ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

რა არის “ცუციკი”?

with 17 comments

cucik

ბნელ ოთხმოცდაათიანებში, როდესაც თბილისის ყოველ უბანში ძველბიჭური ბოჰემა სუფევდა, ხშირად მსმენია გამოთქმა “ცუციკი ძაღლი”, ან ცალკე აღებული ცუციკი, რომელიც მხდალის და “ზადნის მიმცემის” მნიშვნელობით გამოიყენებოდა. ასევე კარგად ვაცნობიერებდი იმ ფაქტს, რომ ამ სიტყვას ისეთ პატივსაცემ ქმედებასთან, როგორიც “ჩაცუცქვაა” არაფერი ჰქონდა საერთო გარდა ცცკ=ცცქ თანხმოვნებისა, ამიტომაც ხშირად დავფიქრებულვარ იმაზე, თუ საიდან უნდა მოდიოდეს ეს მისტიური სიტყვა “ცუციკი”!

დღეს შეგნებულად დავგუგლე და ძალიან გავხალისდი, მას შემდეგ რაც მოძებნილი მარგალიტები წავიკითხე. აი, ზოგიერთი მათგანი:

  • ჯიგარ, ზოგი ცუციკი სიმთვრალეში გმირი ხდება ხოლმე!
  • თუ ოქრუაშვილი ზოგადად ცუციკი პერსონა არ იყო და გამოკვეთილი რადიკალისტი იყო. სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმს თავის დროზე შეეწინაღმდეგებოდა.
  • მართლა მაგარი ცუციკი ყოფილა ნიკოლა სარკოზი.
  • მიქარა ხალხთან იდგა 2 ნოემბერს და 5 ნოემბერს მიშას მიუცუცქდა ცუციკი ძაღლივით!
  • იქ ვინც იყო და არიან ყველა ვაშკაცია და არა ცუციკი ვისაც გრძელი თითები აქვს და აქ სისულეებს პოსტავენ!
  • იმედია ეხლა მაინც დარწმუნდება ხალხი რო ოპოზიცია არის ცუციკი და კურდღელი.
  • რახან გეი ხარ მატყუარა და ცუციკი კი არ უნდა იყო.
  • მიშა, მაგარი ცუციკი ხარ, შე ბაჭია შენა!

ერთი სიტყვით ამ სიტყვის კონტექსტი და მნიშვნელობა გასაგებია, მოდით მისი წარმომავლობა გამოვარკვიოთ:

რაღა თქმა უნდა, როგორც ქართული ენის ძველბიჭური დიალექტის შემადგენელი სიტყვების უმრავლესობა, როგორებიცაა ძერსკი, ნასტირნი, ატაშოლი, ბესპრიძელნიკი, დვიჟენია და ასე შემდეგ, “ცუციკსაც” რუსულ ენაში აქვს ფესვებს, თუმცა ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თავად რუსულში ასეთი სიტყვა არ არსებობს, გარდა ერთი (ან ორი!) იდიომატური გამოთქმისა. რუსულ ენაში ხსენებული იდიომები ჟღერს ასე:

  • Замёрз как цуцик
  • молчит как цуцик
  • дрожит как цуцик

ზემოხსენებული სია არასრულია, თუმცა ყველა ამ იდიომაში “ცუციკი” ან იყინება, ან კანკალებს, ან ჩუმადაა და ერთი სიტყვით ძალიან წყალწაღებული და უსუსური არსების შთაბეჭდილებას ტოვებს. თურმე კი არა, უკრაინულ ენაზე “ცუციკ” ლეკვს ნიშნავს, რომელიც სლავურ ენებში თურქულიდან მოხვედრილა, სადაც küçük (კюჩюკ) – პატარას ნიშნავს. ზუსტი თარგმანი რომ გავაკეთოთ “ცუციკისა” ქართულად “გოშიას” მივიღებთ. გოშიაც ხშირად შემხვედრია ცუციკის კონტექსტში. იყო დრო ქართული “ინწილიგენციის” წარმომადგენლები ერთმანეთს ასე ამკობდნენ: “შევარდნაძის გოშია ხარ შენ”.

ნახევრად–საღადაო გარჩევას წავაწყდი ერთ რუსულ ფორუმზე, სადაც ერთმა გამომსვლელმა შესთავაზა დამსწრე საზოგადოებას, მოდით ტურგენევის “მუმუს” ბლოკბასტერი გადავიღოთ და “ცუციკთა დუმილი” ვუწოდოთო, სადაც გერასიმის როლს ენტონი ჰოპკინსი შეასრულებსო. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ამ ხუმრობაზე ბევრი ვიცინე – Молчание цуциков – კარგად ჟღერს!

Advertisements

Written by linguistuss

August 20, 2009 at 5:11 am

17 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. მე მომწონს წაკითხვის ეს სტილი, ორიგინალურია, “ექსპრომტი” სტილიც მომწონს, მაგრამ ამ ბლოგს ეს უფრო უხდება იმჰო. აზრიც ხოშიანად მოაქ.

    somebody

    August 20, 2009 at 9:02 pm

  2. ჰაჰ ) მაგარი სიტყვაა ცუციკი. ისე, ქართულში ნაკლებად მსმენია (ალბათ იმის გამო რომ ბნელ წლებში და ახლაც, თითქმის არ მაქვს მსგავსი წრის ადამიანებთან შეხება), სამაგიეროდ დედაჩემი მეუბნება ხოლმე:
    “Замерзнешь как цуцик”
    როდესაც სახლიდან თხლად ჩაცმული გავდივარ )

    CheshireCat

    August 23, 2009 at 1:22 am

  3. იქ ვინც იყო და არიან ყველა ვაშკაცია და არა ცუციკი ვისაც გრძელი თითები აქვს და აქ სისულეებს პოსტავენ!

    შედევრია! 5–იოდ წლის წინ იტყოდნენ ვისაც გრძელი ენა აქვს და ბევრს ტლიკინებსო :D

    nn

    August 25, 2009 at 1:08 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: