ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

მენაკის ბლოგი

with 5 comments

ამ ბოლო დროს მენაკის ბლოგი აღმოვაჩინე და მინდა მადლიერების სიტყვები გამოვთქვა ამ ქალბატონის მიმართ. შემდეგ გავიგე, რომ საბუნიას დედა ყოფილა. განსაკუთრებით საბას ბლოგზე გაკეთებულმა წარწერამ მომხიბლა: დედაჩემის ბლოგი! მენაკის ბლოგზე ხშირად ჩნდება პოსტები, რომელთა პათოსი ასეთია: ვიმეტყველოთ სწორად შვილებო! ძალიან ხშირად სასარგებლო მაგალითებით ატკბობს ხოლმე ჩემნაირი ლინგვისტუსების თვალებს. ძალიან ბევრი მაგალითი საინტერესო და სახალისოა ხოლმე ამ ქალბატონის ჩანაწერებში… ერთი სიტყვით უკვე დროა, რომ დედაჩემმაც გააკეთოს ბლოგი, და არამხოლოდ დედაჩემმა, ყველას დედამ, მამამ და ბებიამაც კი. ამით აღვადგენთ ჩატეხილ ხიდებს თაობებს შორის და იქნებ ჩვენც გვეშველოს და იმათაც…

უკანასკნელ პოსტში არის ასეთი პასაჟი:

გუშინ საბამ მკითხა: ხომ, ნამდვილად გამიხარდაა სწორი ფორმა, იმდენად ხშირად წერენ გამეხარდა, რომ ზოგჯერ ეჭვი მეპარებაო. სწორი ფორმაა – გამიხარდა, გამიხარდება.

ამასთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი დავტოვე მენაკის ბლოგზე:

მე კი მაინც ჩემს აზრზე ვრჩები და მიმაჩნია, რომ ენის ლოგიკურ ჩარჩოებში მოქცევა დანაშაულია. სწორად გამონაკლისები აქცევს ენას ცოცხალ სუბიექტად და განასხვავებს ისეთი ეკლექტიკური მახინჯობისგან, როგორიც ესპერანტოა. მაგალითისთვის ახლა ექსპერიმენტი ჩავატარე და ვეძებდი სიტყვებს “ავღნიშნე” და “აღვნიშნე”. საოცრებაა, თუმცა ფაქტია 50 / 50 –ზეა გამოყენებითობის თვალსაზრისით ეს სიტყვები: 14,400 გვერდი მოძებნა “აღვნიშნე”–ზე და 15 000 – “ავშნიშნე”–ზე. ეს კი იმას ამბობს, რომ ძალიან მალე, ასე 50 წელიწადში “ავღნიშნე” გახდება სწორი ფორმა და იქნება გამონაკლისი…

ენაში ამგვარი ტენდენციური შეცდომა იწვევს ენიც ცვალებადობას, რაც თავისთავად ხაზს უსვამს ენის სიცოცხლეს. კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან თქვენი ნებართვით. ლათინურ ენაში არსებობდა სიტყვა calidus (კალიდუს), რაც “ცხელს” ნიშნავს. ამ სიტყვამ სახე იცვალა და თანამედროვე ფრანგულში chaud (შო) გადაკეთდა. საინტერესო კი ის არის, რომ ხელნაწერ წყაროებში ნაპოვნია ყველა შუალედური ფორმა, ანუ ცნობილია ევოლუციის სრული მარშრუტი “კალიდუს”–იდან “შო”–მდე:

calidus [კალიდუს] > caldus [კალდუს] > cald [კალდ] > cald [ჩალდ] > chald [შალდ] > chaud [შოდ] > chaud [შო]

სულ რაღაც 1500 წელი გახდა საჭირო, იმისთვის რომ ლათინური “კალიდუს” ფრანგული “შო” გამხდარიყო. ვინ იცის რამდენმა ქართულმა სიტყვამ იცვალა ასე ფორმა იმ ყალიბში, რასაც ქართულად მოლაპარაკე ადამიანების პირები წარმოადგენენ. ამიტომაც ყოველი ასეთი მცდელობა, ენის პროკრუსტეს ლოგიკურ სარეცელზე მოთავსების შესახებ მაღიზიანებს და ასე მგონია რომ ჩემს ყალიბს ჩაქუჩს ურახუნებენ, რათა ორიგინალურობა დაუკარგონ და დამღა მიაკრან ნომრით 3453121…

ჰოდა, ისინი ვინც მენაკის ბლოგს აქამდე არ სტუმრობდნენ და სტუმრობდნენ ჩემს ბლოგს, კარგს იზამენ თუ იქაც შეივლიან ხოლმე. ვინ იცის თქვენც ჩემსავით რაიმე საინტერესო იპოვოთ…

Advertisements

Written by linguistuss

May 29, 2009 at 5:21 am

Posted in ენები

5 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. დიდი მადლობა ჩემს ბლოგს რომ სტუმრობთ.ისიც კარგია, საინტერესო თუ აღმოჩნდა. :) ჩემი პათოსი კი ”არ ვიმეტყველოთ სწორად შვილებო!”-ა, არამედ “ვიმეტყველოთ სწორად ყველამ”,რადგან ხშირად თავადაც ვუშვებ შეცდომებს. :D

    zina

    May 29, 2009 at 2:31 pm

    • ჰო,კიდევ,კომენტარი არ არის ჩემს ბლოგზე :(

      zina

      May 29, 2009 at 3:37 pm

  2. ძალიან მომწონს ეგ ბლოგი და სულ ვკითხულობ მეც )))

    შენ კომენტს რაც შეეხება, ძალიან ბევრი სიტყვა ქართულში საერთოდ დაკარგულია ნე ტო შტო ცვლილება განიცადა

    piccolina

    May 30, 2009 at 1:17 am

  3. “რამოდენიმეზე” რას იტყვით, ისიც ჩაანაცვლებს “რამდენიმეს”? თუ მგონი უკვე ჩაანაცვლა, თუმცა მე სანამ ცოცხალი ვარ რამოდენიმეს არასოდეს ვიტყვი. ვერ წარმოიდგენთ რა ნერვებს მიშლის, ესაა ჩემი კომენტარი

    nino

    June 5, 2009 at 4:47 pm

    • (it wasn’t me!) :)

      ნინო

      June 5, 2009 at 8:25 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: