ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ვაკეში და საბურთალოზე

with 13 comments

დღეს სამსახურიდან სახლში რომ ვბრუნდებოდი, საცობში მდგომს უცბად იდეა მომივიდა და იმდენად გავერთე, რომ სულ გადამავიწყდა საკნებიც, საცობებიც, ინტერნეტში ნანახი ფარული ჩანაწერებიც და ყველაფერი ის რითაც ეს ბოლო დღეებია გაჯერებულია ჩვენი ყოველდღიურობა. უცებ წარმოვიდგინე, რომ ვარ უცხოელი და ქართულის სწავლა ახალი დაწყებული მაქვს. დავამუღამე ეს მწკრივები, სერიები, თემის ნიშნები, თანდებულები, ერთი სიტყვით გრამატიკური მასალა სრულად ავითვისე და დავსახლდი თბილისში. ბუნებრივია თბილისის ტოპონიმიკა ასევე უნდა აისახებოდეს იმ ენაზე, რომელსაც ვსწავლობ და სადაც ჯერ–ჯერობით ყველაფერი წესების მიხედვითაა. ჰოდა დამებადა შეკითხვა რატომ არის, რომ ზოგ შემთხვევაში “ზე” თანდებული გამოიყენება და ზოგში კი – “ში” თბილისის სხვადასხვა უბნებისა თუ კომპაქტური დასახელებების მიმართ?!

ამ შეკითხვამ სრულიად გააქრო გარშემო საცობიც და მანქანებიც. მანქანის მართვა ავტოპილოტურ რეჟიმში გადავრთე და დავიწყე გახსენება. ჩემი დაკვირვებით თბილისის უბნები ორ ნაწილად იყოფა – 1) “ზე”–ს ჯგუფი და “ში”–ს ჯგუფი. მაგალითად ყოველთვის ვამბობთ ვერაზე, საბურთალოზე, ზეემკაზე, პროსპექტზე, თემქაზე და არასოდეს – საბურთალოში, თემქაში და ა.შ. ასევე ვამბობთ გლდანში, ვაკეში, ავლაბარში და არა – ვაკეზე, ავალაბარზე და ა.შ. დამაინტერესა თუ რა არის ამის მიზეზი და არსებობს თუ არა რაიმე განმასხვავებელი ნიშანი, ან წესი რომლის მიხედვითაც უბნის დასახელებით, მაგალითად თემქის, ეგრევე გავარკვევთ თემქაზე ვცხოვრობ თუ თემქაში. ასეთი ვერც წესი ვიპოვე და ვერც განმასხვავებელი ნიშანი, ჰოდა ყველაფერი ამის დასასრულს შვებით ამოვისუნთქე, რომ ქართველი ვარ, თბილისში დაბადებული და გაზრდილი და რომ შესაბამისად ამის გამო თბილისის უბნების სიის დაზეპირება არ მიწევს, თუ რომელ უბანს რა თანდებული შეესაბამება…

პ.ს არადა მართლა საინტერესოა რა მიზეზი განაპირობებს ამ ყველაფერს, ან თუ არსებობს ეს მიზეზი?!

Advertisements

Written by linguistuss

May 6, 2009 at 3:32 am

13 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. საინტერესოა.

    ისიც საინტერესოა რუსთაველებს თუ აქვთ მსგავსი განსხვავებები.

    სიტყვაზე 21, 17, 18 როგორ ითქმის? 21-ში მივდივარ, 18-ზე და 17-ამდე?

    Bas

    May 6, 2009 at 5:33 am

  2. უნგრულშიც მასეა :)
    გარდა ამისა მაგალითად მიმარტულებას რომ ამბობ რაიმე ქალაქში წასასვლელად იქაც კი ზანდახან -კენ ვიყენებთ და ხანდახან -ში . :)

    ქართულში წესი არაა, არც უნგულში. რომ ვკითხულობ ასე რატომაათქო პასუხია – ასეა ტრადიციულად :D :D :D

    პ.ს. მიყვარს ენები რომლებიც წესებს არ ექვემდებარებიან :)

    Katten Försvann

    May 6, 2009 at 12:42 pm

  3. არადა, “ვაკეზე” უფრო მართებული იქნებოდა :)

    keti

    May 6, 2009 at 12:54 pm

  4. ინგლისურშიც იგივეა, “at” და “in”-ზე. უბრალოდ ჯდები და საკმაოდ დიდ სიას იზეპირებ ან პრაქტიკიდან მოდის თავისით.

    Lola

    May 6, 2009 at 5:04 pm

    • ვერააა, ვერ იზეპირებ. მე ვერ ვიზეპირებ. გამიშრო სისხლი ინგლიურმა აგერ უკვე მერამდენე წელია, მასეთი საშინელი ენა ჯერ არ შემხვედრიაა :(

      Katten Försvann

      May 6, 2009 at 5:11 pm

  5. ეგ ალბათ გეოგრაფიულ მდებარეობაზეა დამოკიდებული – საბურთალო, თემქა, პლატო და ა.შ. უფრო მაღლობზეა განლაგებული. აქედან გამომდინარე მოვიხსენიებთ -ზე თანდებულით. ეგ ჩემი მოსაზრებაა, თუმცა, თბილისს კარდად არ ვიცნობ და ყველა უბნის სახელწოდებაც არ ვიცი… შესადზლებელია ვცდებოდე კიდეც…

    Ladybird

    May 6, 2009 at 7:47 pm

    • ეგ მეც ვიფიქრე, მაგრამ ეს თეორია კონსისტენტური არ არის…

      linguistuss

      May 6, 2009 at 11:26 pm

  6. აუ მაგაზე მეც ძალიან ბევრი მაქვს ადრე ნაფიქრი და დღემდე ვერ ვხდები რა ლოგიკით არის თანდებულები შეთავსებული უბნების დასახელებებს. თუ გაარკვიე რამე, შემატყობინე.

    Kate

    May 6, 2009 at 9:40 pm

  7. ლოლ
    არადა მაგაზე არასოდეს არ მიფიქრია
    და რომელ ჭკუათ მყოფელ უცხოელს მოუვა აზრად ქართულის ეგრე სწავლა, რომ უბნების თანდებულებზეც დაიწყოს მერე ფიქრი? )))
    მდაჰ, კაცები ბევრს ფიქრობთ
    ზედმეტად ბევრს )))

    piccolina

    May 6, 2009 at 11:08 pm

    • რა შუაშია ახლა კაცები რამდენს ფიქრობენ ზოგადად. ადამიანი არის ლინგვისტი და შეასაბმისად ამუღამებს ეგეთ რამეებს :D

      Lola

      May 6, 2009 at 11:22 pm

  8. ამაზე ხშირად მიფიქრია, მაგრამ ახსნა აშკარად არ აქვს. არაფერ შუაშია რამდენად მაღალზეა უბანი. მაგ. სოლოლაკ-ში, მთაწმინდა-ზე, იარმორკა-ზე, მეიდან-ზე. (ნუ, მეიდანი დავუშვათ მოედნის გამო -ზე-ს ითხოვს, მაგრამ სოლოლაკი, მთაწმინდა დაახლოებით ერთ “სიმაღლეზეა” :o))
    ალბათ ისევე გამონაკლისების პრინციპით უნდა დაიმახსოვრონ. ან შეიძლება, თითოეული უბანი ეტიმოლოგიურად გაშიფრო და მერე დასკვნა იქედან გამოიტანო.
    დავფიქრდი და სოლოლაკი მაინც ვერ ავხსენი…

    Lisa

    May 7, 2009 at 1:59 am

  9. მოგცლიათ :)

    fiqro

    May 7, 2009 at 2:59 pm

  10. მე დიდი ხანი ვეძებდი პასუხს და ბოლოს მერაბ ღაღანიძემ მიპასუხა:
    აქ ადგილის ეტიმოლოგიაზეა ყურადღება გასამახვილებელი. მათი შექმნის ისტორიაზე, რომელიც შემდგომ სიტყვებს გამოყვათ.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: