ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

პოდკასტი იტალიურის შემსწავლელთათვის

with one comment

it

ერთ საინტერესო რესურს–ბლოგს გადავაწყდი, რომელიც იტალიური ენის შესწავლას ეძღვნება. ბლოგზე პოდკასტის სტილში განთავსებულია აუდიო ჩანაწერები ტრანსკრიპტებით, რომელთა მოსმენა და წაკითხვა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ვინც დაინტერესებულია ამ ჩინებული ენის შესწავლით. საკმაოდ ბევრი აუდიო ჩანაწერი დევს და რაც ყველაზე მთავარია ტრივიალური დიალოგები არ არის, ანუ ამ დიალოგების მოსმენით არის დიდი შანსი, რომ თქვენ გაიმრავალფეროვნებთ არამხოლოდ სიტყვების მარაგს, არამედ მიაჩვევთ ყურს ბუნებრივ იტალიურს.

ბლოგი lingq.com პროექტის ერთ–ერთი ნაწილია და რაც ყველაზე ძალიან გამიხარდა ის იყო, რომ ეს პროექტი მხოლოდ იტალიურით არ შემოიფარგლება, ანუ თუ იტალიური დიალოგების მოსმენა ეგრევე intermediate დონიდან დავიწყე, იაპონურის მოსმენა საბაზისო კურსიდან მომიწევს (ისევე როგორც სხვა ენების, რომელთა “გარტყმაში” არ ვარ), რაც თავისთავად გულისხმობს მრავალ საინტერესო და სასიამოვნო საათის ენების შესწავლაზე დახარჯვას, უცხო კულტურის გაცნობას და ჩვენთვის არაბუნებრივ ხმოვან სამყაროში ჩაძირვას.

Advertisements

Written by linguistuss

July 29, 2009 at 11:44 am

One Response

Subscribe to comments with RSS.

  1. აქ ვერ გავიგე რა ხდება… გადმოსაწერია თუუ?

    Lili

    January 14, 2010 at 9:19 pm


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: