ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ბორცვი, ბორცვი, ბორცვი, ბორცვი

with 2 comments

თანამედროვე ინგლისის ტერიტორიაზე მრავალი საუკუნის განმავლობაში სხვადასხვა ხალხი ცვლიდა ერთმანეთს. თანმიმდევრობა ასეთი იყო: კელტების შემდეგ მოვიდნენ ვალიელები, ვალიელები ნორმანებმა დაიპყრეს და ბოლოს ინგლისის საჭადრაკო დაფაზე ანგლო–საქსები გაბატონდნენ. ამან გარკვეულწილად თავისი დაღი დაასვა ბრიტანეთის კუნძულის ტოპონიმიკას.

ჩრდილო–დასავლეთ ინგლისში, კამბრიის საგრაფოში არის ბორცვი სახელწოდებით ტორპენჰოუ ჰილი. ამ ბორცვის სახელწოდება თითქოს უძველესი პალიმფსესტია, რომელზედაც ყოველი ახალმოსული ხალხი თავისწილ სიტყვას ამატებს. რა გასაკვირიც არ უნდა იყოს ამ ბორცვის სახელწოდება ითარგმნება როგორც: “ბორცვი, ბორცვი, ბორცვი, ბორცვი”. “ტორ” კელტურად არის ბორცვი, “პენ” – ვალიურად, “ჰოუ” – ასე მოიხსენიებდნენ ნორმანები ბორცვს და ბოლოს “ჰილ” – ინგლისურად.

ამ მოვლენას ლინგვისტები იმ გარემოებით ხსნიან, რომ ახალმოსულებმა ადგილობრივების ენა არ იცოდნენ, შესაბამისად მათ ადგილობრივი სახელწოდება აიღეს და მიამატეს თავისი. მსგავი გარემოების წყალობით მრავალი გეოგრაფიული ობიექტის სახელწოდებაა შექმნილი. შორს რომ არ წავიდეთ, მაგალითად ასე შეიქმნა უდაბნო საჰარას (საჰრაუ – უდაბნოა არაბულად), სიერა ნევადას მთების (სიერა – მთები ესპანურად) და ა.შ. სახელწოდებები.

Advertisements

Written by linguistuss

June 4, 2009 at 9:43 am

2 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. :) მაგარია :)

    busx

    June 5, 2009 at 3:40 am

  2. :) მაგარია :)+

    cartveli

    June 5, 2009 at 6:17 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: