ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ამიერკავკასიის ჩემპიონატი

with 12 comments

24–26 ივლისს ბათუმში ამიერკავკასიის მორიგი ჩემპიონატი გაიმართა. პირველად ამ ჩემპიონატზე 1999 წელს ვითამაშე და მას მერე შეიძლება ითქვას წელი არ ჩამიგდია, შარშანდელის გარდა. წელს ეს შეჯიბრი ბათუმში ჩატარდა, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს გუნდებს შორის. ასევე სიახლე იყო ჩემთვის შეკითხვების მთავარი რედაქტორი კონსტანტინ ნაუმენკო, რომლის კითხვებზეც მანამდე არასოდეს მითამაშია. სანამ შეკითხვებს შევეხები, მანამდე ვიტყვი იმას, რომ ცუდად არ გვითამაშია, ყოველ შემთხვევაში მე პირადად უკმაყოფილების გრძნობა არ მაქვს. რა თქმა უნდა, შეგვეძლო უკეთ გვეთამაშა, გამოგვეცნო ის კითხვები, რომლის გამომცნობებიც ვიყავით და მაშინ საპრიზო ადგილებზე შევძლებდით ჭიდაობას. ყოველ შემთხვევაში მე–7 ადგილი სავსებით რეალურად ასახავს ჩვენს გამოსვლას ამ ჩემპიონატზე. ხუთი ქართული გუნდი მოხვდა ათეულში, მეხუთედან მეცხრის ჩათვლით ადგილები სულ მათ დაიკავეს, ჩვენი ჩათვლით.

ახლა რაც შეეხება კითხვებს. ჯერ–ჯერობით ხელთ არ მაქვს პაკეტის ვორდ–დოკუმენტი, ამიტომაც მხოლოდ საკუთარი მეხსიერების იმედზე ვწერ ამ ყველაფერს. სულ დაისვა 72 შეკითხვა, რომელთაგან ჩვენ 49 გამოვიცანით. ყველაზე თვალშისაცემი შეკითხვებში განსხვავებული ფორმატი იყო. ერთ რამეს მივხვდი, რომ საქართველოში სხვა ტიპის შეკითხვებზე ვთამაშობთ ამ თამაშს. ნაუმენკოს ყველა კითხვა იყო ინტუიტიური შეკითხვა მინიშნებებით, ჩვენ კი ლოგიკურ შეკითხვებზე ვთამაშობთ ფილტრებით. არც ერთი ფილტრი არ უვარგოდა მის კითხვებს. შეიძლება ითქვას, რომ მან რამდენიმე კითხვა თავისი ცუდი ფილტრებით გააფუჭა, თუმცა არ შემიძლია არ ვაღიარო, რომ საერთო ჯამში, ერთი სიამოვნება იყო ამ პაკეტზე თამაში. რამდენიმე შეკითხვა იყო ისეთი, რომელმაც ჩემი აღტაცება გამოიწვია, მხოლოდ ამ კითხვების მოსმენის გამო ღირდა ამ ჩემპიონატზე წასვლა. ერთი სიტყვით ამიერკავკასიის ჩემპიონატი ამ წელს შედგა და აზერბაიჯანელებმა დამსახურებულად გაიმარჯვეს.

საერთო შთაბეჭდილების შესაქმნელად ორი შეკითხვის მოკლე შინაარსს მოვყვები, რომლებიც ძალიან მომეწონა. პირველი ეხებოდა ადამიანის სიცოცხლეს და მის ბოლოს. შეკითხვაში ნათქვამი იყო, რომ ადამიანი თვითმკვლელობით თვითონ უსვამს წერტილს თავის ცხოვრებასო. დაასახელეთ ქალბატონი, რომელმაც თავის ცხოვრებას ორი წერტილი დაუსვაო. ჩემამდე ახლაც ვერ დადის როგორ მივედით 50–ე წამზე სწორ პასუხამდე. კარგად ჩაწოდებული პასი გიორგი ლაშხმა დაიჭირა და კლეოპატრა დავწერეთ, როგორც ცნობილია მან გველი დაისვა კისერზე, რომელმაც სასიკვდილოდ დაგესლა, დატოვა რა ორი წერტილი… მეორე შეკითხვა ვერ გამოვიცანით, თუმცა ის ყველაზე მეტად მომეწონა. შეკითხვაში აღწერილი იყო პატარა მინიატურა, სადაც ღმერთის და ეშმაკის დიალოგი იყო წარმოდგენილი. დიალოგის დროს ღმერთი სამჯერ იძახის იქსსო, ყურადღება შეკითხვა რა სიტყვა შევცვალეთ იქსითო. პასუხი იყო – “დაიჭრა”, ანუ ამ დიალოგის დროს ღმერთი და ეშმაკი ჩაძირობანას თამაშობდნენ და მეოთხე იქსის დროს ასე ჩაუძირა ეშმაკმა ღმერთს ტიტანიკი…

P. S. ჯერ–ჯერობით სულ ეს არის, დანარჩენს მერე დავწერ.

Advertisements

Written by linguistuss

July 27, 2009 at 10:04 am

12 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. კლეოპატრაზე მაგარი იყო ძალიან, ყოჩაღ ლაშხს. ტიტანიკის ჩაძირვაზე კარგად ვერ გავიგე :|

    Sophie SUNNY Golden

    July 27, 2009 at 11:06 am

  2. კარგი კითხვები იყო. ასეთებზე დიდი ხანია არ მითამაშია. ჩემპიონატისგან სიამოვნება მივიღე. კლეოპატრაზე ჩვენც ავიღეთ, კიღურაძემ ბოლო წამებზე. ტიტანიკზეც კითხვა მშვენიერი იყო, ჩემი აზრით საუკეთესო ტურნირზე. წინა დღეს სონეტზე დასმული კითხვაც საკმაოდ ლამაზი იყო.

    David

    July 27, 2009 at 11:11 am

  3. მაოცებთ ხოლმე რო მახსენდებით, იგივე ლაშხი, თქვენი აღმათებულება ელერდაშვილი და სხვები – ადამიანები რომლებსაც მთელი ცხოვრება არ ბეზრდებათ კითხვებზე პასუხი… ალბათ ზუსტად მაგ კონტექსტში კარგი თამაში იყო – საქართველოს შიდა ჩემპიონატზე, ჩაკეტილ სივრცეში ასე ვთქვათ, ძირითადად ზაან ერთფეროვანი კითხვებია ხოლმე… რაღაც პრინციპის მიხედვით ერთფეროვანი და…

    საინტერესოა სრული ვორდ დოკუმენტი, აუცილებლად შემოვალ და წავიკითხავ.

    პ.ს. მე-7 ადგილს არ მივესალმები – მართლა ამის დედა ვატირე რამდენი 10-ეული წელია თამაშობთ, ნადა უჟე ვიხაძიწ ნა დრუგოი უროვენ კაკტო…

    კაკ რაზ გამახსენდა რამდენი წლის წინანდელი არ ვიცი ქობულეთის იგივე ჩემპიონატი, ლაშხი რო ასკეროვს “ებრძოდა” და საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში წააგო… მაშინ ისეთი აღფრთოვანებული ვიყავი ლაშხით… იმდენი ბრძოლა იყო იმ კაპიტნების შეჯიბრში… :დ

    Cyborg

    July 27, 2009 at 1:16 pm

    • კიბორგ, იმისთვის რომ სხვა “უროვენ”–ზე გადახვიდე საჭიროა აქტიური და სისტემატიური ვარჯიში. იმას კი, რასაც ქართული გუნდები აკეთებენ გართობა ჰქვია და მეტი არაფერი, როცა სხვებს (აზერებს, სომხებს, რუსებს, უკრაინელებს და ა.შ.) ეს ძირითად პროფესიაში აქვთ გადაზრდილი, ამიტომაც გულითაც რომ მოგვინდეს ვერ ვუგებთ, თუმცა ვეპაექრებით და ზოგჯერ მოგება გამოგვიდს. სიამოვნებას კი აღებული მე–7 ადგილიც მგვრის, ვინაიდან თავს ვიმშვიდებ იმ აზრით, რომ მე–2 ან მე–3 შეგვეძლო, ძალიან რომ გავჭინთულიყავით :)

      linguistuss

      July 27, 2009 at 1:53 pm

  4. კლეოპატრა შუბლაძემ აიღო ჩვენთან პირველივე წამზე, რაღაც სურათი ახსოვდა სადაც გველი გესლავდა კლეოპატრას. მეორე შეკითხვა ჩვენ პაკეტის გვირგვინად მივიჩნიეთ, სამწუხაროდ ვერ გამოვიცანით.

    Leonard Shelby

    July 27, 2009 at 1:38 pm

  5. მე-7 კარგია.

    ჰიუსტონ

    July 27, 2009 at 2:29 pm

  6. კლეოპატრა ავიღეთ, ტიტანიკი – ვერა. ჯამში – 39

    Shalva

    July 27, 2009 at 5:31 pm

  7. გილოცავთ! სამომავლოდ კიდევ უფრო კარგი შედეგი გქონოდეთ.

    Annie

    July 27, 2009 at 7:20 pm

  8. ტიტანიკზე მომეწონა შეკითხვა…
    საერთო ჯამში ჩვენებმა საკმაოდ კარგი თამაში აჩვენეს. იმედია მომავალ წელს უკეთესი შედეგები გექნებათ :)

    Inga

    July 29, 2009 at 5:31 pm

  9. ნაუმენკოს კითხვების უმეტესობა ე.წ. შჩელჩოკზეა რა. უნდა გაგიელვოს. კლეოპატრა პირველივე წამზე ავიღეთ, აი ეგრევე მოვიდა თავში. ტიტანიკზე გული დამწყდა, კაი კითხვა იყო.

    WDC

    August 3, 2009 at 10:04 am

    • არადა მე სხვანაირი კითხვები მომწონს. მთელი გუნდით რომ ფცქვნი, ფცქვნი და ბოლოს პასუხამდე მიდიხარ… ნაუმენკოს კითხვებთან მიმართებაში “ფცქვნა” შეუსაბამო პროცესია :)

      linguistuss

      August 3, 2009 at 1:37 pm

  10. დიდი იმედი არ მაქვს, რომ მომავალ წელს საგრძნობლად გააუმჯობესებთ თამაშის შედეგს, მაგრამ მაინც ბოლომდე გიგულშემატკივრებთ ყველგან და ყოველთვის:)… ლინგვისტუსსმა – აქტიური ვარჯიშიაო საჭირო…თქვენც მოუხშირეთ ვარჯიშს და შეამცირეთ გართობა:)…

    QETI

    August 8, 2009 at 1:03 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: