ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ქურდის ქურდი ცხონდა

with 5 comments

ამასწინათ გიგი თევზაძის ინტერვიუს ვუყურე, სადაც მან თქვა, რომ საქართველოს რესტორანს ადარებენ და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ შემდეგ თაობაში ეს ანეკდოტად დარჩეს, რომ საქართველო რესტორანიაო. არ ვიცი შემდეგ თაობაში რა ტიპის ანეკდოტებზე გაიცინებენ ჩვენი შთამომავლები, არც ის ვიცი, რამდენად გამოუვა ბატონ გიგის ეს, თუმცა უფრო კარგი იქნებოდა ეთქვა, რომ “საქართველო მხოლოდ რესტორანი არ არისო”, ვინაიდან კარგი რესტორანი, უკვე ბევრ რამეს ნიშნავს და ამისი ხაზის გადასმა არ შეიძლება. მაგრამ ეს განცხადება ჩემი აზრით მთლად სწორი არ არის, ერთი ნიუანსი აკლია!

რესტორნები ცივილიზებულ სამყაროში არავის უკვირს, მათ შორის არც ქართული რესტორნებია სიახლე ნიუ–იორკისა თუ პარიზის ქუჩებში. ქართული რესტორანი ზუსტად სამი ცალი დავთვალე ალმა–ატაში და რაღა გასაკვირია, რომ უფრო ცივილიზებულ ქვეყნებში მათი რაოდენობა ერთი–ასად მეტი იყოს. მაგალითად, ალმა–ატაში ქართული ფასტ–ფუდის ქსელი არსებობს, სადაც შეგიძლიათ რამდენიმე წამში შეცხელებული კუპატის, ხაჭაპურის და ხინკლის დაგემოვნება. ნუ, რა საზიზღრობა იქნება, თქვენ წარმოიდგინეთ, თუმცა ასეთი რამ არსებობს!

ბატონ გიგის, უფრო სწორად კი ამ შედარების ავტორს, რომ საქართველო რესტორანია, მთლად არ ვეთანხმები. უპრიანი იქნებოდა სხვა შედარება გვესესხა. კერძოდ, ფანტასტის, დუგლას ადამსის რომანის სათაურიდან, რომელსაც ჰქვია “რესტორანი სამყაროს კიდეში” (The Restaurant at the End of the Universe). მართლაც დღესდღეობით საქართველოზე სხვა მეტს ვერაფერს ვიტყვით, ის რესტორანია სამყაროს კიდეში, გნებავთ ბოლოში და საკვირველი ის კი არ არის, რომ რესტორანია, არამედ ის, რომ – სამყაროს კიდეში მდებარეობს და ამავე დროს კარგი რესტორანია. ასე რომ, ჯობია უფრო იმაზე ვიზრუნოთ, რომ სამყაროს კიდეში აღარ ვიყოთ და არა იმაზე, რომ რესტორნის სტატუსი ანეკდოტად ვაქციოთ.

სხვისი არ ვიცი და მე ის უფრო მთრგუნავს, რომ სამყაროს კიდეში ვიმყოფებით და არა ის, რომ საქართველო რესტორანია. სმა–ჭამის კულტურის მაღალი ხარისხით ფრანგები დღემდე ამაყობენ და ეს არასოდეს ყოფილა საძრახისი მათთვის. შესაბამისად ჩვენ რატომღა უნდა ვიუკადრისოთ ის ფაქტი, რომ საქართველოში მაღალი გასტრონომიული კულტურა გვაქვს?!

მოგეხსენებათ, თუ რა პოპულარობით სარგებლობს ე.წ. “ვარეზნიკები” ჯინეტში, იქაჩავენ საავტორო უფლებებით დაცულ პროდუქტებს (ფილმებს, თამაშებს, მუსიკას, პორნოს) ჩვენი ინტერნეტ მოღვაწეები და შემდეგ საკუთარ საიტზე ალაგებენ და ელოდებიან უნიკალური იუზერების რაოდენობის ზრდას. უნიკალური იუზერების მაღალი რიცხვი რეკლამის მოზიდვის საშუალებაა და ერთი სიტყვით ქართულმა ინტერნეტმა კუს ნაბიჯებით, თუმცა მაინც, ფულის კეთებისაკენ მოძრაობა დაიწყო. მთავარი დამავიწყდა: შემდეგში ამ გზით ნაშოვნი ფულის დიდი ნაწილი რესტორნებში და საზ. კვების ობიექტებში იხარჯება.

ამასწინათ ერთ–ერთ ქართულ საიტზე ერთ “მარგალიტს” წავაწყდი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ იქ ვართ, ჰო იქ – სამყაროს კიდეში. ერთ–ერთ ზემოხსნებულ ვარეზნიკზე (რეკლამაში რომ არ ჩამეთვალოს არ დავასახელებ რომელში), ასეთი ფრაზა ეწერა: “ამიერიდან საიტიდან სიახლის სხვა საიტზე დასადებად მომპარავის დედას **************!!!” შემდგომში ეს ფრაზა მრავალმა ვარეზნიკმა დააკოპირა და თავი ვალდებულად ჩათვალა, რომ ეს განცხადება ყველაზე გამოსაჩენ ადგილას განეთავსებინა. მე კი რამდენჯერაც მსგავს ფრაზას ვაწყდები, იმდენჯერ მახსენდება ძველი ქართული სიბრძნე: ქურდის ქურდი ცხონდა!

Advertisements

Written by linguistuss

July 12, 2009 at 8:35 pm

5 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ეგ განცხადება “მგელოს” ედო, ქართული ვარეზის “ნონე.ჯი” ს მფლობელს… მართლაც ვიტრინაში დასადები კაცია… ლოლ… =))))))))

    acho khachidze

    July 12, 2009 at 10:38 pm

  2. საინტერესოა, დაგინებამ უშველა და აღარ იპარავდნენ?

    fiqro

    July 13, 2009 at 12:15 am

  3. ვარეზი არ ვიცი რა არის?:( ბნელი ვარ :)))

    nina

    July 14, 2009 at 2:36 pm

  4. ვარეზი ფაილ-შერინგისათვის განკუთვნილი პორტალია, მგონი (არც მე ვარ მთლად გაცისკროვნებული:))

    მაგარი ბლოგია ძაან, ლინგვისტუს, შენი ფანი ვარ უკუნისამდე. :)

    mar

    July 15, 2009 at 4:02 pm

  5. ლინგვისტუს, მგონი ეს ყველაფერი წიგნად უნდა გამოსცე. მე მზად ვარ ამ წიგნის მოპოვებისთვის გრძელ რიგში ჩავდგე.
    უფრო სწორად – მე ამას ყველაფერს კუსტარულად მაინც ვაქცევ წიგნად და ჩემს თაროსაც დავამშვენებ. აქ უფრო იმათზე ვზრუნავ, ვისაც ამის გაკეთება არ ეხერხება.


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: