ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Forum Games – მეხუთე ტური

with 12 comments

13 ივნისს ჩატარდა gametv.ge-ს ფორუმის ჩემპიონატის შემდეგი ტური. ამ ტურნირში, როგორც წესი არ ვმონაწილეობ ხოლმე და არც კითხვებს ვწერ, თუმცა ხანდახან ნაზღა როცა ვერ ასწრებს ვეხმარები. ერთი სიტყვით შეგიძლიათ გაეცნოთ, ამ პაკეტში 4 კითხვაა ჩემი, აბა გამოიცანით რომლები?!

1. ამ შეკითხვის დასმა უფრო უპრიანი შემდეგ თვეში (ივლისში) იქნებოდა…
ისტორიკოსი გრეგოროვიუსი თვლის, რომ ქრისტიანობამ ძველი რომის ისტორიაში საკმაოდ არაცალსახა როლი ითამაშა. ერთის მხრივ, ის იყო რომის დაცემის ერთ–ერთი უმთავრესი მიზეზი, მეორის მხრივ კი მისივე დახმარებით ფაქტიურად მოხდა ახალი, ქრისტიანული რომის წარმოქმნა. ისტორიკოსი ავლებს პარალელებს და დასძენს, რომ როგორც რემუსი და რომულუსი იყვნენ ძველი რომის შემქმნელები, ასევე ეს ორი ადამიანი შეიძლება ჩაითვალოს ახალი, ქრისტიანული რომის ფუძემდებლად. დაასახელეთ ეს ორი პიროვნება.
– პეტრე, პავლე
კომენტარი: რემუსი, რომულუსი – პეტრე, პავლე. ქრისტიანული რომის ფუძემდებლად, გრეგოროვიუსი ასახელებს პეტრეს და პავლეს. პირველი რომის პაპი და ქრისტიანობის ერთ–ერთი პირველი გამავრცელებელი რომში. შემდეგ თვეში, კონკრეტულად კი 12 ივლისს არის პეტრე პავლობა.
წყარო: Фердинанд Грегоровиус «История города Рима в Средние века»

2. ბიოლოგიაში არსებობს ეფექტი, რომლის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს თევზი ლატიმერია. მეცნიერები თვლიდნენ, რომ ლატიმერია 70 მილიონი წლის წინ ამოწყდა, თუმცა 1938 წელს, კომორის კუნძულებთან პირველად მოხდა ამ არსების ცოცხალი ეგზემპლიარის დაჭერა, ხოლო მოგვიანებით კი ამ თევზის, ბუნებრივ პირობებში გადაღებაც კი. ზემოთხსენებული ბიოლოგიური ეფექტი, ახალი აღთქმის პერსონაჟის სახელს ატარებს. დაასახელეთ ამ პერსონაჟის სახელი.
– ლაზარე
კომენტარი: ლატიმერია მიეკუთვნებოდა გადაშენებულ ცხოველთა რიცხვს (მეცნიერებისთვის ის მკვდარი იყო), თუმცა შემდგომ აღმოჩნდა, რომ ის ცოცხალია. ახალ აღთქმაში, იესომ გააცოცხლა გარდაცვლილი ლაზარე.
წყარო: ჟურნალი “Discovery” #1, 2009 წელი

3. მეცნიერებმა ცდების საფუძველეზე დაადგინეს, რომ ბავშვებში, ინტერნეტის ხშირი მოხმარება, უფრო ზუსტად კი ინტერნეტის მოხმარება რაღაც კონკრეტული მიზნით, საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს ბავშვის მეხსიერებას და ზოგადად გონებრივ განვითარებას. ამ ფაქტს ერთ–ერთ საიტზე მიეძღვნა სტატია სათაურით: “იქსი საშიშია თქვენი იგრეკისათვის”. იქსიც და იგრეკიც აბრევიატურებია და ერთმანეთისგან მხოლოდ ერთი ასოთი განსხვავდებიან. დაასახელეთ იქსიც და იგრეკიც.
– ICQ და IQ
კომენტარი: საუბარია ინტერნეტის მოხმარებაზე ჩათაობის მიზნით, ხოლო სტატიის სახელწოდებაა “ICQ опасен для вашего IQ”.
წყარო: http://chtochto.ru/node/274

4. ვიკიპედიაში, სტატიაში შპანდაუს შესახებ წერია, რომ როულინგმა შპანდაუ გამოიყენა შოუშენკის პროტოტიპად. დაასახელეთ ორი სიტყვა, რომელიც კითხვაში ჩვენ შევცვალეთ სიტყვებით შოუშენკი და შპანდაუ.
– ალკატრასი, აზკაბანი
კომენტარი: როულინგმა აზკაბანის ციხის პროტოტიპად გამოიყენა რეალური ციხე ალკატრასი.
წყარო: http://ru.wikipedia.org/wiki/Алькатрас

5. XV საუკუნის ევროპაში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა იმ დროის ცნობილი ასტრონომი და ასტროლოგი იოჰანეს მიულერი, რომელიც სამეცნიერო წრეებში ცნობილი იყო ლათინური ზედწოდებით „რეგიომონტანუს“. დაასახელეთ იოჰანეს მიულერის მშობლიური ქალაქი.
– კენიგსბერგი
კომენტარი: „რეგიომონტანუს“ ლათინურად ნიშნავს „მეფის მთას“.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Regiomontanus

6. ამ ქალაქის გერბს ამშვენებს მუხის ხე, რომლის ფონზე გამოსახულია ატომის პლანეტარული მოდელი. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ეს ქალაქი.
– დუბნა
კომენტარი: მუხა რუსულად არის – Дуб. ატომის პლანეტარული მოდელი კი ხაზს უსვამს ფაქტს, რომ ქალაქი დუბნა, ატომური ფიზიკის ერთ–ერთი ცენტრია ევროპაში.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Dubna

7. 1870 წელს გამოქვეყნებული რომანის პირველ თავში „მცურავი რიფი“ არის ასეთი ციტატა: „გამოჩენილი ინგლისელი გემთმშენებლის კიუნარის სახელი ყველასთვის ცნობილია და არავინ უარყოფს ამას“. ეს ციტატა ლათინურად, რომ ვთარგმნოთ, წინადადების აზრი შეიცვლება და ორაზროვნებას შეიძენს. დაასახელეთ რომანი, საიდანაც აღებულია ეს ციტატა.
– 20 000 ლიე წყალქვეშ
კომენტარი: ეს ფრაზა, რომ ვთარგმნოთ ლათინურად „არავინ“–ის ნაცვლად იქნება „ნემო“, შესაბამისად შეიცვლება ციტატის აზრი და ორაზროვნებას შეიძენს, ვინაიდან „ნემო“ რომანის მთავარი პერსონაჟია.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Twenty_Thousand_Leagues_Under_the_Sea

8. ჰენრი კატნერის ფანტასტიურ მოთხრობაში, რომლის მოქმედება მომავალში ვითარდება, საზოგადოებრივ ცხოვრებას რობოტები აკონტროლებენ. სასჯელაღსრულებაც მათი პრეროგატივაა. გაქცეულ დამნაშავეს ყველგან ჯალათის ფუნქციის შემსრულებელი რობოტი დასდევს და სანამ სასჯელი არ აღსრულდება, რობოტი არ ისვენებს. დაასახელეთ „მრისხანე“ დები, რომელთა სახელსაც ეს რობოტები ატარებენ.
– ერინიები (ფურიები)
კომენტარი: ძველი ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ერინიები არიან შურისძიების ქალღმერთები, ხოლო სიტყვა ერინია – მრისხანეს აღნიშნავს.
წყარო: http://www.lib.ru/KUTTNER/dvuruk.txt

9. ჰიპარქე ამ მიზნით იყენებდა კუნძულ როდოსს. პტოლემეუსი – კანარის კუნძულებს, უფრო ზუსტად კი – კუნძულ ელ იეროს. დაასახელეთ ქალაქი, რომელიც 1851 წლიდან მოყოლებული იმავე მიზნით გამოიყენება თანამედროვე სამყაროში.
– გრინვიჩი
კომენტარი: ჰიპარქეც და პტოლემეუსიც იყვნენ ასტრონომები. ნულოვანი მერიდიანი ჰიპარქემ კუნძულ როდოსს დაუკავშირა, პტოლემეუსმა – კანარის კუნძულებს. 1851 წლიდან მოყოლებული კი ნულოვანი მერიდიანი შეთანხმების თანახმად ქალაქ გრინვიჩზე გადის.
წყარო: Д. Хауз «Гринвичское время»

10. მოისმინეთ ნაწყვეტი მე–2 საუკენში შექმნილი ლიტერატურული ძეგლიდან, რომლის ავტორიც უცნობია. „ისინი თავიანთ სამშობლოში ცხოვრობენ, მაგრამ როგორც უცხოელები… ისინი ხორცშესხმულნი არიან, მაგრამ ცხოვრობენ არახორციელად. მათ ყველა უყვართ, მაგრამ ყველანი მათ დევნიან“. დაასახელეთ სიტყვა, რომელიც ციტატაში მოხსენებული ხალხის აღმნიშვნელი სიტყვიდან მომდინარეობს და წარმოადგენს სამედიცინო ტერმინს, თუმცა ჩვენში როგორც წესი სალანძღავი მნიშვნელობით იხმარება.
– კრეტინი
კომენტარი: საუბარია ქრისტიანებზე. ლათინური „ქრისტიანი“ ფრანგულში შევიდა როგორც – კრეტიენი (Chrétien), ხოლო სიტყვა კრეტიენმა ოდნავი სახეცვლილებით (კრეტინი) მიიღო სალანძღავი მნიშვნელობა.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Cretinism

11. მათი რაოდენობა სულ ოთხია. ოთხივეს ერთად შეიძლება ვუწოდოთ „აპივსენო“, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ აღარ დავიხედოთ თითებზე. დაასახელეთ ამ ოთხიდან პირველი.
– აპრილი
კომენტარი: თითების დაბოლოებებს ხშირად იყენებენ იმის გასარკვევად, თუ რომელი თვეა 30 რიცხვით. სულ ასეთი თვე არის ოთხი. აპივსენო კი არის მნემონიკური სიტყვა მათ დასამახსოვრებლად.

12. სემუელ გოლდვინს მიეწერება შემდეგი სიტყვები: „ღმერთმა შექმნა ისინი, მე კი ვაწარმოებ მათ“. მართლაც, ბევრი იმათგანის, რომელიც მისტერ სემუელის აზრით ღმერთმა შექმნა, ჩვენ მხოლოდ ხილვა, თუ შეგვიძლია. საგიეროდ გოლდვინის მიერ წარმოებულზე ფეხით გავლაც კი არის შესაძლებელი. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ისინი.
– ვარსკვლავები
კომენტარი: სემუელ გოლდვინის, MGM–ს ერთ–ერთი დამფუძნებლის აზრით, ღმერთმა შექმნა ვარსკვლავები, იგი კი ვარკსვლავებს აწარმოებს (God makes stars. I just produce them). MGM–ს ფილმების წყალობით, მართლაც მრავალი ვარსკვლავი ამობრწყინდა, რომელთა „ვარსკვლავზე“ ფეხის დადგმაც კი შეუძლია ნებისმიერ მოკვდავს.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Samuel_Goldwyn

13. ბევრ თქვენთაგანს სმენია მელ ბრუკსის შესახებ. ადამიანი, რომელიც გამოირჩევა თავისი მრავალფეროვანი ტალანტით. იგი ხშირად ერთდროულად გვევლინება, როგორც ფილმის რეჟისორი, ასევე სცენარისტი, მსახიობი და კომპოზიტორიც კი. ამ თვისებების გამო, ფანატებმა მას შეარქვეს მეტსახელი, რომელიც ემთხვევა 1970 წელს გადაღებულ კინოკომედიის სახელწოდებას. ერთი წუთის შემდეგ თქვენ უნდა დაასახელეთ მელ ბრუკსის ეს მეტსახელი.
– ადამიანი ორკესტრი
კომენტარი: ერთდროულად ამდენი ტალანტის ქონის გამო, მელ ბრუკს შეარქვეს ეს მეტსახელი. 1970 წელს გამოვიდა ფრანგული კინოკომედია „ადამიანი ორკესტრი“ ლუი დე ფიუნესის მონაწილებით.
წყარო: http://ru.wikipedia.org/wiki/Мэл_Брукс, http://ru.wikipedia.org/wiki/Человек_Оркестр

14. 1933 წელს ვინმე ოტო ვილჰელმ რანმა გამოსცა წიგნი, რომელშიც ანალიზებდა შუა საუკუნოვან ქრისტიანულ ლეგენდებს. ოცდაათიოდე წლის წინ გადაღებულ იქნა ფილმი, რომელიც ფაქტიურად ამ ადამიანის ცხოვრების შესახებ გვიამბობდა. არ გეკითხებით რომელ ფილმზეა საუბარი, დაასახელეთ ოტო რანის პროფესია.
– არქეოლოგი
კომენტარი: ოტო ვილჰელმ რანი ითვლება ინდიანა ჯონსის პროტოტიპად. წიგნში “ჯვაროსნული ლაშქრობა გრაალის წინააღმდეგ” იგი აანალიზებდა ლეგენდებს გრაალის შესახებ.
წყარო: http://ru.wikipedia.org/wiki/Индиана_Джонс, http://ru.wikipedia.org/wiki/Ран,_Отто

15. ჟურნალში “Вокруг Света” გამოქვეყნებული იყო ევროპულ სახელმწიფოში ჩატარებული გამოკითხვის შედეგი, რომლის მიხედვით დადგინდა ქვეყნის ათი ყველაზე გამოჩენილი ადამინი. ნამდვილად არ გაგიკვირდებათ ის ფაქტი, რომ ამ სიაში ხუთი კომპოზიტორია. თუმცა ჩემი გაკვირვება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ამავე სიაში არ ფიგურირებს გუსტავი, სამაგიროდ ფიგურირებს მისი ერთ–ერთი კოლეგა. დაასახელეთ ამ კოლეგის სახელი და გვარი.
– ადოლფ ჰიტლერი
კომენტარი: ევროპის სახელმწიფოა ავსტრია, რომელიც კლასიკური მუსიკის ერთ–ერთი კერაა ევროპაში. სიაში არ ფიგურირებს გამოჩენილი ავსტრიელი მხატვარი გუსტავ კლიმტი.
წყარო: «Вокруг Света» 2001 №5

16. 1983 წლის სექტემბერში, კუნძულ სახალინის მახლობლად, საბჭოთა გამანადგურებლის “СУ–15”–ის მიერ ჩამოგდებულ იქნა სამხრეთ კორეული სამგზავრო თვითმფრინავი “ბოინგი 747”. ამ ფაქტს მოჰყვა აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის არსებული, ისედაც დაძაბული ურთიერთობების ესკალაცია. სწორედ ამ ტრაგედიის შემდეგ, რონალდ რეიგანმა სსრკ მოიხსენია ტერმინით, რომელიც პირველად გამოყენებულ იქნა 1977 წელს გადაღებულ ფილმში. დაასახელეთ ეს ჰოლივუდური ფილმი.
– ვარსკვლავეთის ომები
კომენტარი: რეიგანმა სსრკ–ს “ბოროტების იმპერია” უწოდა.
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Evil_empire

17. თქვენს წინაშეა ოდნავ სახეშეცვლილი ორი სარეკლამო პოსტერი. დაასახელეთ გვარი, რომელიც ორივე პოსტერს შეიძლება ითქვას საერთო აქვს.

uma

– დასლერი
კომენტარი: პირველი პოსტერი ეკუთვნის კომპანია ადიდასს (Adidas), მეორე – პუმას (Puma). ამ კომპანიების დამაარსებლები არიან ძმები დასლერები (ადოლფი და რუდოლფი შესაბამისად).
წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Adidas, http://en.wikipedia.org/wiki/Puma_AG

18. ერთ–ერთ საიტზე განთავსებულ სტატიაში, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ შოუ ბიზნესის წარმომადგენელთა სურათები, რომლებზეც ვარსკვლავები წარმოდგენილნი არიათ მაკიაჟით და მაკიაჟის გარეშე. ანუ საიტის ავტორი გვთავაზობს შედარებას, როგორია ესა თუ ის გამოჩენილი ადამიანი მაკიაჟით (ანუ ჩვენთვის ჩვეული ფორმით) და მაკიაჟის გარეშე (ბუნებრივი სახე). რა თქმა უნდა კონტრასტი ძალზედ დიდია… ერთი წუთის შემდეგ თქვენ უნდა დაასახელოთ ამ სტატიის სათაური, რომელიც 1991 წელს, უოლტ დისნეის სტუდიაში შექმნილი ნაწარმოების სახელწოდებისგან მხოლოდ კავშირით განსხვავდება.
– ურჩხული თუ მზეთუნახავი
კომენტარი: საუბარია მულტფილმზე “ურჩხული და მზეთუნახავი”.
წყარო: http://art.thelib.ru/culture/people/krasavica_ili_chudovische_zvezdi_s_makiyazhem_i_bez.html

Advertisements

Written by linguistuss

June 16, 2009 at 12:37 pm

12 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მესამე და მეოთხე არის შენი, არა? გამოვიცანი? დანარჩენები არ ვიცი

    ნინო

    June 16, 2009 at 1:47 pm

  2. მესამე, მეოთხე, მეცამეტე, მეთოთხმეტე…

    nina

    June 16, 2009 at 2:22 pm

  3. 5, 6, 7, 8 :)

    Inga

    June 16, 2009 at 5:04 pm

  4. ჩემი კითხვები იყო: 5, 7, 9, 11

    linguistuss

    June 17, 2009 at 10:52 am

    • გამოვიცანი :)))

      ნინო

      June 17, 2009 at 11:54 am

  5. ასეთი კრახი ჯერ არ განმიცდია…:))))))

    nina

    June 17, 2009 at 11:43 am

  6. 2 გამოვიცანი :)

    Inga

    June 17, 2009 at 2:07 pm

  7. მე მქონდა ბედნიერება ამ კითხვებზე მეთამაშა :) მე-3 აბრევიატურების ფაქტორმა ძალიან გაამარტივა, ეგრევე ავიღე. მე7 მესვეჩკა და სესაბამისად ავიღე :D მე-10-სჰი პასი მომცეს ქრისტიანებზე და კრეტინიზმის სინდრომამდე მივედი :) ნუ შესანიშნავი კითხვები ეთქმის მხოლოდ ამ პაკეტს ;) ძალიან ვისიამოვნე და დიდი მადლობა თქვენ, ირაკლის და ლევან ჩხეიძეს თუ არ ვცდები (ასე თქვა ნაზღამ)

    chiqo

    June 18, 2009 at 1:16 am

    • სვეჩკა ჰქვია შეკითხვას, რომელიც სხვა რომელიმე ტურნირზე დასმულა იმავე ფორმით. ეს კითხვა კი სხვაგან არ დასმულა იმიტომ, რომ მე დავწერე :P

      linguistuss

      June 18, 2009 at 10:21 am

  8. ალბათ სხვა ფორმით იყო დასმული. ზუსტად ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ რაღაც ამდაგვარზე მქონდა ნატამაშები ნამდვილად :)

    chiqo

    June 18, 2009 at 12:01 pm

    • სვეჩკა კითხვის წყარო დაიდოს! :)

      linguistuss

      June 18, 2009 at 12:26 pm

  9. Если настаивайте

    Вопрос 54: Немецкий астроном и математик XV века Иоганн Мюллер больше известен под псевдонимом Региомонтанус. А как вы думаете, в каком городе он родился?

    Ответ: Кенигсберг – “Королевская гора” в переводе соответственно с немецкого и латыни.

    Вопрос 19: В гербе этого города в Московской области в верхнем поле – стилизованное изображение атома, в нижнем – изображение слияния двух рек – большой и малой. Большая река – Волга. А как называется малая?

    Ответ: Дубна.

    Илья Ратнер

    June 24, 2009 at 8:15 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: