ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

La Maison en Petits Cubes

with 3 comments

la-maison-en-petits-cubes

ეს მულტფილმი რამდენჯერმე ვნახე უკვე და ყოველი ხილვის შემდეგ ნაღვლიან და ნოსტალგიურ ხასიათზე ვდგები. გუშინ მეც მსგავსი რამ დამემართა. მულტფილმის მთავარი პერსონაჟის მსგავსად მიზეზი პრაგმატული იყო. მას ჩიბუხი ჩაუვარდა და ამოსაღებად გაეშურა, მე კი არაბულის დიდი ლექსიკონის შეძენა მსურდა. ჰოდა, მივაშურე წიგნის მაღაზიებს და ზუსტად ის მარშრუტი გავიარე სტუდენტობის პერიოდში რომ გავდიოდი ხოლმე: უნივერსიტეტის მეორე კორპუსიდან თავისუფლების მოედნამდე. საბოლოო ჯამში ლექსიკონი კი ვიყიდე, მაგრამ ნოსტალგია მომაწვა. წიგნების გამყიდველები ისევ ის ადამიანები იყვნენ, სიტუაციაც იგივე იყო, მაგრამ მაინც რაღაც იყო შეცვლილი და ეს “რაღაც” ჩემს შიგნით არის…

ერთი სიტყვით წარმოგიდგენთ 2009 წლის ოსკაროსან იაპონურ მულტფილმს, “Tsumiki no ie”–ს, რომელმაც ნომინაციაში “საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი” შანსი არ დაუტოვა სხვა ნახატ ფილმებს. აქამდე მეგონა, რომ იაპონიაში მხოლოდ ანიმეს და ჰენტაის გადაღება იცოდნენ, თურმე კი არა…

Advertisements

Written by linguistuss

March 12, 2009 at 10:25 am

3 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. რას მერჩოდი :( არ ვგეგმავდი დღეს ასეთ ხასიათზე დადგომას.

    პ.ს. სიამოვნებით წავიკითხავდი.

    noemberi

    March 12, 2009 at 3:05 pm

  2. ვაი რა მაგარი იყო, ისედაც არ ვიყავი კარგ ხასიათზე და ამის შემდეგ …. :(
    მომეწონა :)

    beka

    March 15, 2009 at 1:14 am

  3. ნამდვილად გამორჩეული და აღსანიშნავი ანიმაციაა, თან იაპონური ანიმაციებისგან აბსოლიტურად განსხვავებული ხელწერა , შინაარსიც ნუ თავისებურად იაპონელებისგან განსხვავებულია რადგან . მომეწონა ! ამით იაპონელებმა დაამტკიცეს რომ ანიმეი და მანგათი არ მთავრდება მათი ანიმაციური შესაძლებლობები. :D

    nodariko

    March 16, 2009 at 11:05 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: