ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

მონეტა

with one comment

გალთა შემოსევის შემდეგ, ლუციუს ფურიუსმა იუნონას საპატივსაცემოდ რომის ბორცვზე, კაპიტოლიუმზე ააგო ტაძარი. ტაძრის აშენების ადგილი სპეციალურად იყო შერჩეული. ეს სწორად ის ადგილია, სადაც მანლიუსმა პირველად შეიტყო ბატების ყიყინი, მოგეხსენებათ ბატების ყიყინმა რომი მტრის თავდასხმას გადაარჩინა. დროთა განმავლობაში იუნონას ტაძარი ზარაფხანად იქცა და იქ მოჭრილ რომაულ ფულს “მონეტა” ეწოდა, ვინაიდან “მონეტა” იუნონას ერთ–ერთი ზედწოდება იყო.

იუნონას ტაძარში მოჭრილ მონეტებზე ამოკვეთილი იყო იუნონა ჩაქუჩით, გრდემლით, დუგმებით და ყალიბით გარემოცული (ამის შესახებ ციცერონი წერს “De Divinitate”–ში).  საინტერესოა ისიც, რომ ძველ საბერძნეთში პირველ მონეტებზე ხარის გამოსახულება იყო გამოსახული. აქედან მომდინარეობს ძველი ბერძნული გამოთქმა: “ხარი ენაზე”, რაც მოქრთამვას ნიშნავს.

ამონაწერი  E. Cobham Brewer–ის “Dictionary of Phrase and Fable”–დან (1898)

Advertisements

Written by linguistuss

April 1, 2009 at 12:09 pm

One Response

Subscribe to comments with RSS.

  1. საინტერესოა…

    Annie**

    July 15, 2009 at 7:45 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: