ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

კარლოს დიდის სპილო

with 3 comments

ფრანკთა იმპერიის დამაარსებელი კარლოს დიდი, იგივე შარლემანი, მიუხედავად იმისა, რომ განათლებულობით ვერ დაიკვეხნიდა, ბუნებით ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანი ყოფილა. ცნობისმოყვარეობას ახირებულობაც ერთვოდა თან და მისი ეს თავისებურება დიდ განსაცდელში აგდებდა თურმე მის ქვეშევრდომებს.

ერთხელ დიდი მონარქისათვის აღმოსავლეთიდან ჩამოტანილი სპილოს ეშვი უჩვენებიათ და სპილოს ეშვით ისე მოხიბლულა ფრანკთა იმპერატორი, რომ განუცხადებია, ყველაფერს ვიღონებ და ამ უჩვეულო ცხოველს მაინც ვნახავო. სწორად ამისათვის 797 წელს ბაღდადში საგანგებო დიპლომატიური მისია გაუგზავნია, ხალიფა ჰარუნ არ–რაშიდის კარზე.

იმხანად ასეთი მოგზაურობა ძალზედ სარისკო იყო და გმირობის ტოლფასი გახლდათ. ელჩებმა ბევრი იარეს თუ ცოტა იარეს, ცხრა მთა და ცხრა ზღვა გადაიარეს და დიდი ტანჯვა–წვალების შემდეგ, 801 წელს ჰარუნ არ–რაშიდს ესტუმრნენ. აახენიდან ბაღდადამდე ჩასვლას მათ ოთხი წელი მოანდომეს. არაბეთის ბრძენ და გულუხვ ხელმწიფეს უარი არ უთქვამს კარლოს დიდის თხოვნაზე და ელჩებისათვის აახენში განსაკუთრებული საჩუქარი, სპილო გაუტანებია.

საინტერესო ის არის, რომ უკანა გზაზე გახარებულმა ელჩებმა 2 წელიწადი დახარჯეს და 802 წლის 20 ივლისს სპილო სახელად აბუ–ლ–აბასი ფრანკთა იმპერიის დედაქალაქში, აახენში ჩაიყვანეს. თვინიერმა მხეცმა კარლოს დიდის კარზე 8 წელიწადი იცხოვრა და რომ არა კარლოს დიდის კიდევ ერთი ახირება, რომელიც იმაში გამოიხატებოდა, რომ ამ საწყალ ცხოველს სულ თან “დაათრევდა”, ვინ იცის უფრო მეტიც ეცოცხლა.

810 წელს დიდი მონარქი, საქსონიაში კიდევ ერთხელ გაემგზავრა და რეინის გადალახვისას სპილოს უკანასკნელი ოხვრა აღმოხდა. საინტერესოა ისიც, რომ ამ ფაქტს იმდროინდელმა ჟამთააღმწერლებმა ჯეროვანი ყურადღება დაუთმეს და დიდ ფოლიანტებში ასე ჩაწერეს: “იმავე წელს, როდესაც სპილო გარდაიცვალა, გარდაიცვალა იტალიის მეფე პიპინი”… ერთი სიტყვით ზოგჯერ სპილოები უფრო უკეთესად ცხოვრობენ ვიდრე ადამიანები.

Advertisements

Written by linguistuss

April 6, 2009 at 10:53 am

3 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. უკანა გზაზე ალბათ სპილოზე შესხდნენ :)

    keti

    April 6, 2009 at 1:50 pm

  2. შემიყვარდა კარლოს დიდი თავისი ახირებების გამო :) და ცხოველის მიმართ ასეთი სიყვარულის გამო :ჵ :)

    ხოდა გამგზარებამ იმიტომ წაიღოდიდი დრო რომ არ იცოდნენ გზა :ჵ უკან ხცამოსვლისას კიდე კი ქონდათ უკვე გამოცდილება :) თან ფიქრობდნენ ოღონდ ეს სპილო გზაში არ მოგვიკვდეს და ჩავაღზიოთ დროზე ადგილამდეო :D

    Katten Försvann

    April 6, 2009 at 2:53 pm

  3. მაგარი ისტორიაა! ძალიან მომეწონა! :D


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: