ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ირაკლი ნაზღაიძის 10 შეკითხვა

with 6 comments

დღეს თბილისის ჩემპიონატი დაიწყო სპორტულ “რა? სად? როდის?”–ში. პირველი ტურზე ჩემმა მეგობარმა, ირაკლი ნაზღაიძემ ფანტასტიური 10 შეკითხვა წარმოადგინა, რომელთაგან ჩვენმა გუნდმა 6 გამოიცნო. ასეთი კარგი 10 შეკითხვიანი პაკეტი ძალიან იშვიათი მოვლენაა. აქაც იდოს, იმედია ნაზღა არ მიწყენს :)

1) თქვენს წინაშეა ორი ფრაზა, რომლებიც ვიკიპედიის ერთ–ერთი სტატიიდანაა აღებული.
ორივე ფრაზაში ჩვენ შეგნებულად გამოვტოვეთ ერთი და იგივე ასო.
შეკითხვაზე პასუხი შესაძლოა შეუსაბამო და არარაციონალურიც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ ერთი წუთის შემდეგ თქვენ უნდა შეეცადეთ დაწეროთ ეს გამოტოვებული ასო პასუხის ფურცლებზე.

WIE U EENS […..] HEEFT VERZONNEN
WIE […..] VOOR ‘T EERST BEREKENDE

პასუხი: π
კომენტარი: როგორც ცნობილია მათემატიკიდან π ირაციონალური რიცხვია. ფრაზები კი წარმოადგენენ π–ს მნიშვნელობის დასამახსოვრებელ მნემონიკურ წესებს.
წყარო: http://nl.wikipedia.org/wiki/Pi_(wiskunde)

2) 1986 წელს ჯგუფმა “Queen” გამოუშვა თავისი რიგით მეთორმეტე ალბომი “A Kind of Magic”, რომელშიც სხვა კომპოზიციებთან ერთად შევიდა სიმღერები: “Who Wants to Live Forever” (ვის სურს მარადიული სიცოცხლე) და “Don’t Lose Your Head” (არ დაკარგო საკუთარი თავი).
დაასახელეთ ფრანგი მსახიობი, რომელიც გამოსახულია ამ ალბომის ერთ–ერთ გარეკანზე.

პასუხი: კრისტოფერ ლამბერტი
კომენტარი: სიმღერები შეიქმნა სპეციალურად ფილმისათვის “მთიელი” (Highlander). სიმღერის სახელწოდებები პირდაპირ კავშირშია ფილმის სიუჟეტთან.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/A_Kind_of_Magic

3) ამერიკელი მწერალი მარტინ კრუზ სმიტი თავის ერთ–ერთ რომანში მოგვითხრობს საბჭოთა კავშირის არსებობის უკანსკნელი წლების შესახებ. ინგლისურენოვან ვიკიპედიაში ამ რომანისადმი მიძღვნილ სტატიაში ფიგურირებს ორი სურათი. პირველზე გამოსახულია ერთ–ერთი ქალაქის ღირშესანიშნაობა, ხოლო მეორეზე მე–20 საუკუნეში შექმნილი ფერწერის ნიმუშია აღბეჭდილი. ერთი წუთის შემდეგ თქვენ უნდა დამისახელოთ ამ რომანის სახელწოდება.

პასუხი: წითელი მოედანი
კომენტარი: რომანს ქვია “Red Square”. Red Square – არის წითელი მოედანი (მოსკოვის ღირშესანიშნაობა) და მალევიჩის “წითელი კვადრატი”–ს ინგლისური სახელწოდება.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Red_Square_(novel)

4) ეს ამერიკული კორპორაცია დაარსდა 1984 წელს და ამჟამად მსოფლიოში ერთ–ერთი წამყვანი ადგილი უკავია საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში. კომპანიის ლოგოზე, სახელწოდების გარდა გამოსახულია ცნობილი ხიდი “ოქროს კარიბჭე” (Golden Gate). არ გეკითხებით ამ კორპორაციის სრულ საწელწოდებას, დაასახელეთ შემოკლებული ვარიანტი, რომლითაც როგორც წესი მას მოიხსენიებენ.

პასუხი: Cisco
კომენტარი: ხიდი “Golden Gate” მდებარეობს ქალაქ სან–ფრანცისკოში (San Francisco). კომპანიის სახელწოდება წარმოსდგება ქალაქის სახელწოდების უკანასკნელი ასოებისგან.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Cisco_Systems

5) ინდიელთა ერთ–ერთი ტომის წარმომადგენლები, წინაპრების მსგავსად, დღემდე მდინარის უშუალო სიახლოეს ცხოვრობენ. საცხოვრებელი სახლები განლაგებული აქვთ მდინარის ნაპირზე ან უშუალოდ წყალზე აქვთ გაშენებული, ხოლო ძირითად სატრანსპორტო საშუალებად კი კანოეს იყენებენ.
არ გეკითხებით, რომელ ტომზეა საუბარი, დაასახელეთ სახელმწიფო, რომლის ტერიტორიაზეც ამ ტომის ძირითადი ნაწილი ცხოვრობს.

პასუხი: ვენესუელა
კომენტარი: 1499 წელს ალონსო დე ოხედას ექსპედიციამ მდინარე ორინოკოს შესწავლისას, აღმოაჩინა გუარაოს ტომი და მათი საცხოვრებელი სახლები. ინდოელთა სახლები, ისევე როგორც დღეს, გაშენებული იყო წყალზე, ხოლო ძირითად სატრანსპორტო საშუალებათ გამოიყენებოდა კანოე. ამის გამო კონკისტადორებმა ეს დასახლება მიამგვანეს ვენეციას და ამ ადგილს “პატარა ვენეცია” ანუ ვენესუელა უწოდეს.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Warao

6) თქვენს წინაშეა ლოს ანჟელესის შემოგარენში განლაგებული ერთ–ერთი შენობა. არ გეკითხებით რა არის განლაგებული მასში, უბრალოდ გაიხსენეთ პროდუქცია, რომელზეც ეს შენობა 1976 წელს იქნა გამოსახული და დაასახელეთ არსება, რომელიც ამავე პროდუქციაზე შეიძლება ითქვას “მრავალჯერაა” მოხსენიებული.

bdc3ba85f5b0

პასუხი: არწივი
კომენტარი: სურათზე გამოსახულია კალიფორნიის შტატში განლაგებული ერთ–ერთი სასტუმრო. ამ სასტუმროს გამოსახულება ამშვენებდა ჯგუფ “Eagles”–ის ცნობილი ალბომის “Hotel California”–ს გარეკანს.
წყარო: 1.  http://en.wikipedia.org/wiki/Hotel_California 2. http://en.wikipedia.org/wiki/Beverly_Hills_Hotel

7) ვიკიპედიის ერთ–ერთი სტატიის თანახმად, პირველად მან 1979 წელს, კორპორაცია ფორდის მუშაკი რობერტ ვილიამსი, ხოლო მეორედ 1981 წელს, კომპანია კავასაკის თანამშრომელი კენჯი ურადა მოკლა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი ინციდენტები 1942 წელს შემოღებული კანონებით რეგულირდება, იგი ორივე შემთხვევაში დაუსჯელი დარჩა. არ გეკითხებით მკვლელის ვინაობას, დაასახელეთ ჩეხის და ამერიკელის გვარები, რომლებიც ამავე სტატიაში ფიგურირებენ.

პასუხი: კარელ ჩაპეკი, აიზეკ აზიმოვი
კომენტარი: ზემოთხსენებული რობერტ ვილიამსი ითვლება პირველ ადამინად, რომელიც რობოტმა მოკლა. სტატიაში “რობოტი” მოხსენიებულნი არიან კარელ ჩაპეკი, როგორც სიტყვა რობოტის შემქმნელი და აიზეკ აზიმოვი, რობოტექნიკის სამი კანონის ავტორი.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Robot

8) ამით დაავადებული ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ საიტი urbandictionary საპირისპიროს ამტკიცებს, სინამდვილეში არ განიცდის პანიკურ შიშს კომპანია სონის მიერ წარმოებული რობოტის მიმართ. ისინი განიცდიან შიშს იმის მიმართ, რაც თქვენ ერთი წუთის შემდეგ უნდა დაასახელოთ.

პასუხი: პალინდრომი
კომენტარი: საუბარია ტერმინზე აიბოფობია. აიბოფობია არის შიში პალინდრომების მიმართ და არა სონის მიერ წარმოებული ძაღლი რობოტის “აიბო”–ს მიმართ.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Aibohphobia#Jocular_and_fictional_phobias

9) დარიგებულ ფურცლებზე წერია ერთ–ერთ საიტზე გამოქვეყნებული სტატიის სახელწოდება, რომელშიც ჩვენ განზრახ გამოვტოვეთ პირველი ორი სიტყვა. სტატია ეძღვნება ავსტრალიაში, კერძოდ კი კვინსლენდის შტატში განლაგებულ სასტუმროებს, რომლებიც სპეციალურად განკუთვნილია სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთათვის.
ერთი წუთის შემდეგ აღადგინეთ გამოტოვებული ორი სიტყვა.

[……….] [……….] – სიცოცხლე ავსტრალიაში.

პასუხი: სიკვდილი ვენეციაში
კომენტარი: საუბარია თომას მანის რომანზე და ლუკინო ვისკონტის ფილმზე, რომლებშიც აღწერილია არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე მამაკაცების ცხოვრება. ხოლო თვითონ სტატიის სათაური კი წარმოადგენს სიტყვათა ერთგვარ თამაშს.
წყარო: http://archive.travel.ru/australia/2795.html

10) სტრუგაცკების რომანში “Трудно быть богом” არის პერსონაჟი სახელად დონ რება. მას ერთ–ერთი უმაღლესი პოსტი უკავია მეფის კარზე და გამორჩევა თავისი ჩახლართული ინტრიგებით. ამბობენ, რომ რომანის პირვანდელ ვერსიაში პერსონაჟის სახელი ერთი ასოთი განსხვავებული იყო და მხოლოდ ცენზურის მოთხოვნით მოუწიათ ავტორებს მისი შეცვლა. დაასახელეთ ისტორიული პირი, რომელსაც უნდა უმადლოდეს თავის სახელს ზემოთხსენებული პერსონაჟი.

პასუხი: ლავრენტი ბერია
კომენტარი: თავდაპირველად პერსონაჟის სახელი იყო დონ რებია და არა რება. ხოლო პერსონაჟის “ფსიქოლოგიური პორტრეტის” გათვალისწინებით, აშკარაა ალუზია ბერიაზე.
წყარო: http://ru.wikipedia.org/wiki/Трудно_…ть_богом

Advertisements

Written by linguistuss

March 15, 2009 at 11:42 pm

6 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. რა მაინტერესებს იცი, ვიკიპედიის გარდა სხვა წყაროს მითითება არაა საჭირო?

    უკვე რამდენი ხანია იმაზეა საუბარი რომ ვიკიპედიაში ”იპარება” შეცდომები. გარდა ამისა როცა იწერება რამე ნაშრომი სადიპლომო, საკანდიდატო, სადოქტორი, ვიკიპედისს როგორც წყაროს მითითება არ შეიძლება რადგან არასამედოა.

    Katten Försvann

    March 15, 2009 at 11:53 pm

    • ერთდროულად 48 წყაროს ხომ არ მივუთითებთ. საერთო ჯამში ხდება რამდენიმე ადგილას გადამოწმება. ვიკი–ში მოყვანილი წყაროების მიხედვით და ერთი წყარო ეთითება ბოლოს, რომ არ აჭრელდეს. როცა ვიკის ბმული საკმარისია, სხვა ბმულების მითითება საჭირო არ არის, ვინაიდან თავად ვიკი სხვა წყაროებზე შეიცავს ხოლმე, როგორც წესი, ბმულებს.

      linguistuss

      March 16, 2009 at 12:06 am

      • 48 ნამეტანია მგონია :D

        არ მახსოვს ზუსტად მაგრამ მგონია მოთხოვნა სამი წყარო იყო ხოლმე ჩვენს ”დიდ” მეზობლებთან.

        Katten Försvann

        March 16, 2009 at 12:31 am

  2. როცა სატელევიზიო ფორმატში აგზავნი, იქ მოსულა ვიკიპედიის მითითება წყაროდ? :)

    bas

    March 16, 2009 at 12:40 am

    • კი, მოსულა თუ იქ მოყვანილი ფაქტი უტყუარია, ანუ შესაბამისად სხვაგანაც გაქვს მოძებნილი და გადამოწმებული.

      linguistuss

      March 16, 2009 at 12:41 am

      • აწი იმ სხვას მივუთითებ ხოლმე რაღა ვიკიპედია მივუთითო :)

        არასდროს მიმითითია ვიკიპედია, მაგრამ მაინც :) სამი შეკითხვა გავუშვი და ვერ გავიდა ვერც ერთი – ვერ ვისწავლე ნორმალურად ჩამოყალიბება :gigi: ჰოდა იქნება დაგეწერა ხერხი, ნუ იმ 10 მცნების გარდა რაც საიტზე უდევთ, როგორ დავწეროთ ნორმალური შეკითხვა, როცა ნორმალური წყარო გვაქვს :D

        bas

        March 16, 2009 at 4:38 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: