ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

დამკაკუნებელი vs. მსმენელი

with 8 comments

სატელევიზიო რა? სად? როდის?–ში ხშირად არის ხოლმე სიტუაცია, როდესაც დარბაზში დგახარ, ან ტელევიზორის წინ სავარძელში მოკალათებული უყურებ და იცნობ შეკითხვას და ძალიან მარტივი გგონია, შესაბამისად ვერ ხვდები რატომ ვერ იცნობს გუნდი ასეთ მარტივ შეკითხვას? ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრ დისკუსია მაქვს გადატანილი. ყველას თავისი აზრი აქვს, თუმცა ყველაფერი მაინც სუბიექტივიზმზე ხურდავდება ხოლმე და ყაყანით მთავრდება. ძალიან იშვიათად ვაწყდები, როდესაც თანამოსაუბრე ცდილობს ობიექტური კრიტერიუმებით სიტუაციის შეფასებას. ასე მაგალითად შეგიძლიათ იხილოთ ბატონი სერგი კაპანაძის პოსტი ფორუმიდან ამ საკითხთან დაკავშირებით:

ორიოდე მოსაზრება იმის თაობაზე, ვისი კითხვები იყო მარტივი და ვისი არა…
1990 წელს ელიზაბეტ ნიუტონმა მიიღო დოქტორის ხარისხი ფსიქოლოგიაში (აი, ბაქრაძე რომ მიიღებს ცოტა ხანში, ოღონდ ის ეკონომიკაში აკეთებს). მან ჩაატარა ასეთი ექსპერიმენტი. ჯგუფი გაყო ორად. დამკაკუნებლებად და მსმენელებად (ამ ფორუმზეც მრავლად არიან ასეთები, დამკაკუნებლები და მსმენელები). დამკაკუნებლებს (ავი სულების განსადევნად ხეზე დამკაკუნებლებს არა ოღონდ) უთხრა, რომ მსმენელებისთვის დაეკაკუნებინათ (ხელით, თითებით, არ აქვს მნიშვნელობა), რომელიმე ცნობილი სიმღერა (მაგალითად, ხეპპი ბირზდეი თუ იუ, ან ჰარი კრიშნა, ან სულიკო, ან დონტ უორი ბი ხეპი, ან რამე ისეთი, კლუბისთვის ნაცნობი), რომელიც მსმენელებს შემდეგ უნდა გამოეცნოთ. თითქოს მარტივი ექსპერიმენტია არა? ექსპერიმენტის მუღამი იმაში იყო, რომ დამკაკუნებლებს ყოველი ასეთი მელოდიის წინ უნდა გაეკეთებინათ შეფასება, თუ რა იყო იმის შანსი, რომ მსმენელი გამოიცნობდა ამ მელოდიას. შედეგი აღმოჩნდა ძალიან საინტერესო. დამკაკუნებლებს მიაჩნდათ, რომ საშუალოდ 50 % უნდა ყოფილიყო გამოცნობის შანსი. რეალურად კი იცით რა აღმოჩნდა? რომ მსმენელებმა გამოიცნეს მხოლოდ 3 სიმღერა 120-დან, ანუ 2.5 პროცენტი.
სადოქტორო კი ნიუტონმა იმაში მიიღო, რომ დაადგინა, რომ დამკაკუნებლებს ეგონათ, რომ მათ მიერ დაკაკუნებული მელოდია ძალიან მარტივი გამოსაცნობი იყო სხვისთვის, რადგან მათ კაკუნის დროს ეს მელოდია თავში უტრიალებდათ, შესაბამისად არ შეეძლოთ წარმოედგინათ, თუ როგორ შეიძლება “არ იცოდე ეს მელოდია”. ნუ, ამ თეორიას ცოტა თუ გაავრცობთ და ნიუტონის დისერტაციას თვალს გადაავლებთ ბევრჯერ წააწყდებით ისეთ ფრაზებს, როგორიცაა “ფუ, შე ბანძო”, “ეს როგორ არ იცოდი”, “ეს ხომ სვეჩკაა” (შესაბამის კონტექსტში) და ა.შ.
სხვათა შორის, თავადვე სცადეთ და მიხვდებით რა საინტერესოა. სცადეთ დააკაკუნოთ მელოდია – “ჩემი ხატია სამშობლო”. დარწმუნებული ვარ, მიგაჩნიათ, რომ ადვილია. ახლა კი ვინმეს უცხოს კითხეთ, რას აკეთებთ. გეტვიან ალბათ, რომ უბრალოდ აკაკუნებო (ა ლა ნ. დუმბაძე).
ახლა რატომ მოვიყვანე ეს ისტორია. იმიტომ, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც დარბაზში დგას, და რომელსაც აქვს რაღაც ცოდნა, როდესაც ის იცნობს ამა თუ იმ კითხვას მყისიერად (მაგალითად ბაქრაძე, რომელმაც ჩვენს თამაშზე ყველა კითხვა გამოიცნო, ან აჩი, რომელმაც ასევე თითქმის ყველა გამოიცნო ბაქრაძის თამშზე), ფიქრობს, რომ როგორ შეიძლება ეს არ იცოდეო… ანუ ვერ წარმოუდგენია რეალობა იმ ცოდნის გარეშე, ზუსტად ისე, როგორც დამკაკუნებელს ვერ წარმოუდგენია რეალობა მის მიერ დაკაკუნებული მელოდიის გარეშე.
მოკლედ, ზოგიერთ “დამკაკუნებელს” მინდა ვურჩიო, რომ დაანებოს თავი “კაკუნს”… არ სძენს აქ “კაკუნი” ღირსებას არც მათ, და არც კლუბს…
ვახულიკ, ისტორია თუ მოგეწონა, შეგიძლია შენს ბლოგზე დააგდო….

პ.ს. ისტორია მომეწონა, შესაბამისად ბლოგზე მივუჩინე ბინა :)

Advertisements

Written by linguistuss

June 24, 2009 at 2:46 pm

8 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. შორიდან ყველა პროფესორია.

    უსახელო

    June 24, 2009 at 4:32 pm

  2. ნამდვილად საინტერესო ექსპერიმენტი ჩაუტარებია ნიუტონს.
    ნამდვილად გამომიცდია ორივე მხარე (დამკაკუნებლისაც და მსმენელისაც, უფრო მეორესი) და ისიც რა სად როდის-ზე . არც ისე სასიამოვნოა, როდესაც გეუბნებიან, რა ადვილი კითხვაა – როგორ ვერ გამოიცანიო?! აქამდე არ ვიცოდი, რა მეპასუხა, რათა საკუთარი უვიცობა რამეთი გამემართლებინა. :D ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ კი ქ-ნი ნიუტონის ექსპერომენტს მოვუყვან მაგალითად დამკაკუნებელთ და შედეგად, ზედმეტ ”კაკუნსაც” გადავრჩები! :D

    ჰიუსტონ

    June 24, 2009 at 9:51 pm

  3. დამთხვევა არ გინდა?
    ახლა დავპოსტე ჩემ ბლოგში “რა, სად, როდის”, აქ შემოვედი და აქაც “რა, სად, როდის” დამხვდა.
    მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ აღმოვაჩინე, რომ ნამდვილად სტანდარტულუი “დამკაკუნებელი” ვარ.

    cartveli

    June 25, 2009 at 12:41 am

  4. ისე საინტერესოა, ამ კვლევაში თუ ითვალისწინებდა ქალბატონი ელიზაბეტი დამკაკუნებლისა და მსმენელის ე.წ. მუსიკალურ სმენას? როდესაც ცეკვაზე მიღებდნენ, რითმის შეგრძნების შემოწმება და სმენისა, სწორედ ამ დაკაკუნებით და შემდეგ მისი განმეორებით განისაზღვრებოდა… რა თქმა უნდა, მართალია, არ შეიძლება მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობიდან შეაფასო სხვა :)

    Natalie

    June 26, 2009 at 4:15 pm

  5. საინტერესოა )))

    piccolina

    June 27, 2009 at 1:35 pm

  6. ნეტავ ამ ორ მაგალითს შორის შეუსაბამობას მარტო მე თუ ვხედავ?

    ზაქრო

    June 30, 2009 at 2:47 pm

    • აბა ბრძანე :)

      linguistuss

      June 30, 2009 at 2:56 pm

      • ეს მაგალითი გამოდგებოდა იმის დემონსტრირებისთვის თუ როგორ შეიძლებოდა შემცდარიყო ბატონი წამყვანი (ან მთავარი რედაქტორი) კითხვის გუნდის მიერ გამოცნობის ალბათობაში.
        რა შუაშია დარბაზში მდგომი ინტელექტუალები? რამდენადაც თამაშის სპეციფიკას ვიცნობ, ისინი საერთოდ არ აკაკუნებენ. :) აკაკუნებს ბატონი წამყვანი! :)
        ასე რომ, მიუხედავად იმისა რომ პოსტის პათოსს 100 პროცენტით ვეთანხმები, მიმაჩნია რომ მაგალითი აბსოლუტურად შეუსაბამოა.

        ზაქრო

        June 30, 2009 at 4:31 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: