ლინგვისტუსის ბლოგი

სიტყვები, ენები, ისტორიები, წიგნები, შეკითხვები და სხვ.

აინშტაინის და თაგორის გაბაასება

with 33 comments

tagore-einstein

ოდესღაც ალბერტ აინშტაინის ფენომენით რომ ვიყავი გატაცებული, თსუ–ს ფიზიკის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტად ყოფნისას, აინშტაინის ცხოვრების აღმწერ ერთ ბიოგრაფიაში წავაწყდი ამბავს, თუ როგორ ესტუმრა რაბინდრანათ თაგორი მას პოტსდამის მახლობლად პატარა სახლში 1930 წლის 14 ივლისს. შემდეგ წიგნში მათ შორის გამართული დიალოგის ტრანსკრიპტი იყო მოტანილი. მოგვიანებით გავარკვიე, რომ სხვა დიალოგებიც ჰქონიათ მათ, იქ ისინი მუსიკაზე და მეცნიერებაზე საუბრობენ, თუმცა აქ იმ ერთ კონკრეტულ დიალოგს შევეხები, სადაც  საუბრის მთავარი თემა ჭეშმარიტების რაობაა. დიალოგის მოკლე შინაარსის მოყოლას არ დავიწყებ, შეგიძლიათ წაიკითხოთ ინგლისურად, ან რუსულად, სულ სხვა რამეზე მსურს ყურადღების შეჩერება – ამ დიალოგის ორ განსხვავებულ წაკითხვაზე…

პირველად წაკითხვის დროს იმდენად ვიყავი მოჯადოებული აინშტაინის იდეებით და ხედვებით, რომ ვერ მივხვდი რა უნდოდა თაგორს, რატომ მიადგა და საერთოდ რისი თქმა სურდა. თითქოს ის ყველაფერი, რაც ძია ალბერტმა განაცხადა ისედაც “იასნი” იყო. არადა ახლა რომ წავიკითხე აღმოვაჩინე რომ აინშტაინი ახურებს და არაფრით განსხვავდება მისი საუბარი სკოლაში ჩემი რელიგიის ისტორიის მასწავლებლის მონათხრობისგან ცათა სასუფეველისა და სულის გადარჩენის შესახებ რომ “გვაბოლებდა” ღრმა ბავშვობაში. განსხვავება მათ შორის ის არის, რომ აინშტაინს სხვა რამის სწამდა და ჩემს ექსმასწავლებელს კი – სხვის.

აინშტაინი ტერმინებში ჩაკეტილი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს, უფრო სწორად კი არ ტოვებს არის ასეთი, რომელიც ყოველ სიტყვაზე ეკიდება თაგორს და ცდილობს ყველაფერი მკაცრი ლოგიკის ჩარჩოებში მოაქციოს, ამასობაში კი ავიწყდება, რომ ლოგიკის ჩარჩოებში თუ აქცევ რამეს, იმ ჩარჩოს გარეთ ვერ გაიხედები – აკრძალული გაქვს, აკრძალვა კი კურტ გიოდელმა აჩვენა თავის არასრულობის თეორემის დამტკიცებით. თაგორი კი თავისუფლად, ლაღად აზროვნებს, ყოველგვარი ნორმების გარეშე, ხატოვნად და მოხდენილად. ბოლოში აკი აინშტაინი ეუბნება კიდეც, გამოდის რომ მე უფრო რელიგიური ვარ, ვიდრე თქვენო. ეს თვითირონია იყო თუ არა უცნობია, თუმცა ერთი რამ ფაქტია ორი სხვადასხვა ტექსტი წავიკითხე ათი წლის შუალედით, არადა ტექსტი არ შეცვლილა, მხოლოდ მკითხველი შეიცვალა. შესაბამისად 10 წლის შემდეგ კვლავ უნდა წავიკითხო და თუ ეს ბლოგი კიდევ იარსებებს, საინტერესო იქნება რა შეიცვლება…

Advertisements

33 Responses

Subscribe to comments with RSS.

  1. ვერ ვიტყოდი რომ აინშტაინი ახურებს,პირიქით მისი პოზიცია ამ შემთხვევაში ბევრად უფრო საღი მეჩვენება, ვიდრე თაგორისა.
    პლატონის ”პარმენიდეში” არის მომენტი, როცა პარმენიდე ამბობს ჭეშმარიტებაზე ბრბოს არ უნდა ელაპარაკოო.
    აქ თაგორი ბრბოზე უფრო ”მუშაობს”, მისი პოზიცია ბევრად უფრო მარტივი და მომხიბვლელია და შესაბამისად უფრო კომფორტულიც, ადვილია თაგორს დავეთანხმოთ,იმიტო მ რომ მისი პოზიცია გვაძლევს საშუალებას ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ კომპიუტერი გამოვრთოთ და მშვიდად დავიძინოთ, რაც აინშტაინის შემთხვევაში ასე არ არის.
    თაგორის სიტყვები უფრო პოეტურია, მაგრამ ისევ თაგორისათვის უფრო გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ: ლამაზი სიტყვა, არასოდეს არის ჭეშმარიტი სიტყვა.
    ჭეშმარიტება არასოდეს გვაძლევს მშვიდად ძილის საშუალებას და ეს კარგია, რადგან როცა ყველა კითხვაზე პასუხი მოგეპოვება შენ არასწორად პასუხობ მთავარ კითხვას.
    თაგორი პოეტია,პოეტი რომელსაც უამრავი ადამიანი კითხულობს და რომელმაც იცის, რომ რაც უფრო ხატოვნად აღუწერს სამყაროს ხალხს, ისინი მით მეტად დაიჯერებენ ასეთი სამყაროს რეალურობას; რაც უფრო ლამაზად იტყვის სიტყვას, მით უფრო ნამდვილი ეგონებათ ეს სიტყვა.
    არ არის გასაკვირი დროის მერე რატომ გადმოხვედი თაგორის მხარეს. უფრო მემარჯვენე გახდი და შესაბამისად მშვიდმა ძილმა და მზა პასუხებმაც მეტად მოგხიბლეს, ნამდვილ სამყაროში კი არ არსებობს მზა პასუხები კითხვებზე.
    ყველაფერი რაზეც ჩვენ ვპასუხობთ სოციოლოგიაა,სხვა დანარჩენი ღირს ცხოვრებად.:)

    levan

    August 27, 2009 at 2:54 am

    • ბევრი რომ არ „გავახურო“, უბრალოდ კითხვებს დავსვამ:
      1) რომელ ბრბოზე მუშაობს თაგორი?
      2) თაგორის დროს კომპიუტერი არ იყო, შესაბამისად რის გამორთვას გვაიძულებდა თაგორი, რომ მშვიდად დაგვეძინა?
      3) ლამაზი სიტყვა არასდროს არის ჭეშმარიტება, კი ბატონო, მაშ რა არის ჭეშმარიტება? და რომელია მთავარი კითხვა?
      4) ყველა პოეტს არ კითხულობს უამრავი ადამიანი, პოეტი ბევრია და ლამაზ სიტყვებსაც რახარუხით უბარტყუნებენ, მაშ რა აიძულებს უამრავ ადამიანს წაიკითხოს თაგორი, თუ ის მხოლოდ და მხოლოდ ლამაზი სიტყვებია და მეტი არაფერი?
      5) იქნებ გვეკითხა ჰიროსიმასა და ნაგასაკიში, რა უფრო მნიშვნელოვანია – თაგორის თეორია თუ აინშტაინის გათვლები?

      სოსო

      August 27, 2009 at 12:21 pm

  2. ვაიმე ისეთ ძველ პოსტზე ვაკომენტარებ არც კი ვიცი ნახავ თუ არა ამ კომენტარს.

    ერთი შეკითხვა მაქვს, აუდიოფაილი როგორ ატვირთე პოსტში?
    ვცდილობა და ვერაფრით გამომდის.

    BloggerGirl

    November 22, 2009 at 5:09 pm

    • სკაიპში დამიმატე: linguistuss
      და გასწავლი :)

      linguistuss

      November 22, 2009 at 10:24 pm

  3. ინწერესნო!

    ika

    October 29, 2010 at 7:46 pm

  4. დომენიკო

    November 18, 2011 at 11:20 am


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: