ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

მკერდის ზომის და IQ-ს ღვთაებრივი პროპორცია

with 7 comments

ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერ–თანამშრომლებმა 2009 წლის აპრილში უნიკალური კვლევა ჩაატარეს. ისინი სამი წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ კვლევის ფარგლებში მოწვეულ ათი ათას ქალბატონს და მათ აი–ქიუს კოეფიციენტს ზომავდნენ. შემდგომ მოწვეულ ქალბატონებს სრულიად უსასყიდლოდ მკერდს ორი ზომით უდიდებდნენ სილიკონის საშუალებით და აგრძელებდნენ დაკვირვებას მათ გონებრივ შესაძლებლობებზე. აღმოჩნდა, რომ მკერდის გადიდება უარყოფითად მოქმედებს ქალთა გონებრივ პოტენციალზე.

ფიზიოლოგი ნენსი ბეიტსი ტორონტოს უნივერსიტეტიდან მივიდა დასკვნამდე, რომ მკერდის ზომის, კერძოდ მკერდის მასის გადიდება იწვევს დამატებით დაჭიმულობას ჰიპოკამპუსზე, რაც თვის მხრივ აღგზნების კერებს აჩენს ბროკის ველში, რის შედეგადაც ლოგიკური აზროვნების უნარი ქალთა შორის იკლებს. ნენსი ბეიტსი სილიკონს ირაციონალურობის შავ ხვრელს უწოდებს, რომლის გამოკვლევაც მისი აზრით XXI საუკუნის კულტუროლოგიური ფენომენი უნდა გახდეს.

ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი კენეტ ირვინგი ამ ფენომენში უფრო ზოგად სურათს ხედავს და ამბობს, რომ ბუნებაში ყოველთვის დაცულია ღვთაებრივი პროპორცია (ჩვენში ოქროს კვეთის სახელით ცნობილი), რომლის რიცხვით მნიშვნელობა 0.618-ის ტოლია. მკერდის გადიდების შედეგად აი–ქიუს კლების საშუალო კვადრატული გადახრა კი 39 %–ს შეადგენს, რაც კენეტ ირვინგს აძლევს საშუალებას ივარაუდოს, რომ მკერდის ზომა და აი–ქიუ შენახვად სიდიდეებს წარმოადგენენ ადამიანის გენომში. მისი განცხადებით ეს ორი რამ ერთმანეთს აბალანსებს და ავსებს, მსგავსი კოჰერენტულობა კი ჩვენი სამყაროსათვის ძალიან დამასახიათებელი მოვლენაა. თვალსაჩინოებისათვის კანადელ მეცნიერს სოფია კოვალევსკაია, მარია სკლოდოვსკაია კიური, ბერტა კინსკი მოჰყავს, რომელთა მკერდის ზომა არ აღემატებოდა 36A–ს, ამ ქალბატონების გონებრივი მონაცემები კი დღემდე გაკვირვებას იწვევს სამეცნიერო წრეებში.

p.s. მასალა აღებულია Ni2 News–იდან.

Advertisements

Written by linguistuss

May 8, 2009 at 10:42 pm

7 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ვა!!! ზუსტად მაგ ზომაში ვეტევი მგონი, ხომ იცით?? :D:D თან აიქიუც მიწყობს ხელს… :D

  2. ვა რა საინტერესოაა :O

  3. მდაჰ
    მკერდიც მაქვს და აი ქიუშიც კაი შედეგები მაქვს )))
    გამოდის, რომ ან ზედმეტად განვივითარე აი ქიუ, ან მკერდი არც ისეთი კაი ზომის მაქვს, როგორიც მგონია
    ორივე გამორიცხულია, იმიტომ, რომ აი ქიუ რაც ჩადებულია იმაზე მეტად ვერ განვითარდება და მკერდზე სხვების კარგ შეფასებებს მაძლევენ
    გამოდის, რომ მკვლევარები ცდებიან )))
    მითუმეტეს, რომ რაღაც დონეზე ასული აი ქიუ მერე არ კლებულობს იდეაში )))
    ნუ ფსიქოლოგიაში ეთ ლისთ ეგრეა

    piccolina

    May 9, 2009 at 4:29 am

  4. :))))))))))
    ჰეჰე რაღა უჭირთ აწი პატარამკერდიან ქალებს.
    კიდე კაი კიურის დროს არ იყო სილიკონი თორემ რა ეშველებოდა მსოფლიო ფიზიკას

    fiqro

    May 9, 2009 at 12:27 pm

  5. იი ნუ გვაბოლებთქო რაა :P ეგეთი კვლევები სუფთა მახათის დანიშნულებას ატარებს

    koshmari

    May 9, 2009 at 8:34 pm

  6. ni2 news-ს თუ დავეყრდნობით შორს ვერ გავფრინდებით იეღოვა გვეუბნება :)

    fiqro

    May 13, 2009 at 1:18 am

  7. საინტერესოა, მე ფსიქოლოგი ვარ და როგორც ფსიქოლოგმა შეიძლება ივარაუდო მიზეზი რომელიც მარტო ფიზიოლოგიური ცვლილებებით არ იქნება ახსნილი. იმის თქმა მინდა , რომ არაა გამორიცხული , რომ ქალს რომელსაც მკერდი ეზრდება ”ქალური” განწყობები უფრო უაქტიურდება ვიდრე ინტელექტუალური და ინტელექტის ცვლილებაც ამიტომ ჩნდება IQ ტესტში. მაგალითად მე, როდესაც ჩემს პროფესიასთან დაკავშირებით ფიქრი და სერიოზული გადაწყვეტილების მიღება მიწევს, ”სადად” ვიცმევ და ვარცხნილობასაც შესაბამისს ვიკეთებ, რადგან დავაკვირდი რომ ასეთი გარეგნული სახე უფრო მეხმარება აზროვნებაში და პირიქით,ხელს მიშლის აქსესუარები და სხვა ასე საყვარელი ”ქალური კომპონენტები” ეს კი უზნაძის ”განწყობითაც” შეიძლება იოლად აიხსნას და არა მარტო ჰიპოკამპუსით.

    ნინო

    May 22, 2009 at 10:00 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: