ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ოქროს ბუ

with 12 comments

გუშინ სახლში რომ დავბრუნდი თორმეტი ხდებოდა. მანქანა კორპუსთან გავაჩერე. ძრავი გამოვრთე. მანქანიდან გადმოვედი და სადარბაზოსკენ გავემართე. იქვე კორპუსთან ხუთი ჯეელი შევამჩნიე, ოდნავ შეზარხოშებულ მდგომარეობაში. სადარბაზოში არ ვიყავი შესული, რომ უცებ მესმის: – ჰეი, ჯიგარო ერთი წუთით, თუ შეიძლება! –ფიქრებში ვიყავი ჩაძირული და უცებ გამოვერკვიე. გარშემო სრული სიცარიელე და ჩაცუცქული ჯიგრები რომ შევამჩნიე ცოტა არ იყოს შევცბი, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე და ვკითხე, გისმენთ რა გინდათ მეთქი…

არადა, უკვე რამდენი წელია ასე არ მოუმარავთ ჩემთვის. უკანასკნელად ასე, ათიოდე წლის წინ გამაჩერეს და მაშინ ზარი გამაშვებინეო მითხრეს. ჰოდა, ამჯერადაც განვეწყე, რომ რაღაც მსგავს მკითხავდნენ და წავიდოდა ძველბიჭური კატეხიზმოს დეკლამაცია. თავში მოსალოდნელი ძველბიჭური პარტიის რამდენიმე სვლა ამომიტივტივდა და დაველოდე თუ რა დებიუტს შემომთავაზებდა ბორდიურის მიღმა მჯდომი უცნობი…

ათიოდე ნაბიჯი გადავდგი და ჯეელთა ჯგუფს რომ მივუახლოვდი აღმოვაჩინე, რომ არც ერთი არ მეცნობოდა სახეზე, რამაც კიდევ უფრო მკაფიო გახადა მოსალოდნელი ძველბიჭური საჭადრაკო პარტიის მოსალოდნელობა “ზარი გამაშვებინეს” თემაზე… ერთი სიტყვით, ამ ფიქრებში ვიყავი გართული, რომ უცნობმა პირველი ნაბიჯი გადმოდგა და მეკითხება: – ჯიგარო, შენ ის არა ხარ, ოქროს ბუ?! – უცებ ადგილზე გავქვავდი, ეს დებიუტი ჩემთვის უცნობი იყო, ვერ მივხვდი თუ რა ოქროს ბუზე იყო საუბარი და ის იყო, უარის ნიშნად თავი უნდა გამექნია, რომ უცებ ჩემს თავში გაანათა და ვუთხარი კი, ოქროს ბუ ვარ მეთქი. უცნობი გაიბადრა და ქართული ენის ძველბიჭურ დიალექტზე რაც კი დაშაქარული სიტყვები ჰქონდა გადმოალაგა… აიო, არ მეგონაო თუ ასეთი ჭკვიანი ადამიანები ვარკეთილში იჩითებოდნენო, შენ შემოგევლეო, სასიამოვნოა შენი გაცნობაო, მე მამუკა მქვია ძმაუ–ო… თუმცა მე მას არ ვუსმენდი, გაოცებისაგან ადგილზე ვიყავი გაშეშებული და სანდომიანი სახით ვიღიმოდი…

ასეთი გაოცებული და მომღიმარი დავშორდი უცნობებს და სადარბაზოში რომ შემოვედი ზურგს უკან მათი საუბრის ექო აქა–იქ სწვდებოდა ჩემს ყურებს. ერთმანეთს ეუბნებოდნენ ესო ის არისო, ოქროს ბუო, მეორე კი პასუხობდა – ოქროს ბუ კი არა “სად, რა, როდის” არისო, თუმცა ლიფტის კარი გაიღო და უცნობები გაუჩინარდნენ…

Advertisements

Written by linguistuss

April 8, 2009 at 1:53 pm

12 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მართლა ოქროს ბუ ხარ, ვახო! :) თან ვარკეთილელი ოქროს ბუ, რომელიც, თურმე, ჩემ ახლოს ბინადრობს და არც კი ვიცოდი! :)

    კანარიო

    May 10, 2010 at 4:46 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: