ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

გიშერი და ლეილა

with one comment

ქართლ–კახეთის მეფემ თეიმურაზ I-მა, როგორც მოგეხსენებათ თავი ლიტერატურული საქმიანობითაც დაგვამახსოვრა. შოთა რუსთაველთან გაბაასებაც სცადა, ვარდის და ბულბულის სიყვარულის ისტორიაც მოგვითხრო და ნიზამი განჯელის “ლეილმაჯნუნიანის” თარგმნაც კი სცადა. ნიზამის პოემის მისეულ თარგმანში, სადაც აღწერილია ლეილის გაუხარელი სიკვდილის ამბავი ვკითხულობთ:

რა ბრალია წასახდენლად თმა–გიშერი, შავნი ხშირად!
ამბარ–ზილფი დაფანჩული, მიგრეხილი მოგრეხილად.
იგ უებრო დახატული, ცხვირი სოთი ბროლის სტვირად,
ფერად პირი ზამბახისა, შავი ხალი ზე დაყრილად.

ნიზამი განჯელის პოეზია დატვირთულია სიმბოლოებით, მისი პოემების მთავარი პერსონაჟი ქალები კი სხვადასხვა პოეტური მეტაფორის მატარებლები არიან. პოემაში “ლეილი და მაჯნუნი” მთავარი პერსონაჟების სახელებს სიმბოლური დატვირთვა აქვს. “ლეილა” ღამეს ნიშნავს არაბულად, “მაჯნუნი” კი – გიჟს, შმაგს სპარსულად, ანუ პოემაში მოთხრობილია სიყვარულისგან გაგიჟებული მაჯნუნის ამბავი, რომელსაც გონება და თვალები შავგრემანმა ლეილამ დაუბინდა. ამასთან საინტერესოა ისიც, რომ ლეილას “შავგვრემანობის” ხაზგასასმელად პოეტები სხვადასხვა მეტაფორას იყენებენ, მათ შორის ერთ–ერთი “გიშერია”, რომელიც თავის მხრივ სომხურად არის “ღამე”. თემა რომ განვავრცოთ, აქვე იმის გახსენებაც შეიძლება, რომ არაბულად ათას ერთი ღამის ზღაპრებს “ალფ ლაილა ვა ლაილა” ჰქვია, სომხურად ღამე მშვიდობისა კი – “ბარი გიშერ” გახლავთ და ვინ იცის, ამ შუაღამისას, როცა ამ ყველაფერს მოვუყარე თავი, რამდენ გიშრისთმიან ლეილას სძინავს უდარდელად…

Advertisements

Written by linguistuss

March 8, 2009 at 4:53 am

One Response

Subscribe to comments with RSS.

  1. მაყვალა გამახსენდა და… :)

    keti

    March 8, 2009 at 10:44 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: