ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

Нигаз vs. Niggaz

with 7 comments

გასულ კვირას დიმიტრი მედვედევი ნიგერიას ესტუმრა, სადაც იგი დაესწრო რუსულ–ნიგერიული ნავთობკომპანიის გახსნას. მან დიდი სიამაყით მოულოცა ნიგერიელებს ახალი ერის დადგომა, ახალ კომპანიასთან, “Нигаз”–თან ერთად. კომპანიის სახელწოდება აბრევიატურების სიყვარულით შთაგონებული ბანალური რუსული ტრადიციის გამოვლინება იყო, რომელშიც ჩანაფიქრში “ნიგერიული გაზი” იკითხებოდა.

გაზეთ გარდიანის განცხადებით ეს ფაქტი მარკეტინგისა და ბრენდინგის ისტორიაში დაიკავებს თვალსაჩინო ადგილს, როგორც არაპროფესიონალიზმის ნიმუში. რუსმა მარკეტოლოგებმა შევროლეს და მიცუბიშის “შედევრები” დაჩრდილეს, შეიძლება იცით კიდეც ეს ისტორია, სამხრეთ ამერიკაში შევროლე Nova–ს პირველი პარტია რომ ჩაიტანეს და რომ არ გაეყიდათ, მერე აღმოაჩინეს, რომ No va ესპანურად ითარგმნება როგორც “არ დადის”. მიცუბიში პაჯეროს ისტორიაზე კი ამ პოსტში მოგახსენეთ.

რუსების შეცდომაზე პირველად Twitter–ის მომხმარებლებმა გაამახვილეს ყურადღება. სწორად მათ შენიშნეს უწყინარ “Нигаз”–ში ის დამცინავი მეტსახელი, რომლითაც შავკანიან მოსახლეობას მოიხსენიებენ ამერიკელი თეთრკანიანები და არა მხოლოდო ისინი, საუბარი მაქვს Niggaz–ზე, რომლის ფუძეშიც ლათინური სიტყვა “niger”, ანუ შავი იწონებს თავს.

ამასწინათ ერთი ასეთი მარგალიტი ქართულ მედია სივრცეშიც დაფიქსირდა. უცნობს საკანში კახა თარგამაძე ჰყავდა სტუმრად და მათ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:

თარგამაძე: „მოზამბიკის დელეგაციებით იყო სავსე იქაურობა. ზანგები იყვნენ… ნუ, ზანგები როგორ… კარგი იმით ვამბობ, ზანგები-მეთქი.“
უცნობი: „აფროამერიკელები.“
თარგამაძე: „ჰო, აფროამერიკელები.“

არადა რუსებს შეეძლოთ სხვა კომპანიების გამოცდილება გაეთვალისწინებინათ. საამისოდ “ჟიგულის” მაგალითიც კმარა, რომელსაც ევროპულ ბაზარზე “ლადა” უწოდეს საბჭოეთის მამებმა, მიზეზი მარტივი იყო – ჟიგული ფონეტიკურად ჟიგოლოს ჰგავს, ჟიგოლო კი საძრახისი სიტყვაა ნამდვილი ევროპელი მამაკაცებისათვის. შეეძლოთ იმაზეც დაფიქრებულიყვნენ, თუ რატომ ჰქვია რუსულ ბაზარზე Daewoo Kalos–ს “Aveo” და თუ რატომ ვერ იხილავთ რუსეთში იაპონურ ავტომობილს Mazda Sassou–ს.

მარკეტინგი ზოგჯერ ზუსტი მეცნიერებაა, თუმცა სიზუსტეს სხვანაირი აზროვნება სჭირდება და არა ისეთი, როგორც მარკეტოლოგებს აქვთ…

Advertisements

7 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ზანგები მარტო მაშინ არიან აფროამერიკელები, როცა ამერიკაში ცხოვრობენ.

    მოზამბიკელი, ნიგერიელი, კენიელი და სხვა ზანგები არიან ზანგები, ან აფრიკელები.

    dv0rsky

    July 2, 2009 at 4:44 pm

  2. ისა იკაცრავად და კახა თარგამაძე უცნობთან როგორ აღმოჩნდა საკანში??? ტელეხიდი იყო ალბათ უნდა ვიგულისხმო, მე არ მინახია ეს გადაცემა… “მარკეტინგი ზოგჯერ ზუსტი მეცნიერებაა” :):):) (ვინმემ შსს–დან რომ წაიკითხოს, იფიქრებს თარგამაძე აქ არისო და უცნობს ააწიოკებენ)

    Alexander

    July 2, 2009 at 5:41 pm

    • სტუმრად ჰყავდა არ ნიშნავს იმას, რომ თავისი ფეხით ეწვია… ტელეხიდიც “სტუმრად ჰყავდაა” :)

      linguistuss

      July 2, 2009 at 5:48 pm

      • მე უბრალოდ დავაზუსტე, ახლა ისეთი დროა, კიტოვანი “მოსკოვიდან” დახატული კრემლის ფონზე ლაპარაკობს რუსთავზე, და რატომ არ შეიძლება იგივე “მაესტროზეც” მომხდარიყო :)

        Alexander

        July 2, 2009 at 5:50 pm

  3. რუსეთში Mazda Sassou–ს რატომ ვერ ვიხილავთ–ის საპასუხო არგუმენტად შემიძლია დავასახელო “Vidal Sassoon” (“შეხედე, მწოველი”), რომელიც საკმაოდ დიდი ხანია მოქმედებს რუსეთის ბაზარზე და ბევრი მასშტაბიანი ღონისძიებისა თუ რეიტინგული ტელეგადაცემების სპონსორიც არის :) იგივე ლოგიკით, იობიძეებს, იობაშვილებს, ბლიაძეებს და კიდევ რამდენიმე ასეთი ქართული გვარია – რუსეთში საერთოდ არ დაედგომება :)

    Alexander

    July 2, 2009 at 5:54 pm

    • უი დამავიწყდა ებრალიძე მეხსენებინა, რომელსაც რუსულად წერენ Ебралидзе და არა Эбралидзе. თავის საკუთარ საიტზეც ასე უწერია. მის ადგილზე რუსულ პასპორტში მე ბოლო ვერსიას ავირჩევდი… თუმცა კაცია და გუნება :)

      Alexander

      July 2, 2009 at 7:28 pm

  4. რამდენიმე დღის წინ ვუყურე დოკუმენტურ ფილმს, სადაც აჩვენებდნენ როგორ ყიდის რუსეთი იარაღს ნიგერიაში.

    Katten Försvann

    July 4, 2009 at 3:16 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: