ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ხმელთაშუაზღვისპირეთის სიმღერა

with 15 comments

ლადინო თავდაპირველად ესპანურის, ივრითის, არამეულის და არაბულის ნაზავი იყო. ამ ენაზე შუა საუკუნეებში ესპანეთში მცხოვრები ებრაელები საუბრობდნენ. ფერდინანდმა და იზაბელამ ებრაელები ესპანეთიდან რომ განდევნეს (1492 წელს), მრავალი მათგანი ბალკანეთში გადაბარგდა. მათ თან ყველაზე ძვირფასი “ბარგი” წაიღეს, იმ ენის სახით, რომელზედაც საუბრობდნენ. დროთა განმავლობაში ლადინოს ბალკანური კვალი დაეტყო და მასში თურქული და ბერძნული ელემენტები გაჩნდა.

ზოგიერთი ენათმეცნიერი ამტკიცებს ენის შენახვა–გადარჩენის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალება სიმღერააო. ესპანეთიდან დევნილებმა ენასთან ერთად ის კულტურული გარემოც წააყოლეს ხელს, რომელთა გარეშე ენა ხელოვნური და უმაქნისი ხდება. კონკრეტულ შემთხვევებში სიმღერაზე მაქვს საუბარი, უფრო დაზუსტებით კი “ფელ შარა”–ზე. ამ სიმღერას, უფრო სწორად მელოდიას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. საინტერესო კი ის არის, რომ ხმელთაშუაზღვისპირეთში მოსახლე ყველა ხალხს ამ სიმღერის საკუთარი ვარიანტი აქვს, შეხვდებით არაბულ, თურქულ, მაკედონიურ, ბულგარულ, სერბულ, ბერძნულ, ხორვატულ, ბოსნიურ ვერსიებს… თითოეულ მელოდიაზე ორიგინალური ტექსტია დადებული და ყოველ ერს ეს მელოდია საკუთარი ეროვნული თვითმყოფადობით აქვს გამდიდრებული. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ეს სიმღერა ყველას საკუთარი ჰგონია.

ბოლო ორი დღის განმავლობაში ამ სიმღერის ათამდე ვარიანტი მოვისმინე და ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც აღმოვაჩინე “ბონი–ემ”–ის ჰიტის, “რასპუტინის” დასაწყისი “ფელ შარას” მელოდია გახლავთ, შემდგომში არანჟირებული და ოდნავ გაჯაზებული. მრავალჯერ მითქვამს და კვლავაც გავიმეორებ, რომ ტექსტუალური ადამიანი ვარ, ამიტომაც აუდიოვიზუალურ მხარეს მეორეხასისხოვანი დატვირთვა ჰქონდა, როდესაც ამ შესანიშნავი მელოდიის მულტიკულტურულ ვარიაციებს ვისმენდი. კერძოდ კი სიმღერის ტექსტმა მომხიბლა, აი ისიც:

Fel Shara canet betet masha
la signorina aux beaux yeux noirs
como la luna etait la sua facia
qui eclairait le boulevard

Volevo parlar shata metni
because her father was a la gare
y con su umbrella darabetni
en reponse a mon bonsoir

Perche’ my dear tedrabini
kuando yo te amo kitir
and if you want tehebini
il n’y a pas lieu de nous conquerir

Totta la notte alambiki
et meme jusqu’au lever du jour
and every morning ashtanaki
pour le voue de notre amour…

ეს გახლავთ ტექსტი “ფელ შარას” იმ კლასიკური ვერსიისა, რომელსაც ესპანელი ებრაელები მღეროდნენ საუკუნეების განმავლობაში. შეიძლება ნაცნობ ენებსაც კი მოჰკრათ თვალი. გაოცებული ვარ, როგორ ბუნებრივად ენაცვლება ესპანურს იტალიური, იტალიურს არაბული, არაბულს ინგლისური და ა.შ. თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს. მთავარი ხომ ენა არ არის, მთავარი სიყვარულის ისტორიაა, რომელსაც ეს სიმღერა მოგვითხრობს. თითოეულ ენაზე სიყვარულის განსხვავებულ ისტორიას ვაწყდებით. თურქულ ვერსიაში უშკუდარში (ქალაქია თურქეთში) მიმავალი კლერკისადმი ქალის გამოუთქმელ სიყვარულზე მღერიან. ბერძნულში თორმეტი წლის “ნიმფეტკის” ხალის სილამაზით დატყვევებული ჯეელის გმინვას ვისმენთ, არაბული ვერსია ალექსანდრიელი (ალექსანდრია არაბულად “ისქანდარია” ყოფილა!) ლამაზმანების ამბავს მოგვითხრობს… ერთი სიტყვით ეს გახლავთ მულტიკულტურული სიმღერა, რომელიც განასხვავებს კიდეც ხმელთაშუაზღვისპირეთის ხალხებს და ამავდროულად აერთიანებს მათ. თუ გემოვნებაზე მიდგა საქმე, მე ყველაზე მეტად თურქული და სერბული ვარიანტები მომეწონა. თუმცა ვაცნობიერებ რა იმას, რომ გემოვნებაზე დავობენ, ჩემს ხელთ არსებულ ყველა ვერსიის ბმულებს შემოგთავაზებთ Youtube-იდან და თავად განსაჯეთ:

Advertisements

Written by linguistuss

March 26, 2009 at 1:25 am

15 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ეს ტექსტის თარგმანი:

    The beautiful girl with black eyes walked in the
    street…her face shined like the moon and lighted all the boulevard. I wanted to speak with her…but she insuted me because her father was in the station…nswering to my greeting she beat me with her umbrella. Why did you hit me..my love? You know that I love you so much..If you want to show me your love we haven’t any other way to meet us!
    I’ll wait for you all the night till the sunrise..and the same the day after..till our love will triumph!

    linguistuss

    March 26, 2009 at 11:13 am

  2. დავეცი!!!!!!!!!!
    უმაგრესი პოსტია, ბევრი რამ ისეთი გავიგე, წარმოდგენაც რომ არ მქონდა, გარდა იმისა, რომ ამ სიმღერის თურქული ვერსიის ინსტრუმენტალი მაქვს მპ3 დიდი ხანია და ახლა ისღა დამრჩენია ყველა სხვა მპ3 მოვძებნო და ნირვანაში გადავეშვა :)
    დიდი მადლობა და გაიხარე!!!!!!!!!!!!!!!!!!! :)

    Alexarder

    March 26, 2009 at 4:05 pm

  3. ხო და დამავიწყდა, მგონი ნინო ჩხეიძეს საქმე გამოუჩნდა, ყველა ენაზე თუკი არსებობს ეს სიმღერა, ქართულადაც აშკარად საჭიროა :):):) და კიდევ, რატომღაც ინტუიცია მკარნახობს, რომ ამ ჩამოთვლილი ენების გარდა კიდევ რამდენიმე სხვა ენაზეც უნდა იყოს ანალოგი :)

    Alexarder

    March 26, 2009 at 4:07 pm

  4. ამიტომაც მიყვარს ეს ბლოგი, დროდადრო რომ მაგარ საინტერესო რაღაცეებს გვთავაზობს ხოლმე :) პოსტი გენიალურია, სიმღერები უმაგრესი, ლადინოს ენა სასწაული, განსაკუთრებით, როცა გარკვევით ისმის ინგლისური და ფრანგული სიტყვები, მელოდია… მელოდიაზე ვიტყოდი, რომ არის ეტყობა მასში რაღაც ზებუნებრივი, რაც უბრალოდ ადამიანის ხელით, ან უბრალო ადამიანის ხელით ვერ შეიქმნებოდა, რადგანაც მოახერხა და ამდენი სრულიად ერთმანეთისგან განსხვავებული ერებისთვის გამხდარიყო საკუთარი. დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს პოსტი ჩემთანაც გამოვაქვეყნო ავტორის და ბლოგის მისამართის მითითებით, თუ რა თქმა უნდა, ლინგვისტუსი, თანახმა იქნები.

    სოსო

    March 26, 2009 at 4:51 pm

  5. საინტერესოა ძალიან, ლამაზი მელოდიაცაა, მაგრამ ნებისმიერი ქართული ხალხური სიმღერა ათი თავით მაღლა დგას!

    gebi

    March 27, 2009 at 11:54 am

    • აბა აბა, სად ესმით ამ გოიმ ესპანელ ებრაელებს, რომ კახურ მრავალჟამიერს უნდა უსმინონ, თუ ჭესმარიტ ხელოვნებას უნდათ ეზიარონ…

      Alexarder

      March 27, 2009 at 12:00 pm

      • რას ერჩი კახურ მრავალჟამიერს? ყოვლად უადგილო ცინიზმი იყო.

        linguistuss

        March 27, 2009 at 12:05 pm

        • არაფერსაც არ ვერჩი, რა სისულელეა, ძალიან მაგარია, მაგრამ რა შუაში იყო ამ სტატიასთან ქართული სიმღერა, სადმე რამე საბაბი იყო, რომ ასეთი კომენტარი გაკეთებულიყო?, შესაბამისად, მაპატიეთ თუ ცინიზმის ფორმა მიიღო ჩემმა კომენტარმა, მაგრამ ყველაფერში ქართულის გარევა და შაჰ აბასის ქართველი ბებია, და მამლუქები ყოველ წუთს და ყოველ წამს… რა უბედურებაა… მართალია ცინიზმის გარეშე, მაგრამ ანალოგიური კომენტარი ხომ შენც გააკეთე :)

          Alexarder

          March 27, 2009 at 12:08 pm

          • სიმღერასთან რა კავშირშია შაჰ აბასის ბებია-მამიდები?

            gebi

            April 9, 2009 at 4:21 am

    • გემოვნებაზე დავობენ, ამასთან ობიექტური კრიტერიუმებით სიმღერების შედარება შეუძლებელია. შესაბამისად ამ განცხადებას ურა–პატრიოტიზმის სუნი ასდის. თუმცა მე ქართული ხალხური სიმღერებიც მომწონს, მაგრამ ყველა არა :)

      linguistuss

      March 27, 2009 at 12:03 pm

  6. ამ სიმღერის ლადინო ვარიანტის და ბევრი სხვა საინტერესო მპ3–ების გამოწერა შეგიძლიათ ამ ლინკიდან

    http://www.biliyoruz.net/yabanci-full-albumler/56662-putumayo-presents-serisi-su-anda-142-tane.html

    Alexarder

    March 27, 2009 at 12:17 pm

  7. ეს კიდევ ერთი ვარიანტი სიმღერისა http://www.youtube.com/watch?v=EmUB6a2hlYE
    ამტკიცებენ, რომ ავღანელი უზბეკების სიმღერააო, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ ტექსტი უზბეკურ ენაზე იყოს, უფრო ფარსისთანაა ახლოს მგონი :)

    სოსო

    August 15, 2009 at 5:07 pm

  8. რა ვქნა, ეს სიმღერა ძალიან მომწონს და ხშირად სხვადასხვა ვერსიებს ვუსმენ ხოლმე. ამჯერადაც მინდა ერტი საინტერესო ვერსია გაგაცნოთ – იაპონელები მღერიან :) იაპონელი ბავშვები მღერიან თურქულად. აგერ ლინკიც http://www.youtube.com/watch?v=-CYIiTd8YxI

    სოსო

    September 7, 2009 at 5:08 pm

  9. მე ლადინო და თურქული მომეწონა.
    თუმცა შორეული ინდური კონტურები ჩანს მაინც. წარმოიდგინე ეს მელოდია შანკარის შესრულებით და უცბად მიხვდები ფესვი ვისია.
    ისიც საინტერესოა, რომ ყველას თავისი ჰგონია. ეგეც გლობალიზაცია.
    თუმცა ქართველს ნაღდად ვერ ეგონება თავისი, მიუხედავად იმისა, რომ თურქთან სხვაზე ნაკლები კონტაქტი არ გვქონია. ეს ფენომენი მართლა აღსანიშნავია, თუმცა უადგილოდ არაფერი ვარგა.
    გამონაკლისი კი ჩვენშიც მოიპოვება, მაგალითად – ერთხელ გიორგი კანდელაკი იგონებდა – რო გავიმარჯვე, ჰიმნი მთხოვეს დასაკრავადო. არ მქონდა და ბიჭებს შალახო გამოვართვი და კვარცხლბეკზე ის დამიკრესო. რა უჭირსო, მაინც ქართულიაო…
    და კიდევ – თუ ვინმეს მოგეძევებათ ნიკო შარაბიძის მიერ ნამღერი – ჩუხჩუხით ჩამორბოდა რუ დაბალი კორდის ძირს.
    ეგ სიმღერა მე იმერული მეგონა და შვედური ყოფილა.

    კობა

    September 8, 2009 at 9:58 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: