ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

ინტუიტიური შეკითხვები რსრ–ში

with 5 comments

ამიერკავკასიის 2008 წლის ჩემპიონატზე, ანუ შარშან ქართულმა გუნდებმა სრული ფიასკო განიცადეს. ჩემამდე მოსული ინფორმაციით ვერც–ერთი ქართული გუნდი ვერ მოხვდა ათეულში. მე ამ დროს გერმანიაში ვიყავი და მხოლოდ მონაყოლის დონეზე მაქვს ინფორმაცია, თუ რა ხდებოდა ბათუმში შარშან ბასკოს სპორტულ დარბაზში, თუმცა ვეცდები ამ ფიასკოს ლოგიკური მიზეზები მოვძებნო.

დღემდე მიდის კამათი იმაზე, თუ რატომ წააგეს ქართველებმა ასე უღმერთოდ აზერბაიჯანელ და სომეხ “ზნატაკებდან”, როცა წინა წლებში სავსებით თანაბარი ბრძოლა იმართებოდა ხოლმე. ყველაზე მთავარ მიზეზად ასახელებენ რუსული ენის არაჯეროვან ცოდნას და რუსულენოვანი სპეციფიური ინფორმაციის არქონას, არადა ვაი, რომ ცდებიან. მთავარი მიზეზი კი ჩემი ღრმა რწმენით კონსტანტინე ნაუმენკოს შეკითხვების განსხვავებული სტილი იყო.  უფრო სწორად რომ ვთქვათ, საუბარია მინიშნებებიან ინტუიტიურ შეკითხვებზე. სწორად ასეთი შეკითხვებია ყველაზე პოპულარული დღესდღეობით არაქართულ რსრ–ში.

წელსაც იმავე ტიპის შეკითხვები  იყო ბათუმში, თუმცა ხუთი ქართული გუნდი მოხვდა ათეულში. მეორისა და მესამის შანსი გვქონდა ხუთივეს, ბოლოში კი საბოლოოდ, როგორც ყოველთვის, მარტივი შეკითხვები ჩავყარეთ და მხოლოდ მეხუთე–მეცხრე ადგილებს დავჯერდით, თუმცა შარშანდელთან შედარებით ეს სერიოზული პროგრესი იყო. კითხვები იყო იმავე ტიპის, შედეგი – უკეთესი, რაც იმას ნიშნავს რომ ცოტა შევეჩვიეთ ასეთ შეკითხვებს.

ახლა ხელში ჩამივარდა შარშანელი კითხვების პაკეტი და ვეცდები ავხსნა თუ რითი განსხვავდება ეს ინტუიტიური მინიშნებებიანი შეკითხვები ჩვენი ფილტრიანი ლოგიკური შეკითხვებისგან, მაგალითისთვის ხუთ შარშანდელ შეკითხვას შევარჩევ და შემოგთავაზებთ ჩემი კომენტარებით:

1) მისი შემოქმედებითი გზის დაახლოებით შუაში ამ ადამიანმა უკანასკნელი კინორეცენზია დაწერა. დაასახელეთ ამ ადამიანის ვინაობა.

ამ შეკითხვას ქართულ რსრ–ში აუცილებლად ასე დასვამდნენ: დაასახელეთ 1899 წელს დაბადებული ადამიანი, რომელმაც უკანასკნელი კინორეცენზია XX საუკუნის 40–იან წლებში დაწერა. ფილტრი ამ შემთხვევაში არის “1899 წელს დაბადებული”. ზემო შეკითხვას ფილტრი არ აქვს, შესაბამისად თუ დაგებადა იდეა, რომ შემოქმედების შუაში ეს ადამიანი შეიძლება დაბრმავებულიყო და ფილმებისთვის ვეღარ ეყურებინა, ხორხე ლუის ბორხესამდე მიხვალ, თუ არადა იქნები ისე, როგორც იმ გუნდების უმრავლესობა, რომლებმაც ეს კითხვა ჩააგდეს და მერე მხრებს იჩეჩავდნენ, როგორ უნდა გამოგვეცნოო.

2) ნაპოლეონ III-ის ცოლი, ეუხენია მარია იგნასია დე გუსმან პორტოკარერო ი კირპატრიკ დე პლატანასა დე მონტიხო დე ტება იყო პანამის არხის უმთავრესი დამფინანსებელი. სამადლობელო წერილში, რომელიც ფერდინანდ ლესეპსმა მას გაუგზავნა საფრანგეთის იმპერატრიცა სხვა ქალბატონთანაა შედარებული. ვისთან?

არც ამ შეკითხვას აქვს ფილტრი. არადა კაცმა რომ იფიქროს ფერდინანდ ლესეპსს ნებისმიერ ქალბატონთან შეეძლო ნაპოლეონ III-ის ცოლის შედარება. თუ არ დაიჭირე მინიშნება “დააფინანსა” და იმპერატრიცას აშკარა ესპანური წარმომავლობა, კითხვის გამოცნობის შანსი არ არის. პასუხი ესპანეთის დედოფალი იზაბელა კასტილიელია, რომელმაც კოლუმბი დააფინანსა ამერიკაში გასამგზავრებლად.

3) მწერალი გიუნტერ გრასი იხსენებდა, 1974 წლის ივნისის ერთ დღეს ერთმა მოვლენამ თუ როგორ გამოიწვია მწერლის გაორება. დაასახელეთ ეს მოვლენა მაქსიმალურად ზუსტად.

საერთოდ რსრ–ში შეკითხვა რომ იწერება იგულისხმება, რომ ფაქტი, რაზედაც შეკითხვაა გაკეთებული მოთამაშეებმა არ უნდა იცოდნენ, ამიტომ მამაჩემის კომენტარი “რა უნდა ამ კითხვას, ეს ცნობილი ფაქტია” არ მიიღება. დავუშვათ, რომ არ ვიცით რა მოვლენამ გაყო გიუნტერ გრასი ორად და უნდა გამოვიცნოთ. ფილტრი აქაც არ გვაქვს. უნდა ვეძებოთ მინიშნებები “გაორება” და 1974 წელი. რატომღაც გაორებაზე გაყოფილი გერმანია უნდა გაგვახსენდეს და 1974 წელზე კი გერმანიაში იმ დროს ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში… ჰოდა ერთ–ერთ ჯგუფურ შეხვედრაში გფრ და გდრ ერთმანეთს შერკინებიან. ეს კითხვა როგორ უნდა გამოიცნო არსებული მინიშნებებით თუ ფაქტი არ იცი, ჩემამდე არ დადის… კარგი ფილტრი კი შეკითხვას გამოცნობადს გახდიდა!

4) ჯონ დიქსონ კარის დეტექტივის მთავარი პერსონაჟი პირველად ჩადის ინგლისში. უეცრად მისკენ უცნობი მიდის. შემდგ მათ შორის გამართულ დიალოგში ნათქვამია, რომ ქრესტომათიულ ფრაზასაც კი არ შეეძლო მთავარი გმირის ასე ძლიერ გაოცება. დაასახელეთ რომელი ქვეყანა ფიგურირებს ამ ქრესტომათიულ ფრაზაში.

ისევ მსგავსი სიტუაცია გვაქვს. ფილტრი “ქრესტომათიული ფრაზა” ბევრ ვერაფერს გვეუბნება. უნდა ვიაზროვნოთ ასოციაციურად, დავუკვირდეთ სიტყვებს, ვიპოვოთ “პირველად ჩადის ინგლისში” და “გაოცება” და მერე ექიმი უოტსონი უნდა გაგვახსენდეს, რომელის შოკში ვარდება გაოცებისაგან, როცა შერლოკ ჰოლმსი ეკითხება – თქვენ ავღანეთიდან ჩამოხვედით?

5) ერთ–ერთ მულტფილმში, პატარა ციყვუკა ბრუნდება სახლში და ხედავს, რომ მისი დედიკო და მამიკო ჩემოდნებს ალაგებენ და სადღაც მიიჩქარიან. ისინი ციყვუკას არწმუნებენ რომ მალე დაბრუნდებიან, თუმცა ეუბნებიან რომ მას თან ვერ წაიყვანენ. ატირებული ციყვუკა მშობლებს გამოედევნება და გზაში მას მიტოვებული ვეფხვუკა, ბაჭია და სხვა პატარა მიტოვებული მხეცები ხვდება. ბოლოს გამორბის მდელოზე და ხედავს… დაასახელეთ ორი სიტყვით თუ რას ხედავს ციყვუკა.

ეს არის ასოციაციური შეკითხვის კლასიკური მაგალითი. ინტუიცია თუ არ შეგიღიტინებს, არისტოტელეს და ბულის მთელი ლოგიკა არ გეყოფა გამოსაცნობად. ერთი სიტყვით პასუხი “ნოეს კიდობანია”.

P. S. სულ 72 კითხვაა და ყველას კომენტირება შორს წაგვიყვანს, ამიტომ დანარჩენი შეკითხვები შეგიძლიათ აქედან გადაიწეროთ.

Advertisements

Written by linguistuss

July 29, 2009 at 4:52 pm

5 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ძალიან საინტერესოა :)
    ვნახოთ რას მოგვიმზადებ სექტემბრისთვის ;) დროა დავიწყოთ ქართველებმა მზგავს კითხვებზე თამაში :)

    ILI

    July 29, 2009 at 5:18 pm

  2. მართალი ხარ, ვახულიკ, ხოდა, მასე ქენი; შენი საკეთებელია ეგ საქმე დიდწილად.

    პ.ს. შარშანდელებიდან მაგ ციყვუკას შეკითხვა მომეწონა ყველაზე ძალიან. და კიდევ – ქვიშის საათზე.

    akunina

    July 29, 2009 at 5:22 pm

  3. ისე ჩვენ (ქართველებს) ოთხჯერ გვაქვს ხომ კავკასიადა მოგებუილი და აზერებსაც ოთხჯერ?
    სხვებს რა შედეგები აქვთ შემიძლია სადმე ვნახო?

    ILI

    July 29, 2009 at 5:47 pm

  4. ინტუიტიური?
    თუ ინტუიციური? :)

    Natia

    August 11, 2009 at 1:45 pm

  5. აქ სადღაც დამკაკუნებლებზე იყო პოსტი და გადახედოს მაგ კითხვების ავტორმა
    მევიცირომშენიცირომმევიცი

    NO-Spa

    November 24, 2009 at 2:07 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: