ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ბლოგი vs. სოციალური ქსელი

with 27 comments

გუშინ წავიკითხე Guardian–ში ვინმე ჩარლზ არტურის სტატია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ბლოგი, როგორც გასართობი საშუალება, კვდომას იწყებს. სტატიის ავტორი სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობოდა და აანალიზებდა ბოლო ტრენდებს ინტერნეტ სამყაროში. საბოლოო ჯამში ავტორს იმის თქმა სურდა, რომ სოციალური ქსელები ბოლო დროს ბლოგის ფუნქციას ითავსებენ და ამიტომაც ბლოგების უმრავლესობაზე ახალი პოსტები არ იწერებაო. ამის შესახებ რომ დავფიქრდი ვეცადე ეს აზრი ქართულ რეალობაზე გადმომეტანა და გადამეხედა ჩემი ბლოგ–როლისთვის, აღმოვაჩინე, რომ ქართულ ბლოგოსფეროში ყველაზე პოპულარული ბლოგებიც კი, არც თუ შესაშური ინტენსივობით ახლდება. ამავდროულად თუ შევადარებთ ზემოხსენებული ბლოგების დიასახლისებისა თუ მამასახლისების აქტიურობას სოციალურ ქსელებსა თუ ფორუმებზე, ძნელი ხდება არ დაეთანხმო ჩარლზ არტურს…

მაგალითისთვის დოდკა სამშობიაროდან ახალნამშობიარებ მდგომარეობაში აცხობდა კიბორგაზე (მის მეუღლეზე) გრძელ პოსტებს ფორუმზე და ფეისბუქში სტატუსებს მისი პატარა ვილის პამპერსებზე უფრო ხშირად ცვლიდა, საკუთარ ბლოგზე კი ამასობაში ერთი სამხაზიანი პოსტი დაწერა, ეს იყო და ეს. სვითის ბლოგიც არ წარმოადგენს ამ შემთხვევაში გამონაკლისს, მისი აქტიურობა ფეისბუქში და ბლოგზე ერთმანეთს საერთოდ ვერ შედარდება. სხვა პოპულარული ბლოგერებიც (როკო, საბუნია, პიკოლინა, თინი) ზუსტად იმავე მდგომარეობაში არიან. ისმის შეკითხვა რაში სჭირდება ამ ხალხს ბლოგი, თუკი უმთავრეს დროს ისინი ფეისბუქში და სხვადასხვა ფორუმებზე ატარებენ და მათი აქტივობა მათსავე ბლოგს მცირე პროცენტით ხმარდება? ამასთან შეინიშნება ერთობ საკრალური დამოკიდებულება საკუთარი ბლოგის მიმართ აი, თითქოს ბლოგი ბუდუარი იყოს და განსაკუთრებულად წმინდა ადგილი…

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ამასთან დაკავშირებით ვატარებდი ექსპერიმენტს, რომელიც ძალიან მარტივი იყო. ჩემი აქტივობა ბლოგზე სამჯერ თუ არა ორჯერ მაინც გავზარდე და ყოველ დღე ახალ პოსტს ვაცხობდი, მაქსიმალურად ვცდილობდი საინტერესო ყოფილიყო ნაწერი და ამასთან ახალი პოსტების გაპიარებაზეც არ ვიშურებდი დროსა და ენერგიას. შედეგმაც არ დააყოვნა და უნიკალური იუზერების დღიურმა რაოდენობამ ორას ადამიანს მიუკაკუნა მაშინ, როდესაც ოთხმოცი უნიკალური იუზერი დღეში მაქსიმუმი იყო. ჩემი ექსპერიმენტი შედგა, რიცხვებმა აჩვენა, რომ აქტიურობა ბლოგზე მნახველების რაოდენობას აორმაგებს, მაგრამ სად არის ეს აქტიურობა? რატომ არ იშურებენ ამ აქტიურობას ფეისბუქში და ფორუმებზე?

ბოლო კითხვაზე პასუხი ვერ მოვძებნე. თავად ჩარლზ არტური ამბობს, რომ ბლოგის სტატიის წერას უფრო მეტი დრო და შემოქმედებით რესურსი უნდა, ვიდრე სოციალურ ქსელებში დაკომენტებასო, ამიტომაც ადამიანები უფრო მოკლე და ადვილ გზას ირჩევენ თვითგამოხატვისთვისო. არ ვიცი, თუმცა ფატია, ფეისბუქი ნელ–ნელა ყლაპავს არათუ ბლოგებს, არამედ ფორუმებსაც… ძალიან მაინტერესებს მომავალ წელს ამ დროს რა იქნება ნომერი პირველი გასართობი ქართულენოვან ინტერნეტში, მას შემდეგ რაც ყველა ქართველი ერთმანეთის მეგობარი იქნება ფეისბუქზე?! :)

Advertisements

Written by linguistuss

July 6, 2009 at 5:23 am

27 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მიზეზი ალბათ ძაან მარტივია
    ბლოგი ვიღაცისაა და შენ მხოლოდ მისი ნააზრევის ან ნაბჟუტურების კითხვა და მაქსიმუმ კომენტარები გევალება
    ხოლო ფეისბუკი ყველასია და ყველა თანაბარ ეფლებიანძალოვანია :)
    არის კიდევ ერთი მიზეზი , ქართული ბლობები სავსეა იდიოტური ინფორმაციით , როგორ იხეხავენ კბილებს ან მისთანები , ოღონდაც რამე დაწერონ
    მსგავ სისულელეს რომ გამოგიჭიმავს ავტორი მეორედ იქ შესვლა დიდად აღარ გეხალისება
    ხოლო ამ კონკრეტულ ბლოგს რაც შეეხება მიდი ლინგვისტუს შეუბერე, მგონი ერთადერთი ხარ ვისი კითხვაც ღირს

    პაატა_შ

    July 30, 2009 at 10:13 am

  2. ”მომავალ წელს ამ დროს რა იქნება ნომერი პირველი გასართობი ქართულენოვან ინტერნეტში” – გაგრძელება არ უნდა ამ პოსტს? :))

    კარგი იყო :)

    litterator

    October 25, 2010 at 8:22 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: