ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

პუტანა დისკი

with 7 comments

3mcdr74

ყველას კარგად მოეხსენება, თუ როგორი შოვინისტები არიან ფრანგები. მათი დამოკიდებულება საკუთარი ენის სიწმინდს დაცვასთან მიმართებაში ერთი მხრივ ერთობ დასაფასებელია, მეორე მხრივ კი – მარაზმამდე მიდის. დაახლოებით ისეთ მარაზმამდე, ქართულ ენაში ვერტმფრენს “ჰაერმდღვები” რომ უწოდეს მავანმა მწერლებმა და ვიოლინოს – “ყელფანდურა”.

ფრანგები ყველა არაფრანგულ წარმოშობის სიტყვას საკუთარ შესატყვისს უძებნიან, ან აფრანგულებენ. ასე მაგალითად დრაივერი ფრანგულად ჟღერს როგორც “პილოტ”. ფოლდერი – “დოსიე”, ფაილი – “ფიშიე”, ჰარდვერი – “მატერიელ”, სოფტვერი – “ლოჟისიელ” და ა.შ.

ყველაზე მეტად ჩემი ყურადღება ვრაიტებლ დისკის ფრანგულმა სახელწოდებამ მიიქცია, რომელიც ერთობ პოეტური მეჩვენა. აი, იმ დისკის შინაურობაში “ბალვანკას” რომ უწოდებენ სისადმინები. მას ფრანგულად “დისკ ვიეღჟ” , ანუ “ქალწული დისკი” ჰქვია. ჰოდა ამასთან დაკავშირებით დამებადა შეკითხვა: რევრაიტებლ დისკს რა უნდა ერქვას ფრანგულად – “დისკ პიუტენ”, ანუ “პუტანა დისკი”?! თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ რუსულში “ბალვანკას” ასევე “ცელკასაც” უწოდებენ სისტემა სრული გამოვა: ვრაიტებლ დისკი – ცელკა, რევრაიტებლ დისკი – პუტანკა…

Advertisements

Written by linguistuss

June 11, 2009 at 2:44 pm

7 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. marto frangebi xom ar ikcevian ase :) germanuladac yvelaferi itargmneba :D

    In Saecula Saeculorum

    June 11, 2009 at 3:18 pm

  2. :D ფრანგებს არ ვიცი რას ერჩით, მანდ ძირითადი ტერმინები მაინც იგივეა მაგ: ტელევიზორი, ინტერნეტი, ტელეფონი და ა.შ.
    აი ისლანდიელებზე რას იტყვით სადაც მსგავსი ინტერნაციონალური სიტყვები თითქმის არაა, სადაც ენა ისეა შემონახული რომ ხალხს ძველი ვიკინგური ჩანაწერების წაკითვა და გაგება შეუძლიათ?

    ზოგადად მიყვარს რომ ერი პატივს სცემს საკუთარ ენას. გინდაც საშინელ მარაზმში იყოს ეს გადაზრდილი. აბა ისაა კარგი, საქართველოში სომხები და რუსები მთელი ცხოვრება რომ ცხოვრობდნენ და ერთ სიტყვას ძლივს ამბობენ ქართულად? ჩვენ კიდე ისეთი ”კარგები ვართ” რუსულად ველაპარაკებით.

    Katten Försvann

    June 11, 2009 at 3:29 pm

  3. ვიერჟ ქალწულს არ ნიშნავს მხოლოდ და უხმარ დისკს ზუსტად შეესადაგება ეგ გამოთქმა. სხვა სიტყვებიც რომელიც შენ ახსენე აბსოლიტურად ლეგიტიმურია რადგანაც ენამ შეითვისა და დღეს ფრანგს რომ კითხო computer ვერ მიხვდება რაზე ლაპარაკობ, სიტყვა ordinateur-ma თავიდანვე შთანთქა ინგლისური კომპიუტერი. ასევეა ჰარდვეარზე და სოფტვეარზეც.

    არანაერი კავშირი შვეულმფრენებსა და ყელფანდურებთან ამას არა აქვს რადგანაც ეს სიტყვები თავიდანვე შემოიღეს ფრანგებმა როდესაც ხმარებაში შემოდიოდა კომპიუტერი და აქედან გამომდინარე მომხმარებელმა თავიდანვე ტავისი ფრანგული სახელებით მიიღო ეს პროდუქცია. ასე რომ ქართულ ვინდოუსში short cut ს რომ მსწრაფლმსვლელი თუ რაღაცა ჯანდაბა დაარქვეს აქ პარალელისთვის არ გამოდგება.

    alex

    June 11, 2009 at 4:08 pm

  4. ცელკა და პუტანკა, მიღებულია ხმარებაში, მადლობა.

    ფლეშკა – 1000 @!@-ზე გადამხტარი ბოზი.

    usb hdd – პორნო ზვეზდა :დ

    Cyborg

    June 11, 2009 at 9:52 pm

  5. აუ სააააღოლ!!! მაგრა მაცინეეე! :D

    chiqo

    June 14, 2009 at 9:25 pm

  6. ეს რა სად როდისში გააგზავნე…

    lasharela

    June 20, 2009 at 11:33 pm

  7. აჰჰ, აღარ შემიძლია სიცილით. ახლა პარიზიდან გწერთ. აქ ვარ ეს რამდენიმე ხანია მაგრამ “disc putain” ნაღდად არ გამიგონია არსად. ეტყოფა ინფორმატიკოსებთან არ მაქვს ურთიერთობა… ისე, მჯერ რომ ეგრეა. ყველაფერში გეთანხმები, ოღონდ შოვინისტები არ არიან ფრანგები, უფრო სწორედ ნაღდი ფრანგები და არა “nouveaux riches” (ახალი ფრანგები). ენა სუფთა შოვინისტურია: ordinateur რომ ერქმევა კომპიუტერს… ჰნ! ეს რომ არ იყოს ნეტავ მოგასმენინათ რას უშვებიან ესენი ინგლისურს. თავიდან შოკში ვიყავი. ერთი მაგალითიც კმარა: “discount” გამოთქვამენ როგორც “diskunt” ანუ როგორც ფრანგული ჯღერადობა მოითხოვს… კატააააააასტროოოოფფფფაააა!

    ნახვამდის! ძაან საინტერესო ბლოგია! ვეცდები ხშირად გესტუმროთ!
    მარი

    mari

    July 8, 2009 at 8:24 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: