ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ჩურჩხელა

with 16 comments

გახსოვთ ალბათ 2000–იან წლებში თბილისში დაარსებული პანკ–ჯგუფი “შუქი მოვიდა”, რომელიც ფრანგმა ფრედერიკ პაიანმა დააარსა. შეიძლება ისიც გახსოვთ, რომ ამ ჯგუფს აქვს ასეთი სიმღერა სახელწოდებით “ჩურჩხელა”, სადაც ქართული კულინარიის ეს შედევრი ხან სანთელთანაა შედარებული და ხან კი – სნიკერსთან. თავად ფრედერიკმა კი ერთ–ერთ ინტერვიუში განმარტა, ეს ნამდვილი ამბავიაო, საფრანგეთში ჩურჩხელები წავიღე და სანთლები ეგონათო…

სულ მაინტერესებდა თუ საიდან მომდინარეობს ასეთი კეთილხმოვანი სიტყვა, რომლის ანალოგი სხვა ენებში არ მეგულება, თუმცა ჩემმა თანამშრომელმა, ბატონმა პლატონ ჯანჯღავამ, ჩვენს პროგრამისტთა რიგებში სამეგრელოს საამაყო წარმომადგენელმა, ასეთი რამ მითხრა – აღმოჩენა გავაკეთეო, – თავიდან მეგონა, რომ საუბარი მონაცემთა ბაზებზე, ან პროგრამირებაზე წავიდოდა, მაგრამ ჩემდა გასაკვირად მან ასეთი რამ მითხრა: – სიტყვა ჩურჩხელის წარმოშობის საიდუმლო ამოვხსენიო, “ჩხურ” – მეგრულად ცივია და “ჩხე” – ცხელიო. “ჩხურჩხელა” კი დაახლოებით განაცივებ–განაცხელები იქნებაო, ჰოდა ჩავფიქრდი. არ ვიცი თეორია რამდენად შეესაბამება სინამდვილეს, თუმცა საინტერესო და ლამაზი ვერსიაა…

Advertisements

Written by linguistuss

April 23, 2009 at 3:32 pm

16 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მე კიდევ ეგ ”ჯანჯუხა” მეგრული მეგონა :)
    დარწმუნებული ხარ რომ გურულებმა იციან? :-)
    თვითონ ფორმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ და დავწვრილმანდებით ჩურჩხელის გარეგნული იერსახეობით, მაშინ შეიძლება სწორედ ”ჯანჯუხა” იყოს კაი სახელი :-)
    ამასაც აქვს მეგრული ახსნა :) ეს სიტყვა დაახლოებით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც მაგალითად ”რაღაც ძლივს აწყობილი”, ”რაღაც უსახური”, ”უშნოს ნაირი” და ა.შ.
    შეიძლება გავაიგივოთ მეგრულ სიტყვასთან ”ნაჯვართა” ანუ დიდი წვალების გარეშე გაკეთებული :-)

    Platon

    May 14, 2009 at 11:28 am

  2. ვააა, პლატონ ჯანჯღავა ჩემი მასწავლებელია!!! რა აღმოჩენა გაუკეთებია, ყოჩაღ..ნუ რა მასწავლებელი მყავს!!!!

    ლიკა

    May 14, 2009 at 8:24 pm

    • ეგ აღმოჩენა შენს მასწავლებელს არ გაუკეთებია!
      მისმა შვილმა აღმოაჩინა ანუ მე!
      სკოლაში გასწავლის მამაჩემი თუ უნივერსტეტში? :-)

      Platon

      May 18, 2009 at 12:47 am

  3. ჯანჯუხა მეგრული სიტყვაა, გურულში ბევრია კოლხიზმები. “ჯანჯუხა” ასევე ფიქსირდება გურიასთან ერთად, აჭარასა და ქვემო იმერეთშიც.

    ჯანჯუხა – ჩურჩხელა, ჩანჩუხი, ასხმულა (რისიმე). ალიო ქობალია, მეგრული ლექსიკონი, 2005

    ჯანჯუხა (ჯანჯუხას) ჩურჩხელა. შდრ ქვ.იმერ., გურ.,აჭარ. ჯანჯუხი ჩურჩხელა (ი.ჭყონ.; დიალექტ.,გვ.661); გურ. ჯანჯუხა ჩურჩხელა(ს.ჟღ.). ოთარ ქაჯაია, მეგრულ-ქართული ლექსიკონი.

    Margalona

    December 1, 2012 at 2:00 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: