ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

კრაკოვული წვეტუნები

with 13 comments

poulaine

XIV საუკუნის დასავლეთ ევროპაში ახალი ტიპის ფეხსაცმელები შემოვიდა მოდაში, რომლებსაც ინგლისურად დღემდე crackowes ჰქვია, იმის აღსანიშნავად, რომ პოლონეთის იმდროინდელი დედაქალაქი, კრაკოვი იყო ამ მოდის შემქმნელი. კრაკოვულმა წვეტუნებმა ყველას აუბნია თავგზა, დიდგვაროვნებიდან დაწყებული კეთილშობილი რაინდებით დამთავრებული. მათ წვეტუნების ტარების კოდექსიც კი შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც ხდებოდა რანგირება და რაც უფრო მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი იყო პიროვნება, მით უფრო გრძელი წვეტუნების ტარების უფლება ჰქონდა მას.

საინტერესოა ისიც, რომ კათოლიკური ეკლესია და სამღვდელოება მთელი არსებით ებრძოდა ამ ეშმაკეულ გამოგონებას და თურმე კი არა, არც–თუ უსაფუძვლოდ. წვეტუნებს დიდგვაროვნები წვეულებებზე იცვამდნენ და სწორად ამ წვეულებებზე ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა წვეტუნების სიგრძეს. კრაკოვული წვეტუნები უმთავრეს საფლირტაო საშუალებას წარმოადგენდა, რომელთა დახმარებითაც სულ უპრობლემოდ შეიძლებოდა მაგიდის ქვეშ კაბის ქვეშ შეძრომა და თვალში მოსული მდედრის ფეხებშორისის ჩიჩხინი, სადაც საქმეში წვეტუნების წვეტში ჩამაგრებული ვეშაპის ულვაში ერთვებოდა საქმეში, ვინაიდან სწორად მისი სიმტკიცე და სხვა არაფერი განაპირობებდა საეკლესიო მოღვაწეთა რისხვას, ისინი წვეტუნებს ცოდვისა და ავხორცობის გამოგონებას უწოდებდნენ.

გარდა იმისა რომ წვეტუნებით მაგიდის ქვეშ შეიძლებოდა ღლაბუცი რომელიმე მდედრთან, ამავდროულად ეკლესია იმასაც აპროტესტებდა, რომ ლოცვის დროს ამ ფეხსაცმლით მუხლებზე დგომა შეუძლებელიაო. ზოგიერთი საეკლესიო მოღვაწე უფრო შორს წავიდა და წვეტუნებს დააბრალა ევროპის მაშინდელი გასაჭირი, შავი ჭირი. მათი განმარტებით, შავი ჭირი იყო სასჯელი, რომელიც ღმერთმა წვეტუნებით ავხორცობის გამო გამოუგზავნა ხალხს. ასევე კიდევ ერთი ისტორიული ფაქტია ცნობილი: 1396 წელს ნიკოპოლის ბრძოლის დროს ფრანგ ჯვაროსნებს თავიანთი წვეტუნებისთვის წვეტები დაუჭრიათ, რომ გაქცევის დროს ფეხებში არ აბლანდვოდათ ისინი…

Advertisements

Written by linguistuss

July 8, 2009 at 5:23 pm

13 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ამ ფეხსაცმელებს ზოგჯერ ისეთი გრძელი ‘ნისკარტები’ ჰქონდათ, რომ მათ ქამარზეც კი იმაგრებდნენ, რათა სიარულის დროს ხელი არ შეეშალა :)

    Ladybird

    July 8, 2009 at 6:26 pm

  2. ზოგადად შეგაქო თუ კონკრეტულად ამ პოსტზე დავწერო კომენტარი, არ ვიცი :) ისე კი დიდი მადლობა, იმისთვის, რომ ახლა მაიც ვიცი, სადაურია ის წვეტუნები, რომელთაც გაუთავებლად ვხატავ ამდენი ხანია :)

    zurriuss

    July 8, 2009 at 9:16 pm

  3. დაანებეთ mi3ch-ს თავი :))))

    თუმცა ტექსტი ნამდვილად ავტორისეულია, იმასთან გარკვეული დეტალები არ ეწერა

    Shalva

    July 8, 2009 at 9:18 pm

    • ვარიაციებია თემაზე, ტექსტებს არასოდეს ვაკოპირებ, უბრალოდ ვინტერესდები ხოლმე და მერე რაც გამოდის ის გამოდის. ასე რომ mi3ch არაფერ შუაშია, არის ათამდე ბლოგი, რომლებსაც სულ ვათვალიერებ და რაც მომწონს, იმ რაღაცეების ვარიაციებს ვქმნი. არ დავანებებ, კარგი ბლოგერია! :)

      linguistuss

      July 8, 2009 at 9:26 pm

      • ნამდვილად კარგი ბლოგერია.

        კარგი კი არა და შესანიშნავი. სად პოულობს ასეთ მასალას საკვირველია….

        პ.ს. ხომ არ გააკეთებდი უცხოური ბლოგების მიმოხილვას ერთ პოსტში? რას თვლი საინტერესოდ და რას ურჩევ სხვებს გამოსაწერად

        Shalva

        July 8, 2009 at 11:49 pm

  4. წვეტუნები თქვენი მიგნებაა, თუ მართლა ასე ჰქვია ქართულად:–)

    sandro

    July 9, 2009 at 1:55 am

    • ჩემი თავისუფალი თარგმანია. ინგლისურად crackowes ჰქვია და ფრანგულად – poulaines.

      linguistuss

      July 9, 2009 at 9:34 am

  5. ვახი, ნეტა თუ იყიდება ასეთი წვეტუნები სადმე – საჩუქრად მინდა, სუვენირად (და არა მარტო) ჰმმ :)

    • ნატა, თერძი მეგულება ბრწყინვალე. რეკომენდაციას ვუწევ. იქნებ შეგეკერინებინა :)

      Maka

      July 10, 2009 at 1:45 pm

  6. მადლობა მაკა!
    ვეშაპის ულვაში თუ აქვს? მაგის გარეშე ხომ გესმის…. :)

  7. ერობანას და რაც უფრო დიდგვაროვანი იყო ადამიანი მით უფრო მოშორვებული გამოდიოდა ნასკვი და ის დიდგვაროვანი ყველას იჭერდა

    წევტუნებს აგრეთვე დიდი გავლენა ჰქონდათ საცურაო ასპარეობის დროსაც, აქაც რათქმაუნდა ტიტულით მაღლა მდგომს მოგების მეტი შანსი ჰქონდა

    ამ და სხვა მრავალი დამსახურების გამო 1403 წელს წვეტუნებს ძეგლიც კი დაუდგეს კრაკოვის მახლობლად, ქალაქ ზაბავაში.

    bidza

    December 10, 2009 at 10:58 pm

    • აგრეთვე საინტერესო ფაქტია ისიც, რომ დიდგვაროვნები ამ წვეტუნებს გადანასკვავდნენ და ისე თამაშობდნენ თურმე დაჭე

      …../\
      …..|
      es aklia cina posts cin

      bidza

      December 10, 2009 at 10:59 pm

  8. საეკლესიო მოღვაწეები ხომ ყოველთვის ”პრობლემებს ქმნიდნენ”(არც ეხლა აკლებენ)…მიყვარს წვეტუნია ფეხსაცმელი:)

    QETI

    May 19, 2010 at 5:34 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: