მოყვება, რომლებიც უაზროდ სწორხაზოვანი დავალებები არ გახლავთ. თითოეული სავარჯიშო ცალკე აღებული მათემატიკური ამოცანასავით არის, “მოტვინვა” რომ სჭირდებოდა და გააზრება. მოკლედ ყველას გირჩევთ. ქართულ სერვერზე ავტვირთე სამივე ტომი და შეგიძლიათ დაესიოთ, თუ ვინმე აპირებთ იტალიურის სწავლას, ეს არის წიგნი, რომლითაც იტალიურის სწავლა უნდა დაიწყოთ.

obl_01

Advertisements

Written by linguistuss

March 2, 2009 at 2:22 pm

Posted in ენები

38 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მეც ამ წიგნით ვსწავლობდი თავის დროზე.

    Di@

    December 25, 2010 at 12:47 am

  2. ქართული თვითმასწავლებელიც არის

    Dixtosa

    January 4, 2011 at 5:33 pm

  3. არ შეგიძლიათ მაგ იტალიურის ქართული თვითმასწავლებელი დადოთ? თუ მიატოვეთ ბლოგი?

    onise

    April 8, 2011 at 2:39 pm

  4. თვითმასწავლებელი ხომ არ იცით სად ვნახო?

    guga

    June 27, 2011 at 7:25 pm

  5. ვინმე დამეხმაროს რა აქაურობას ვერაფერი გავუგე, არადა ძალიან მინდა იტალიურის სწავლა

    nini

    December 19, 2011 at 2:18 pm

  6. მე ვერაფერი გავუგე ამას, ხომ არ გაქვთ იტალიური ენის დიალოგები?? თავისი აუდიო ჩანაწერებით?იქნებ დამეხმაროთ და ლინკი დამიდოთ?

    surguladze

    March 8, 2012 at 10:29 pm

    • ქართული წიგნით არ ჯობს სწავლა? აბა იტალიურად ახსნილი როგორ უნდა გავიგო თუ კითხვაც არ ვიცი ჯერ ნორმალურად.

      beqa

      September 3, 2012 at 4:12 pm

  7. დზალიან კარგი წიგნია კმაყოპილი ვარ საკმაოდ დზირპესვიანად წერია კარგი მასალაა და ინგლისური თუ იცი ისწავლი სულ თავისუფლად. მე დზალიან გამიადვილდა თან თუ ინგლისური იცი საკმაოდ შეგიწყობს ხელს ათვისებაში.

    endi

    November 1, 2012 at 4:11 pm

  8. იტალიურის მასწავლებელი მინდა,სწრაფად დასაფუძვლიანად რომ შემასწავლოს,იქნებ იცოდეთ ვინმემ და დამეხმაროთ.წინასწარდიდი მადლობა

    Milan

    November 20, 2012 at 4:02 pm

  9. რატომგაც მარტო აუდიო ფაილებია (27ცალი) სრულად. 14 ფაილია JPEG–ში და ერთი ფაილია რომელსაც DjVu reader–ი სჭირდება. უკანასკნელის გახსნის შემდეგ მხოლოდ 3 გვერდია წარმოდგენილი. გამოდის, რომ წიგნის შესავალია მხოლოდ ნაჩვენები. შეიძლება ამიხსნათ ვცდები თუ ესაა ყველაფერი?

    zv

    January 23, 2013 at 11:18 am

  10. linki momecit ra sadaa atvirtuliiiiiii

    natia

    January 28, 2014 at 4:11 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: