ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

60 სიმბოლო

with 4 comments

60symbols

ბლოგერობა იმიტომ მომწონს, რომ არ ვარ ჩაკეტილი თემატიკაში, არც ფორმაში, შესაბამისად შემიძლია ვწერო, იმაზე რაც გამიხარდება და თუკი ჩემს გვერდზე შემოდიან, ე.ი. ტყუილად არ ვწვალობ. ვიმედოვნებ, რომ ტყუილად არ ვწვალობ, შესაბამისად დღეიდან ერთ სიახლეს შემოგთავაზებთ: შევეცდები წარმოგიდგინოთ ყველა ის ვებ–გვერდი, ან ვებ–პროექტი, რომელიც ჩემს ყურადღებას მიიპყრობს. იქნებ ვინმეს რამეში გამოადგეს ჩემი აღმოჩენები ინტერნეტის სამყაროში.

დღეს წარმოგიდგენთ http://www.sixtysymbols.com–ს. პროექტი ჯერ დასრულებული არ არის, რაზედაც წარმოგენილ სნეპ–შოტზე არსებული კითხვის ნიშნები მოწმობს. ის ეძღვნება ფიზიკასა და ასტრონომიაში ყველაზე გავრცელებულ 60 სიმბოლოს. შეგიძლიათ თითოეულ სიმბოლოს დააკლიკოთ და უყუროთ პატარა ვიდეო–ჩანახატს თქვენთვის საინტერესო სიმბოლოს შესახებ, სადაც ხალისითა და იუმორით ცდილობენ ამა თუ იმ ცნებისა თუ სიმბოლოს შინაარსის მსმენელამდე მიტანას ნოტინგჰემის უნივერსიტეტის პროფესორები.

ყველაზე მეტად ვიდეო–ჩანახატებში ამ ადამიანების უბრალოებამ მომხიბლა, ყოველგვარი ზედმეტი სამეცნიერო რიტორიკისა და სნობიზმის გარეშე ცდილობენ ისინი ახსნან სათქმელი, ამავდროულად რაც შეიძლება თვალსაჩინოდ. დაახლოებით ისე, როგორც 10 წლის ბავშვს უნდა აუხსნა, როდესაც ის გკითხავს: “მამა, რა არის ენერგია?” ჰოდა, თუ რომელიმე სიმბოლო გაინტერესებთ და ინგლისური იცით, შეგიძლიათ დაუფასოთ შრომა ნოტინგჰემის უნივერსიტეტის შემოქმედებით ჯგუფს.

Advertisements

Written by linguistuss

July 12, 2009 at 12:08 am

4 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. აუ რა კარგია!
    შევინახე ბლოგი.
    ძალიან გამიხარდა კატის სიმბოლოს ნახვა Ö გრძელი ისტორიაა რატომ Ö

    Katten Försvann

    July 12, 2009 at 12:31 am

  2. იმედია, ფრანგულ ვებ–გვერდებსაც შემოგვთავაზებთ ინგლისურის არმცოდნეთათვის.

    sandro

    July 12, 2009 at 10:40 am

  3. აი ეს მართლა სერიოზული და საინტერესო პროექტია! მადლობა.

    ზაქრო

    July 15, 2009 at 11:20 am

  4. და რატომ არ შეიძლება იგივე გავაკეთოთ ჩვენც, ქართულად?

    karlito

    July 11, 2010 at 1:08 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: